მოკლედ წინა გვერდებზე დამიწერია რომ i7 პროცესორი მაქვს, არადა AMD პროცესორი მიყენია

:ალცჰაიმერ:
ესე იგი ჩემი კომპის მონაცემებია:
AMD Ryzen 7 1800x eight-core processor, 3.60 GHz
Nvidia GeForce GTX 1080
16 GB RAM
ძალიან ბევრს მსოფლიოში არა უბრალოდ დაბალ fps-თან აქვს პრობლემა, არამედ საერთოდ თამაშის გაშვება უჭირთ. ხშირად ჩივიან ვინდოუსში გავარდნაზეც. მე საბედნიეროდ თამაშის სტაბილურობასთან დაკავშირებით საერთოდ არ შემქმნია პრობლემა, გუშინ თითქმის 4 საათი გადაბმულად ვუბერავდი და არაფერი... ალბათ AMD პროცესორი მოსწონს RDR2-ს

(ასევე დაილოცოს ამ ვინდოუსის დამყენებელი, კარგი ხელი ჰქონია

).
გუშინ ის 2 გეგაბაიტიანი update-იც დავაყენე, მაგრამ არანაირი ცვლილება არ მიგრძვნია.
Water quality medium-ზე დავაყენე და ამის მერე 35 საშუალო fps სტაბილურად მაქვს (ბენჩმარკის მიხედვით), რეზოლუცია რა თქმა უნდა ისევ 4k მიყენია.
მოკლედ, იმისთვის რომ 4k-ზე 60 fps მიიღოთ, ბაზარზე არსებული საუკეთესო და ყველაზე ძვირი hardware არის საჭირო.
მე როგორც ხედავთ საკმაოდ მაღალი მონაცემების კომპი მაქვს, მაგრამ 35 საშუალო fps არის ამისი პატალოკი (ისიც რაღაც ეფექტების დაწევის ხარჯზე).
გაისად PS5 და Xbox-ის შემდეგი კონსოლი 4k 60 fps-იან გეიმინგს გვპირდებიან (თავის 2 ტერაბაიტიანი SSD დისკებით) და თუ ფასი $500-ზე მეტი არ იქნება, ნამდვილად ღირს იმ კონსოლების დათრევა
This post has been edited by Gioma771 on 8 Nov 2019, 18:32