გუშინ დავასრულე ეპილოგი...
ერთი რამე უდაოა, ამ თამაშს ყველაზე ეპიკური, ემოციური და რეალისტური სიუჟეტი აქვს (ნუ თამაშის კვალობაზე რა თქმა უნდა) ამ ინდუსტრიაში. ბოლოს ლამის ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი სცენარისტებს.
არა, ზოგადად როკსტარს კარგი სცენარისტები ჰყავთ, მაგრამ აქამდე ისინი ძირითადად სოციალური სატირით გამოირჩეოდნენ. და ამის ფონზე ასეთი სერიოზულობა, ტრაგიზმი და ჰუმანიზმი მათგან ცოტა გასაკვირი აღმოჩნდა ჩემთვის (რა თქმა უნდა სასიამოვნოდ გასაკვირი).
ბრავო სცენარისტებს!

მათ პირველად შეძლეს ჩემში ბანდიტებისა და მკვლელების მიმართ სიმპატიის და თანაგრძნობის აღძვრა (ხო არც Godfather-ის და არც Scarface-ის პერსონაჟები ჩემში თანაგრძნობას არ იწვევდნენ, იმის მიუხედავად, რომ თავად ფილმები ნამდვილ შედევრებად მიმაჩნია).
თამაშში ველური დასავლეთის არსი და ატმოსფერო მაქსიმალური რეალიზმითა და ყოველგვარი შელამაზების გარეშეა გადმოცემული. არის იუმორიც, თუმცა მოკრძალებული დოზით და გემოვნებით გამოყენებული.
ეს არის საოცარი, გენიალური და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თამაში რაც კი ოდესმე გამოსულა, ხოლო არტურ მორგანი კი ყველაზე სრულყოფილად ფორმირებული, ღრმა და ხორცშესხმული (fleshed out) პერსონაჟი თამაშების ინდუსტრიაში! აი თითქმის მაგარი ფილმის მაგარი პერსონაჟის დონეზეა ტიპი, მართლა რეალური ადამიანი გგონია რომ ადევნებ მის ცხოვრებას თვალს
ზოგადად Red Dead Redemption 2 უკვე სცდება უბრალოდ თამაშის განზომილებას, ეს ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია.
კი თამაშს აქვს თავისი ნაკლოვანებები, მაგრამ ამ ნაკლოვანებებზე უკვე დავწერე და აღარ განვმეორდები, რადგან ზოგადმა ატმოსფერომ, სამყარომ, დეველოპერების მიერ დეტალებში ჩაქსოვილმა ჯაფამ და რაც მთავარია ამაღელვებელმა სიუჟეტმა ჩემს თვალში მაგრად გადასწონა ყველა ეს მინუსი.
ჩემი საბოლოო შეფასება: 8.9/10
პ.ს. ეს პირველი თამაშია, რომელმაც პრაქტიკულად ცრემლებამდე მიმიყვანა (კინოებზე მემართება ხოლმე, მაგრამ თამაშმა პირველად მიქნა ესე

).
This post has been edited by Gioma771 on 28 Dec 2019, 14:44