თითქმის დავხურე ( გაითიშა, როგორც ყოველთვის და აქ დავწერ ბარემ, დახურვამდე მაგ თამაშზე )
ყველაზე დიდი შეცდომა, რათ ამათ დაუშვეს ის იყო, რომ მაფიას სერიას დაუკავშირეს - მაფიის გარდა ყველაფერია, ეს თამაში.
თუმცა, როგორც წყალს ატანენ, ისეთი საშინელებაც არ არის.
1. მანქანის ტარების სიმულაცია ძალიან მომეწონა.
2. ქალაქის დეტალები მომეწონა, ძალიან მაგრად არის გააზრებული 60-70_იანების ნიუ ორლეანი.
3. პოლიცია ცალკე.
ზანგი, რომ ჩაივლის, მაინცდამაინც იმას რომ აქცევენ ყურადღებას.
ზოგ რაიონში, მალე, რომ მოდიან - ზოგში კიდე საერთოდ არა.
ღარიბ რაიონებში მალე, რომ იკიდებენ ძებნას, მდიდრულ რაიონებში კი კარგა ხანს, რომ გეძებენ.
იმაზე მეცინება "ქილერებმა" შემომიტიეს და პოლიციამ, აქეთ დამიწყო სროლა
4. პერსონაჟების მრავალფეროვნება. მაგრად არიან განვითარებულები.
კასანდრას მოკვლა ყოველ ჯერზე მინდა.
ბერკი კიდე მეცოდება სულ.
ბოსები, რომლებიც უნდა მოკლა - კარგად არიან გადმოცემულები.
5. რა თქმა უნდა ყველაზე დიდი პლიუსი - საუნდტრეკი - აი, საოცრება მუსიკალური ფონი აქვს ამ თამაშს.
მინუსებში რა თქმა უნდა, საშინელი ბაგები, ყველაზე საშინელი ოპტიმიზაცია, რაც კი მინახავს - და ვიტოს რა უქნეს ვერ გავიგე - მაფია ორში სხვა ტიპი იყო საერთოდ