
გამაჭედინა ამ თამაშმა ამ სიტყვის ყველაზე დადებითი გაგებით.
კარგა ხანია ასეთი სიამოვნება არ მიმიღია თამაშებისგან.
სად ვიყავი აქამდე
ჯერ არ ვიცი კიდევ რას შემომთავაზებს თამაშის ისტორია, მაგრამ დამატებითმა დავალებებმა completionist-ი გამხადა.
როგორც წესი თავიდან თამაშს რომ ვიწყებ, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად შევასრულო ყველა დამატებითი დავალება, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში მბეზრდება ეს ზედმეტი და ხშირად არაფრისმომცემი ბოდიალი და მარტო მთავარ ისტორიას მივყვები ხოლმე. (ის მთავარიც თუ მივიყვანე ბოლომდე, ხომ კარგი

)
უბისოფტის რამდენიმე ძველი თამაში იყო გამონაკლისი ამ მხრივ სადაც 85-95% ზე დავხურე და ახლა ამ თამაშმა ჩამითრია ასე ძალიან.
16 საათი და 45 წუთი დავუთმე უკვე თამაშისს 31%-ის გასვლას და ჯერ Jeet's-ების ტერიტორიის იქით არც გამიხედავს. (ოღონდ უკვე ეს ტერიტორია მთლიანად 100% გავწმინდე

)
მოკლედ ისე მომწონს Mad Max-ის სამყაროში სეირნობა, რომ ალბათ არ მინდა მალე დასრულდეს და მაქსიმალურად ვწელავ დროს

წავედი Gutgash-ის ჯერი დადგა და ნელ-ნელა მთავარ ისტორიასაც გავაგრძელებ.
იმედია თამაშის ბოლომდე გამყვება ეს ,,მუღამი".
თუ არ დამავიწყდა/დამეზარა, თამაშის ბოლოსაც დავწერ ჩემს აზრს.
პ.ს. ამ შთაბეჭდილების შექმნა საწყალმა GTX 650 - მა (1GB) მოახერხა (FULL HD, დაბალ და საშუალო გრაფიკაზე მათამაშა 45+ FPS). ალბათ მონსტრი ვიდეო ბარათი რომ მქონდეს სულ გამაგიჟებდა.