david_888ბეტაზე მეხუთე ძალიან მომეწონა, ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ ეხლა ძალიან სხვა ნაირია.
რეალურად რთულია ხალხის შემჩნევა და პირველთან შედარებით მალე კვდები, პლიუს რეალური ბრძოლის დისტანცია გაზარდეს და ახლო ბრძოლები საერთოდ გაბანძებულია. პირველში სნაიპერი თუ გაიჩითებოდა ვთქვათ და შენ გქონდა საფანტის თოფი, გადაირბენდი გადმოირბენდი, მიხვიდოდი ახლოს და მოკლავდი. აქ თითქმის შეუძლებელია ეგეთი რამ, იმიტომ რომ მალე კვდები ძაან, შორიდანვე გხსნიან. როგორც ზევით ავღნიშნე თვითონ თამაში გიბიძგებს "კემპერობისკენ", მართალია რეალობასთან მიახლოვებულია ეგ, მაგრამ ასეთი ტიპის თამაშისთვის არაა კარგი.
ისიც ძალიან ცუდია რომ ყველა იარაღზე ყენდება ყველანაირი სამიზნე. პირველში ყველა კლასი რაღაც ფუნქციას ითავსებდა, აქ კიდევ ყველა კლასით გაქვს რაღაც იარაღი რომ ნებისმიერ დისტანციაზე იყო ეფექტური. ასევე თვითონ იარაღებიც. პირველში ყველა კლასის პირველივე რანგის იარაღი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, აქ კიდე რეალურად უნდა გაქაჩო იარაღები, მერე სპეციალიზაცია და რაღაც მსგავსები და შეიძლება რამე გამოვიდეს.
რეალურად იმაზეა გათვლილი რომ ბევრი ითამაშო ან თუ ეგ არ გინდა გადაიხადო.
ანუ ფულს იხდი თამაშში რომ ითამაშო და მერე იმაში რომ ცოტა ითამაშო

ლოღიკა?!