მე BF3-ის მერე არ მითამაშია და ვინც ჩემნაირი ჩაინიკია ამ თამაშში ეს პოსტი გამოადგება.

DMG-გასაგებია Damage 25 ნიშნავს რომ კორპუსში რომ გაარტყა 4 ტყვია გჭირდება 100% HP რომ გააცალო.
ROF-გასროლა წუთში. რაც მეტია მით უკეთესი ანუ რაც უფრო მეტ ტყვიას გაარტყამ მოწინააღმდეგეს და სწრაფად თავისთავად კარგია.
Mag-მჭიდში ვაზნების რაოდენობა.
Hipfire დამიზნების გარეშე სროლა. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი მით უფრო უკეთ ისვრის იარაღი დამიზნების გარეშე.
Precision - სიზუსტე ანუ ტყვიების შექუჩებულობა (кучность )
Control - რამდენად ადვილია იარაღის უკუცემის შეკავება
Mobility - რამდენად სწრაფად გადაადგილდები იარაღით.

ამ პანელზე პირველი გასაგებია რომ არის სროლის რეჟიმი.
მეორე 2.200 რომ წერია არის გადატენვის დრო წამებში.
მესამე არის ტყვიის სიჩქარე.
მეოთხე არის დამიზნების სისწრაფე 200 ანუ 0.2 წამი
მეოთხე x1.34 არის თავში რომ გაარტყამ რამხელა ზიანს აყენებ.


ამ მოცემულობიდან გამომდინარე ეს ორი იარაღი რომ შევადაროთ, (ორივე სტოკია ნაჩვენები)
თითქოს AK ჯობია, მეტი სიზუსტე და კონტროლი აქვს, ფაქტობრივად უკუცემა საერთოდ არ აქვს, ტყვიის სიჩქარე უფრო მაღალი აქვს ვიდრე M4a1-ს.
მაგრამ სინამდვილეში ახლო და საშუალო მანძილზე M4-ს ექნება უპირატესობა, ახლოს ადვილია Recoil-ის დაჭერა, უფრო მეტი Damage აქვს 25 vs 20 და უფრო სწრაფად ისვრის 900 vs 720 გასროლა წუთში.
ანუ ორმა მოთამაშემ ერთდროულად რომ დაიწყოს ერთმანეთის მიმართ სროლა M4იანი ტიპი უფრო სწრაფად კლავს.
სხვა შემთხვევაა შორი მანძილიდან სროლა სადაც Recoil-ის დაჭერა უფრო რთულია და Ak-ს უპირატესობა აქვს, უფრო ზუსტიცაა და ტყვიის სიჩქარეც მეტი აქვს

თუმცა M4-ზე გრძელი ლულის დაყენების შეთხვევაში ტყვიის სიჩქარე იზრდება და ხდება 787 და Ak-ს მეტი არაფრით ემატება.
კიდევ მნიშვნელოვანია ტყვიები

სტანდარტი - გასაგებია რომ სტანდარტულია
Penetration - მაღალი გამატანუნარინობის მქონე ტყვია, ერთადერთი იმ შემთხვევაში გვადგება როცა ორი მოწინააღმდეგე ერთმანეთის უკან დგას და ორივეს აზიანებ სროლისას??? B36A4-ის შემთხვევაში კონტროლს აგდებს დაბლა 2 ერთეულით და არ გვაწყობს დაყენება.
Holoow point - თავში გარტყმის შემთხვევაში აკეთებს x1.5 damage-ს სტანდარტული 1.34-ის მაგივრად.
Lightweight - მსუბუქი ტყვიები, Mobility - ს უმატებს 2 პოინტს.
Frangible - მსხვრევადი ტყვიები, როცა მაგით დაჭრი მოწინააღმდეგეს, სიცოცხლის აღდგენა ეწყება 2ჯერ მეტი დროის შემდეგ.
სინთეტიკური - თავში გარტყმის შემთხვევაში აკეთებს x1.75 damage-ს.
შაშხანებს და პომპებს კიდევ აქვს სხვა თავისი ტიპის ტყვიები
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...