ეხლა დავიწყე და მართლა დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ რა... რაის ბრაზერჰუდი ან რეველეიშენსი... ფაქტიურად სულ სხვა თამაშია (ჯერჯერობით უკეთესი ვიდრე სერიის წინა ნაწილები).
ჩემი აზრით გაცილებით უფრო კარგი ანიმაციის, გრაფიკის და გეიმფლეის მქონე თამაშია ეს... დეტალიზაციაც უფრო მაღალ დონეზეა (სახლების "დაძველება", უფრო დახვეწილი შიდა ინტერიერები (ჯერ მარტო ოპერის თეატრი რად ღირდა?), ქუჩაში მოხეტიალე ძაღლები, კატები, ვირთხები - ეს ყველაფერი თავისებურ ატმოსფეროს სძენს გარემოს)... მოკლედ ბრავო! ვატყობ რომ ერთი ორი კვირა კაი გართობა გარანტირებული მაქვს!