სირობააო მხოლოდ ისინი ამბობენ, ვისაც კომპმა არ გაუქაჩა ან სულ სხვა რამეს ელოდნენ (GTA 5 მკვლელი და ა.შ)
თამაში გამოვიდა ძალიან კარგი და თავისებურ სტილში (არა ჯეტეას მკვლელი/ჯეტეა ან რამე) , აქვს ბევრი მინუსი (მაგალითად ტრანსპორტის ფიზიკაც) მაგრამ ადვილად ეჩვევი 1-2 საათში და მერე ძალიან მაგარი კაიფი მოაქვს.
ქალაქი დიდია, კონტენტით სავსე და გასართობიც ბევრია. სთორის არაუშავს, მაგარი მისიებია და კარგი სტელსი.
გრაფიკას რაც შეეხება, E3 2012-თან შედარებით შეცვლილი აქვს გამმა და განათება , ამიტომ ცოტა სხვანაირად გამოიყურება და ოდნავ უკლია . მაგრამ დინამიკაში ძალიან კარგად გამოიყურება თამაში საერთო ჯამში, განსაკუთრებით ღამით.
8/10 იქნება რა დაახლოებით. მეორე ნაწილს როგორც ასასინს ისე დახვეწავენ უბიკები და დაიწყება კონვეერი

პ.ს ოპტიმიზაცია მართლა ძალიან ცუდი აქვს პც-ზე, ტოპ კომპიუტერებზეც კი ლაგავს