ჯანდაბას ჰა, გამოვაქვეყნებ ამ ერთი მისიის აღწერა IGN-სგან
http://fb.com/gtageoმისია, სახელად "Urban Safari" იწყება ფრანკლინის სახლის ტერიტორიაზე. ფრანკლინს აქვს კონფლიქტი ლემართან, ლემარს უნდა რომ მან და ფრანკლინმა დაიწყონ პატარა ბიზნესი - ნარკოტიკის ვაჭრობა. მაგრამ ფრანკლინი ამის სასტიკი წინააღმდეგია...
ამ დროს კი გამოჩნდება ტრევორი, რომელიც ასე ვთქვათ, ვერ არის თავის მატორზე. ის ბოდიალობს თავისთვის რაღაცას და თან უმტკიცებს ბიჭებს, რომ ნარკოტიკთან კავშირი ძალიან ცუდი რამაა.
რაც სანტერესოა, მისიის დაწყება შესაძლებელია ფრანკლინითაც და ტრევორითაც.
ამის შემდეგ ყველა ერთად, ჩოპისთან ერთად მიდიან Groove-ს ქუჩაზე, რომ მოილაპარაკონ ამ საკითხზე, როგორ ფიქრობთ ვისთან? Ballas-თან.
როცა დგება საქონლის შემოწმების დრო, აქ გამოხტება ტრევორი, რომელსაც უნდა, რომ გასინჯოს ნარკოტიკი პარკის მეორე მხრიდან. ამ დროს კი Ballas-ის ნარკო მოვაჭრე უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და იწყებს რაღაცაზე ლაპარაკს, ტრევორი მიხვდება რაშიცა საქმე. ის გაბრაზებული გადახევს ამ პარკს, იქ კი არ აღმოჩნდება ნარკოტიკი.
თამაშის ატმოსფერო ძალიან კარგად გადმოგვცემს ამ დროს ფრანკლინის გრძნობებს. ფრანკლინმა იცის, რომ ის არის სასტიკი მკვლელების ტერიტორიაზე, ტრევორმა კი დაიწყო ჩხუბი და ეს ყველაფერი ცუდათ დამთავრდება. ამიტომ ფრანკლინი ნერვიულობს და ეს თამაშშიც ჩანს.
იწყება სროლა და მოდიან პოლიციელები. შემდეგ ლემარი ყვირის, რომ მან გამოძებნა გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ის გაიქცევა ქვემოთ, მდინარისკენ და ყველა გაყვება მას. მდინარესთან კი იქნებიან გოგონები ბიკინიში, რომლებიც პოზიორობენ კამერის წინ. ლემარი ხტება მათ წყლის მოტოციკლზე. პოლიციის ვერტმფრენი არის მათ თავზე და მათ მოუწევთ გაქცევა, რაც შეიძლება მალე.
და ბოლოს, ეს მათ გამოუვათ. მაგრამ ამ დროს უკვე იქნება ღამე. დაღლილი ფრანკლინი დჯება საჭესთან, ლემარი უჯდება გვერდით. ამის გამო ისინი მიხვდებიან, რომ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ და გაბრაზებულები და ძალიან დაღლილები დაბრუნდებიან Grove-ს ქუჩაზე.