SuperVisor: "MichiniO egre rato ar gevaseba ? asaulti ?"
Michinio 100% გეთანხმები!!!
SuperVisor - შევეცდები მიგახვედრო რატო არ ვარგა ეგ რუკა... პრინციპში ყველა დამწყებს ევასება assoult-ი რიგი მიზეზების გამო:
1- უპირველეს ყოვლისა იმიტო თამაშობენ მაგას, რომ ელემენტერულად არ იციან სხვა რუკების ესე ვთქვათ "ხოდები", ანუ იკარგებიან... ამ მხრივ assoult-ი მათთვის ადვილია.. არავის ძებნა არ გინდა ყველა ტერორისტი ბუნკერშია მიდი და მოკალი.. ან რათგინდა ვინმეს ძებნა ბუნკერში ზიხარ (ტერორისტი) ელოდები და თვითონ მოვლენ სპეცნაზელები... (როცა მასეთ ადამიანს უხსენებ მაგალითად ისეთ რუკას როგორიცაა aztec, ან მითუმეტეს Train.. თვალები ყალყზე უდგებათ და იძახიან რაღაც ამდაგვარს: " აუ არ ვიცი ეგ რუკა ტო.. დიდია და დავიკარგები... ".. ამდაგვარები.)
2 - მათთვის არანაირი მნიშვნელობა არააქ ისეთ მცნებას როგორიცაა გუნდური თამაში... ჯერ იმდენი არ იციან რო ერთმანეთს ზურგი გაუმაგრონ ან პოზიციებზე ითამაშონ... რაც მაგალითად ჩემთვის მიუღებელია.
3- assoult-ი როგორც ასეთი არის ისეთი გაუწონასწორებელი რუკა რო მეტი არ შეიძლება. ანუ მე გეუბნები რო 4 ჩემი გუნდელი/კლანელი (რომლებთანაც მე გუნდური თამაში შემიძლია), ჩავჯდებით ტერორისტებში იმ ბუნკერში და კაციშვილი ვერ შემოსუნავს იქ... თუ გინდა 10 კაცი დაგვესიონ. ანუ მე რისი თქმა მინდა , რუკა უნდა იყოს იმდენად თნაბარი რო 4x4 ან 5x5- ზე თამაშისას არც ტერორისტებს ქონდეთ უპირატესობა და არც კონტრებს. ამ შემთხვევაში კი ეს მკვეთრად დარღვეულია.
საერთოდ გაუწონასწორლობით გამოირჩევა ყველა cs რუკა!
4- საერთოდ ქაუნთერი ტაქტიკური თამაშია, assault-ზე კიდე სულ ერთი და იგივე ხდება.. ზიან ბუნკერში... კონტრები შერბიან იხოცებიან და ყველაფერი თავიდან იწყება.. ისევ გარბიან თავქუდმოგლეჯილები ბუნკერისკენ.. შეაგდებენ რამეს.. უაზროდ... შერბიან, ხვდებიან ჯვარედინა ცეცხლში და იხოცებიან.. და ისევ...
5..6.. და ასე შემდეგ (მე კიდე არ მითქვია კაი რუკების უპირატესობები რომელთა შექმაზევ 1000-ობით წვრილმანი გათვლაა გაკეთებული- თუ გაინტერესებთ ვიტყვი

) )