სნუპ დოგინუ ჯერ 3 საათი ვითამაშე სულ მარა ძაან ბევრი წვრილმანი რაღაცა როა არ მომწონს უნდა წახვიდე და იბანაო და თავი დაიბანო და მარცხენა ხელი და მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი და მარჯვენა ფეხი.

ცოტა არ ჭამო გახდები ბევრი არ ჭამო გასუქდები ცხენი გაწმინდე არ იყოს ჭუჭყიანი მოეფერე აჭამე. სულ ეგერთი რაღაცეებია.
კიდე ორი მისია დავკარგე იმის გამო რო იარაღი მეჭირა ხელში და რო დაელაპარაკო L2 უნდა დააჭირო და თუ იარაღი გიჭირავს იარაღს უმიზნებ და გარბიან და ვეღარ ელაპარაკები.
ერთგან კიდე ვიღაც გოგო უნდა წამეყვანა სადღაც და ცხენი არ მყავდა წავედი ჩემ ცხენთან იმიტო რო რო დაუსტევნ სტვენის ხმა თუ არ გაიგო ვერ მოდის

ისეთ მანძილზე უნდა იყო ცხენთან რო სტვენის ხმა ისმოდეს წავედი მოვიყვანე ის ცხენი და ის გოგო იქ აღარ დამხვდა ეხლა არ ვიცი კიდე შემხვდება ეგ მისია თუ დაიკარგა სამუდამოდ.
კიდე თუ ცივა თბილად უდნა ჩაიცვა თუ ცხელა გრილად უნდა ჩაიცვა. ვინმე თუ მოკალი სამყაროში ნებისმიერ ადგილას უნდა წაიღო და გვამი სადმე გადამალო თორე გამოძიებას დაიწყებენ მერე ვინმემ თუ დაგინახა კიდე დაედევნო და გააჩუმო.
ეს მომეწონა რო სანამ წვიმა მოვა ჯერ იღრუბლება.
This post has been edited by Snes on 27 Oct 2018, 16:10