ახალი GTA:V ფაქტები IGN-სგან!
- მანქანის ფიზიკა ძალიან განსხვავებული იქნება GTA:4-ის მანქანის ფიზიკასთან შედარებით. თქვენ თითქოს იგრძნობთ მანქანას და მის წონას გზაზე.
- ხალხის რეაქცია მანქანის მოპარვასთან სხვანაირი იქნება. ზოგი შიშით ეგრევე დაგითმობთ მანქანას და გაიქცევა, ზოგი შიშისგან დაიმალება საჭის ქვეშ თავზე ხელებ დაწყობილი, ზოგი კი გაგიწევთ წინააღმდეგობას.
- ერთერთ, ადვილ და პირველ მისიაში სახელად "Repossession", თქვენ უნდა მიიყვანოთ ფრანკლინით ერთი მოტოციკლი, რომელიც შეგიკვეთათ სომეხმა ბოსმა

.
- თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი მანქანები გარაჟში, მაგრამ მათი აფეთქების შემდეგ თქვენ მოგიწევთ ფულის გადახდა მათ დასაბრუნებლად.
- როცა თქვენ ჩააქრობთ მანქანის ძრავას, ის ასე ვთქვათ გრილდება და გამოსცემს ხმას "Tick,Tick" როგორც რეალობაში. (სხვანაირად როგორ ამეხსნა ვერ მოვიფიქრე )
- მეორე მისიის სახელია "Three’s Company". ამ მისიაში ჩვენ პირველად ვითამაშებთ სამივე პერსონაჟით ერთად, ეს ის მისია რომელშიც ჩვენ უნდა მოვიტაცოთ კაცი FIB-ის შენობიდან.
- ვერტმფრენის ტარების ფიზიკა არ იქნება განსხვავებული GTA 4-ის ფიზიკისგან.
- მესამე მისიის სახელია "Derailed". ამ მისიაში თქვენ მაიკლით და ტრევორით უნდა მოიპაროთ მატარებელი და გაძარცვოთ ის.
- ახალი სისტემის დახმარებით, როგორიცა "TBOGT", თქვენ შეძლებთ შეინახოთ თამაში რთულ მომენტებში და თუ მოკვდებით, მისიის თავიდან დაწყება არ მოგიწევთ.
ამ პოსტში სულ ესაა, გაინტერესებთ მეტი ფაქტი? დამელოდეთ მოიწონეთ ეს პოსტი თუ გინდათ მეტის გაგება და დღესვე დავდებ ფაქტების მეორე ნაწილს.
წყარო:
http://fb.com/gtageo