მეც გაოცებული ვარ ბ.ვ. იმენა შეუდარებელია... Live for speed მევასებოდა და ესეც არ ჩამოუვარდება ნაღდად
მოკლედ, მაინტერესებს რამდენია თქვენი პირადი რეკორდები დრიფტში? youtube-ზე ვნახე 50 მილიონი აქვს ტიპს

გამოვშტერდი...
მე 2 დღეა რაც ვთამაშობ და 1 600 000 ავიღე

ონლაინში თამაშობთ ამას? ჰამაჩით არის ხო ალბათ პონტი?
ესეიგი მინდა ჩამოვწერო +ები და -ები
+ები:* ძალიან მაგარი გრაფიკა
* ფიზიკა თამაშში, ანუ კამაზს რო გაუძვრები გამოწეულ ტრუბაში და ბორბლებთან შეჯახება იგივე რო არ არის, როგორც ლაბავოი კედელთან
* შესაფერისი გაფორმება, დიზაინი და ა.შ.
* მართვა "არკადა" თამაშის კვალობაზე სასწაულად მიახლოებულია რეალობასთან (ნუ შეადარებთ სიმულატორებს, ტრეკმანიას, Live For Speed და ა.შ.)
* მანქანის დამტვრება (მთლად რეალური არ არის, მარა ძაან მაგრად არის გაკეთებული)
* დრიფტი - ასე ხარისხიანად გაკეთებული დრიფტი არ მინახავს თამაშში

* რბოლების მრავალფეროვნება ქვეყნების მიხედვით (იაპონია მეფეა)
* მანქანების მრავალფეროვნება (იაპონია აქაც მეფეა)
* თამაშის ჩატვირთვისას დეტალების ჩვენება, რეკორდები და ა.შ. (
ეს ინფო სად ვნახო ცალკე?)
* კომპიუტერის ინტელექტი, ანუ აშკარად ეტყობა სხვანაირად, რომ თამაშობს კომპიუტერი და არის ძნელი...
* დავიღალე წერით... მინუსები მაქვს კიდე დასაწერი...
-ები* საზიზღარი მენიუ, ფუნქციონალურობით,
* უაზრო კარიერა, ძაან ცუდად არის გაკეთებული...
* ფლეშბექები - ესეთი რაღაცეები არ მევასება მაგრად
* მუსიკის ნაკლებობა...
* მეტი... რავიცი ისეთი არაფერი მახსენდება...
მოკლედ ჩემი აზრი ასეთია. ამ თამაშს ნამდვილად ვერ დავარქმევთ სიმულატორს, ეს არის არკადა, რომელიც შექმნილია დიდებისთვის, ჩემმა ძმამ ითამაშა 2 წუთი მიაგდო ჯოისტიკი, ძმაკაცისთვის უნდა ჩამეწერა, რო ნახა გიჟი ხარ ამას რა მათამაშებსო... მოკლედ ეს თამაში არ არის ყველასათვის შექმნილი და [/B]თხოვნა მექნება... ნუ შეადარებთ ნურც ერთ სხვა თამაშს, განსაკუთრებით NFS-ის ახალ საბავშვო სერიებს, (Carbon, Pro Street ახალს არც მახსოვს რა ქვია) და მსგავს სლეობებს[/B] იმიტომ, რომ ეს შედარება იქნება ისეთივე უაზრო, როგორიც Fifa-ს და PES-ის შედარებაა

პესი არის დიდებისთვის ფიფა ბავშვებისთვის, ფიფა არის გაპაპსავებული და გაპიარებული პესი კიდევ იმენა იგროკებისთვის... ხოდა იგივე პონტია ალბათ გრიდზეც
ეხლა ცოტას დავამუღამებ და შემოგიერთდებით თუ ვინმე თამაშობთ ონლაინში...
მართლა სასწაულად მომეწონა და გონკები ესე არ მომწონებია არასდროს

მევასებოდა Collin Mcray Rally მარა ამან გამაოცა...
გისურვებთ წარმატებებს
This post has been edited by BakoLine on 4 Mar 2009, 12:00