ეგენი უნდა აკეთო მხოლოდ კაიფის გულისთვის (მაგალითად შეხვალ კლუბში სადაც ხშირად დადიხარ.. ჩააყენებ და ითამაშებთ სასტავი), ამ პონტში მაშინ უნდა გააკეთო რამე თბილისის ნაცნობი ადგილი/სახლი/დაწესებულება/ბაღი. რო ხალხმა იკაიფოს.. ეხლა მაგალითად რო შემეძლოს გავაკეთებდი სამედიცინოს (იქ ვსწავლობ და...) სამ კორპუსს დეტალურად, ჩავჯდებოდით და ერთ-ორ ლექტორის კაბინეტში კაი ბომბასაც დავდებდით

.
ან ყველამ რო იცის ისეთი ადგილი უნდა გააკეთო, უნივერმაღი... ვაკის/ვერის პარკი ან რამე -ამ შემთხვევაში უფრო ბევრი ითამაშებს. მარა ამ ყველაფრის გაკეთებისას მარტო ტექსტურები და გარემო კი არ უნდა დახვეწო/მიამსგავსო, არამედ სათამაშო/საომარი მხრიდანაც უნდა გაათანაბრო რუკა.
მანდ ისეთ რამეებს ითვლიან მაგალითად რო გაჩნდე/დაიბადო და ეგრევე გაიქცე მოწინააღმდეგეს (რომელიც ასევე ეგრევე გამოიქცა) სად რა წერტილში შეხვდები ექნება იმას იმ წერტილში სადმე მოფარების საშუალება (უპირატესობა) თუ შენ გექნება... სად სავარაუდოდ სად გაიმართება ხოლმე შეტაკებები (რათა გათანაბრდეს შესაფარებელი ბლოკების განლაგება)... და რავი ბლომად რაღაცაა რა რასაც პროფესიონალები აქცევენ ყურადღებას... თუ რიკა არ არის ორივე მხარისთვის თანაბრად ძნელი/იოლი სათამაშო მასეთ რუკას პოპულარობა არუწერია (გამონაკლისია assoult რომელსაც მიუხედავად აბსურდულობისა თავიდან ყველა ფინაჩი მაინც თამაშობს. ამ რუკაზე სხვა ტოპიკში მაქ ნალაპარაკევი).
რავიცი თუ ვინმე მაღალი დონის რუკას შექმნის ვინიცის ეგება ჩემპიონატებზეც ვითამაშოთ

)
!!! ხალხო მძევლებიანი რუკები ეგრევე განძირულია ვიწრო წრისთვის. დონე გუნდები არცერთ ვარიანტში არ ითამაშებენ მაგას (ან ითამაშებენ მხოლოდ გართობის მიზნით)... ამიტომ თუ რამე ძაან მაგარის გაკეთებას შეძლებთ ჯობია ის de(ბომბის დასადებიანი) უკა იყოს. დამიჯერეთ ეგრეა.
სორრი, დიდი წერილი გამომივიდა.