არაა მოპარული... როგორც ვიცი ბრაზილიაში უკვე შესაძლებელია მაღაზიებში ამ თამაშის პს3-ის დისის ყიდვა... სხვა დანარჩენი ქვეყნებისათვის და სტიმზეს 27 რიცხვი რჩება რეალიზის დღედ... ეს ვიდეოებიც რომლებივც იდება ხშირ შემთხვევაში მალევე იშლება რადგან ისედაც ბევრ სპოილერებს კიდევ არ დაემატოს და საერთოდ უინტერესო არ გახდეს თამაში...
ერთი კვირა დარჩა და ვნახავთ რა არის ასეთი... ჩემი აზრით ნამდვილად გადამეტებული მოლოდინი აქვს ხალხს... თუმცა იმედი მაქვს ვცდები და მართლა ერთ ერთის საუკეთესო თამაში იქნება... უბრალოდ იმდენი პრე-ორდერებია დარიგებული, რეკლამაში იმდენი ფული დაიხარჯა და იმდენი ხალხი ელოდება მოუთმენლად რომ მეც რაღაცნაირად მომინდა თამაში...

არადა აქამდე გულგრილად ვიყავი განწყობილი... თან ეხლა გავარკვიე რომ სრული რუსული ლოკალიზაციაც იქნებაო...
პს: უკვე არაერთგან წავაწყდი აზრს იმის შესახებ რომ GTA 5 ის ღირსეული კონკურენტი არის ვითომ ეს თამაში... ვნახოთ...