კაროჩე მე არ ვატარებ მაგრამ ჩემს სერვერზე ტარდება ორგანიზატორები მეგობრები არიან
მოგესალმებით! მინდა გაცნობოთ, რომ კვირას 12:00 საათზე გაიმართება ჩემპიონატი დრაგ რეისინგში! ჩემპიონატი ჩატარდება მხოლოდ ერთ კლასში: TBO (XRT, RB4, FXO). მანქანას ირჩევთ თქვენ. ჩემპიონატი ჩატარდება Drag Strip ტრასაზე, სადაც წყვილები გაივლიან. წყვილებიდან გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგნაირად: მონაწილემ 2 ჯერ უნდა მოუგოს მოწინააღმდეგეს. ქულებიც შესაბამისად დაეწერება. თუ პირველი გასვლა მან მოიგო, ხოლო მეორე მოწინააღმდეგემ ანგარიში იქნება 1:1 და ჩატარდება დამატებითი რაუნდი, საიდანაც გამოვლინდება წყვილის გამარჯვებული. ეტაპები იქნება დამოკიდებული მონაწილეთა რიცხვზე. მაგალითად, თუ გამოვიდა 16 მონაწილე, 16 იდან შემდეგ ეტაპზე გადავა 8 საუკეთესო, შემდეგ 4 და შემდეგ ფინალური 2. შეგახსენებთ ეს იქნება დამოკიდებული მონაწილეთა რაოდენობაზე. რაც შეეხება წესებს. მწვანის ანთებამდე გამიზნულად მანქანისოდნავ მ იგორება უტოლდება დისკვალიფიკაციას. ფალსტარტის შემთხვევაში, ქულა მოწინააღმდეგეზე გადადის. აკრძალულია ყველასახის Tweak & Re
v limit-ერები! ასევე აკრძალულია სეტაფების გამოცვლა! ამ ყველაფერს გააკონტროლებს ჟიური! რაც შეეხება პრიზს! დაიწერება ემანის ექაუნთის ანგარიში და ვისაც სურვილი ექნება შეავსებს საპრიზო ფონდს რომელიც გამარჯვებულს მთლიანად გადაეცემა! ვისაც არ ექნება სურვილი, ნუ შეავსებს, ისე გამოვიდეს. როდესაც სერვერზე ყველა მოაწილე გამოცხადდება, სერვერს დაედება პაროლი, რომელიც ყველა მონაწილეს ეცოდინება. თუ ვინმე დისკვალიფიკაციას მიიღებს, ის გავარდება სერვერიდან და შეიცვლება პაროლიც, რომელიც კვლავ ყველა მონაწილეს ეცოდინება. სერვერზე იქნება სამი ორგანიზატორი და ჟიურის წევრი: დათო მონასელიძე, ლაშა შერმადინი და მე. ჟიურის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება! ახლა კი მონაწილეებო! ვინც გამოდიხართ, ძალიან გთხოვთ კომენტარებში თქვენი ნიკები დაწერეთ! ასევე თუ რამე შეკითხვა გექნებათ, გთხოვთ ყველაფერი ჩაატიეთ ერთ კომენტარში, რათა ცივილიზებულად და ადამიანურად ჩანდეს ყველაფერი! ეს ყველაფერი ტელეფონით ვწერე და ვიწვალე! იმედია დამიფასდება! დანარჩენი ინფო კიდევ დაემატება!
ესეც ფბ ლინკ შემოდით ჯგუფში
https://www.facebook.com/groups/20689167934...ookmark_t=group This post has been edited by dato97 on 29 Jul 2013, 10:18