ვიცი კაციშვილი არ დაპოსტავს, მაგრამ ისეთი თამაშია რომ ერთი მიგდებული თემა მაინც უნდა ჰქონდეს :D
(IMG:
https://img.forum.ge/JCijjiWWiJa6S.jpg)
დეველოპერი - Ninja Theory
ჟანრი - Action Adventure
პლათფორმები - Microsoft Windows; PlayStation 4; Xbox One; Nintendo Switch
გამოშვების თარიღი - Windows, PlayStation 4 - August 8, 2017; Xbox One - April 11, 2018; Nintendo Switch - April 11, 2019
შეიძლება ბევრს ნათამაშები გაქვთ, ვისაც არ გიცდიათ აუცილებლად ცადეთ. შექმნილია პატარა ოცკაციანი ჯგუფის მიერ. ამ ინდი ჯგუფმა ისეთი თამაში დადო, რომ AAA თამაშებსაც კი დავუყენებდი გვერდით. პირველივე წამებიდან სასიამოვნოდ გამაკვირვა ვიზუალმაც, გეიმფლეიმაც, კომბატმაც, საუნდ ეფექტები ხომ საერთოდ ცალკე სიამოვნებაა. თამაშის ინსპირაცია არის სკანდინავიური და კელტური მითოლოგია.
მთავარი გმირია გოგო სახელად სენუა. როგორც მივხვდი თამაშში მიმდინარე პროცესები, შავბნელი გარემო, შინაგანი ხმები, ეგ ყველაფერი არის anxiety-ით და ფსიქოზით ტანჯული ადამიანის გზა, რომელიც ამ შემთხვევაში კელტურ-სკანდინავიური მითოლოგის სახითაა გადმოცემული. პატარა თამაშია, ბოლომდე არ გავსულვარ, მაგრამ რაც ვითამაშე ძალიან მომეწონა და მინდოდა გამეზიარებინა.
თამაშში რა თქმა უნდა არის ორთაბრძოლები და ბოსფაითები, მაგრამ გეიმფლეის ნახევარი არის მინიშნებების ძიება, კარიბჭეების გაღება და მსგავსი თავსატეხები. ასე რომ ვინც ნონსტოპ ჰარდქორ ჩეხვას ან სლეშერს ელოდებით იმედი გაგიცრუვდებათ. მაგრამ როცა ბრძოლა მოგიწევთ გაწბილებული არ დარჩებით.
This post has been edited by KickOff on 3 Oct 2020, 01:26