
კომპანია Electronic Arts-მა და სტუდია Crytek GmbH-მა დაარელიზეს ყველასათვის კარგად ცნობილი თამაშის მესამე ნაწილი – “Crysis 3″, რომელიც გამოვა 2013 წელს (რა დაელოდება…). ეს პირველი ბლოკბასტერი შექმნილია CryENGINE-ის ძრავით. თამაშს ექნება გადასარევი გრაფიკა და დინამიკური სათამაშო პროცესი.
მოთამაშეები ნიუ-იორკში ახლად დაბრუნებული პერსონაჟის Prophet-ის როლში იქნებიან, რომელიც აღმოაჩენს, რომ კორუმპირებულმა კომპანიამ Cell Corporation-მა ქალაქი დამალა, გადახურა Nanodome-ით, ქალაქს ვეღარ იცნობ. ახლა ეს არის გაუვალი ჯუნგლები, უზარმაზარი ხეებით, მღელვარე მდინარეებით და ჭაობებით. შვიდ ყველაზე საშიშ უბანს ქალაქში ახლა ქვია Seven Wonders. ამ საშიში ადგილების გასავლად Prophetу-ს ჭირდება სრულყოფილი იარაღი, ისეთი როგორიც არის ნანოკოსტუმი, მშვილდისარი და ასევე უცხოპლანეტული ტექნოლოგიები.

ემქმნელი სტუდიის გენერალური დირექტორის ცევატა იერლის სიტყვებით, Crysis 3-ი არის არაჩვეულებრივი თამაში, თავისი ღია სამყაროთი და სრულყოფილი სათამაშო პროცესით, ასევე უცხოპლანეტული და ადამიანური იარაღების შერწყმით მიღებული უძლიერესი იარაღით. ეს ყველაფერი მძაფრსიუჟეტიანი თამაშების მოყვარულებს უდავოდ გაახარებს. “ხოლო უნიკალური სათამაშო ადგილები, თავისი ჯერ არნახული გრაფიკით, საერთოდ გააოგნებს ჩვენს ერთგულ მოთამაშეებს.” – აღნიშნავს იერლი.
სიუჟეტი ვითარდება 2047 წელს. მთავარი გმირს Cell Corporation-ის საშინელი გეგმების გაგების შემდგომ, სურს მათ გაუმკლავდეს. ისინი ქმნიან აკრძალულ Nanodomes ზონებს, რათა ხელში ჩაიგდონ ტექნოლოგიები, ხოლო მათი საბოლოო მიზანია მართონ მთელი მსოფლიო. მოსახლეობას კი ეუბნებიან, რომ ეს მშენებლობები კეთდება მათ დასაცავად უცხოპლანეტელებისგან. ჩვენ კი მოთამაშეებმა უნდა გავანადგუროთ ყველა ვინც გზაზე გადაგვეღობება, იქნება ეს უცხოპლანეტელი თუ კორპორაციის ადამიანები.

თუ თქვენ უკვე მზად ხართ დაიწყოთ ყველაზე საშიში ნადირობა, მაშინ უკვე შეგიძლიათ გააფორმოთ Crysis 3 Hunter Edition შეკვეთა, იუწყება Crytek-ი. თამაშში თქვენ მიიღებთ ყველაფერ აუცილებელს, რათა გახდეთ იდეალური მონადირე თამაშის კოლექტიურ რეჟიმში: სწრაფი წვდომა კომპოზიტიურ მშვილდის ისარზე და მის აქსესუარებზე. მოდული Hunter არის გმირის ნანო კოსტუმის ფუნქციონალური შესაძლებლობებისა და ენერგო მარაგის გაფართოებისათვის. წინასწარი შეკვეთის გაფორმებით თქვენ დამატებით მიიღებთ მშვილდის გაფორმებებს, გამოცდილების ქულების უცბად დაგროვებას მეხუთე დონემდე. შეკვეთა შესაძლებელია Origin.com-ზე.
გთავაზობთ შესაძლებელ დამატებებს, რომლებსაც მიიღებს გარკვეულ მაღაზიებთან წინასწარი შეკვეთით:
Stalker Pack-ი მოიცავს ძირითად თამაშს, Hunter Edition-ის კომპლექს. ასევე ადრეული წვდომა სასიკვდილო ნახევრადავტომატურ Jackal-ზე, რომელიც არაჩვეულებრივია ახლო ბრძოლისთვის.
Overkill Pack-ი მოიცავს ძირითად თამაშს, Hunter Edition-ის კომპლექსი, Typhoon-ს, რომელიც ისვრის 500-ზე მეტ ტყვიას წუთში.

Predator Pack-ი მოიცავს ძირითად თამაშს, Hunter Edition-ის პაკეტი, ადრეული წვდომა ნახევრადავტომატზე Feline, რომელსაც აქვს 60 ტყვიანი აბოიმა.
თამაში გამოვა 2013 წელს და მისი თამაში შესაძლებელი იქნება ყველა კონსოლზე Xbox 360,PlayStation 3 და მათ შორის PC-ზე.
This post has been edited by sTrSandro on 26 Apr 2012, 10:52