Officialაქ მაინც არავინ არ კითხულობს მაგას. მოდერატორს მივწერე ეხლა და იმედია პირველ პოსტს ჩაასწორებენ. თორე ესე წარმოუდგენელია უკვე ყოველ 1 გვერდში 1000 ჯერ ერთიდაიგივე კითხვა ისმევა. რაც საკმაოდ დამღლელია...

თემის პირველი ნაწილი :
Live For SpeedLive for Speed ( LFS ) ეს არის რეისის სიმულატორი (
racing simulator ), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან : Scawen Roberts ( ფიზიკა - ენჯინი ), Eric Bailey ( ტრასები და მანქანები ) და Victor van Vlaardingen ( მუსიკა, ვებსაიტი, რეალიზაცია ). Scawen Roberts, Eric Bailey - ორივე წარმოშობით - დიდი ბრიტანეთი ( ინგლისი ) და Victor van Vlaardingen ( ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში, ( multiplayer ) რაც მომავალში მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ( single player - ის ) რეისებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი ( საკუთარი ) საუკეთესო ტრასის დრო ( იგივე hotlap ), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს ( დაფიქსირდეს )
lfsworld.net - ზე hotlap - ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში.
LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (
lfs.net ) მაგრამ unlocking ყველა მახასიათებლის გახსნა ( მანქანების და ტრასების ) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე, როგორც შეზღუდული დემო ვერსია ( feature - limited demo ). demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი ტრასის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები : – XRG, XFG, FBM. ტრასა – Blacwood GP.
Releases ( რეალიზები )თამაში განკუთვნილია და დაყოფილია სამ ნაწილად: S1 ლიცენზია ( Stage 1 ), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია ( უკვე 3 წელიწადია ). ყოველ შემდგომ ( მომავალ ) ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და ტრასების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რიცხვის დაკავშირება სერვერთან.
მთლიანი კომერციული სამუშაო LFS S2 - ის (
alpha ვერსა ), დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch - ი კი გამოვიდა 17 ივნისს, 2011 წელს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის ( S2 - ი ლიცენზიის გარდა ) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები.
Simulation ( სიმულაცია )ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია კარგი ფიზიკის მქონე ძრავა (
Physics engine ) რომელიც აღჭურვილია : – საბურავების სიმულაციის, შეჩერების, აეროდინამკის, ტრანსმისიის – რამოდენიმე გადაცემათა კოლოფის ტიპის, კონუსის გადახურების, მანქანის დაზიანეისა და ძრავის გაფუჭების სისტემით. საბურავების მოდელი აღჭურვილია ; დინამიური მართვით, ბორბლების ნაკვალევის დატოვებით და დეფორმირების მიღებით.
Gameplay ( სათამაშო სიუჟეტი )LFS - ის მახასიათებლები მხარს უჭერენ : საჭეებს (
Steering Wheels ), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და
Game pad – ( ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის ).
რეისი ან უნდა დასრულდეს, რამოდენიმე წრის შემდეგ, ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა და საბურავების გამოცვლა გარაჟებში და შუა რეისის დროს ( pit stops ) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. გარაჟის შესახვევში ( Pit lane ) დაშვებილია სიჩქარე 80 km/h ( 50 mph ) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილებისას ძალაში შევა ჯარიმების მსგავსი ქულები, რომელიც ასევე ჩანს რეალურ ავტოსპორტში, შეჩერება და წასვლა, ანდა საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რეისის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი, ან კვალიფიკაციის შედეგების ადრეული მოხსნა.
სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მართვის მახასიათებლების გაეცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ საგნებს, როგორებიცაა : მოხვევის, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა, რომ ჩააბაროს ( გაიაროს ) ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, დასახული მიზნების სწორედ გაკეთებით. გაკვეთილები დაწყობილია, როგორც კომპლექტები. თითოეული მანქანის თანმიმდევრობა – ნელიდან სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში.
Cars ( მანქანები )S2 - ი ლიცენზიის ( release ) დასრულებული ვერსია, გთავაზობთ სულ 21 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობს დამწყები მოთამაშისთვის უფრო შესაფერის მოდელებზე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100
hp ( ცხენისძალიდან ) და დამთავრებული 700 hp - მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, GT DTM - ის მსგავსი რეისის მანქანები და ასევე გამოყენებული ყოფილი JGTC - სერიის რეალური სამგზავრო მანქანები. მიუხედავად იმისა, რომ LFS - ის სარჩევი ( მანქანების არჩევანი ) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მათ ასევე ჰყავთ ხუთი რეალური ოფიციალურად ლიცენზირებული ავტომობილები.
BMW Sauber F1.06Formula BMWFormula SAESports carVolkswagen SciroccoTracks ( ტრასები )LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი ტრასის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე. სემდეგი მათგანი იამაიკურ გარემოში ( Jamaican surroundings ). კიდევ ერთი ტრასა კი კიოტოსთან ახლოს ( Kyoto, Japan ). თითოეულ მათგანს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე აგრეთვე შესაძლებელია უკუღმა სიარულის ( drive in reversed ) დაყენება ( დაკონფიგურება ). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი ( rallycross ) ტიპის ტრასები. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები ( layouts ), კონუსების და სხვა ობიექტების ( autocross editor ) რედაქტორის გამოყენებით. ორი ( ცარიელი ) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას ამგვარი სქემები.
Intel Racing Tour and V1 ChampionshipLFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour- ს,რადგან ამის შემდეგ
BMW Sauber F1 - ი დაინერგა თამაშში.
LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის ( the United KingdomTV ) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე. წ. V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა : დიდი ბრიტანეთის რეისის ნიჭიერი მძღოლი ( racing driver talent ). LFS გამოყენებული იქნება, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს ( V1 Championship ), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport - ში.
მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS - მა შეიძინა
Formula BMW ( მანქანის ) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მანქანის მოდელირებაში ( მანქანის თამაშში გადასატანდ ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს ტრასა
Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და ეს ტრასა გამოცხადდება S3 - ი ლიცენზიის ნაწილად.
Rockingham Motor Speedway
Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco ( Leipzig თამაშები VW Scirocco - ს კონვენცია 2008 წელს )
LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen - ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ თამაშში
Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco - ს მანქანას. Scirocco - ს დასრულება Live For Speed - ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბერამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი ფაჩი და თავად Scirocco, აიძულებენ LFS - ის გუნდს, რომ გადამუშავების სისტემა შეჩერდეს.
LFSWorldLFS - ს აერთიანებს LFSWorld.net - ი, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური ( statistics ) მონაცემების საიტი და მონაცემთა ბაზა online რეჟიმში skin - ების მხარდაჭერით. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის : – დრო, წრეების რიცხვი, მანძილის გავლა და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია, თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მომხმარებლებს, შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. ის აგრეთვე მოიცავს მონაცემთა ბაზის საზოგადოებრივი ჩამოყალიბების გუნდს. გარდა ამისა, არის ოფიციალური მსოფლიო რეკორდი ( official world record lap ) წრის და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეგეძლებათ ატვირტოთ თქვენი საუკეთესო დროები იგივე ( hotlaps ), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და ტრასას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin - ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დასჭირდება სხვა მოთამაშეებისათვის.
Reviews and awards ( მიმოხილვები და ჯილდოები )PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle - ის მიერ Live for Speed S1 გამოიწვია 89 % შეფასების გაცება და განაცხადა, რომ : LFS - ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს ( “A very strong simulation that offers fun and a high level of realism” ).
Justin Kranzl – მან კომპიუტერული ჟურნალში (
APC magazine ) S1 დასრულებას უწოდა : საუკეთესო PC რეისის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა ( “the best PC racing simulator ever” ).
Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1 - ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92 / 100 და თქვა: ( “Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop” ).
Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება ; განაცხადა, რომ : ( “Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played” ).
2005 წელს AutoSimSport - ის ჟურნალმა LFS გადასცა მათი საუკეთესო სიმულატორის ( “Best simulation” ) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცეს, რადგან LFS მიეღო შემდეგი ჯილოდები.
BHM “Game of the year” award
BHM “Best multiplayer” award
BHM “Best physics” award
Game Screens - თამაშის სქრინები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Game Videos - ვიდეოები :» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ალბათ ყველამ იცით, რომ ავტო სიმულატორები საკამოდ იშვიათად გამოდის, რადგან მსგავსი ტიპის თამაშები საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ისეთი თამაშის შექმნა როგორიც არის LFS საჭიროებს : ჯოჯეხეთურად დიდ დროს, თავდაუზოგავ შრომას და საკმაოდ დიდ ფინანსებს, რაც სიმულატორების შემქმნელებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ. სწორედ ამიტომ მოთამაშებს გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი ამად ღირს

ბევრს არ ვისაუბრებ და გეტყვით, რომ 45 დღის წინ გამოვიდა თამაშის ბოლო ვერსია. ეს არის Live For Speed 0.6E რომელიც გამოვიადა 2012 წლის, 30 ნოემბერს. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ თამაშის ძირითად მახასიათებლებს.
ინფორმაცია თამაშზე :დასახელება : Live For Speed 0.6E Original ( Full Version )
გამოსვლის წელი : 2012 ( 30 ნოემბერი )
ჟანრი : Racing / Simulator
შემქმნელი : LFS Studio
გამომცემელი : sti228
ენა : ინგლისური
პლატფორმა : PC
გამშვები : მოყვება
მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები :ოპერაციული სისტემა : Windows XP, Vista, Windows 7
პროცესორი : Pentium 4
ოპერატიული სისტემა : 256/512 მბ
ვიდეო დაფა : 64/128 მბ
თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე : 500 მბ
თამაშის შესახებ : 2012 წლის 29 ნოემბერს დეველოპერებმა გამოუშვეს Live for Speed-ის ახალი ვერსია 0.6E, სადაც შესულია მრავალი განახლება და გაუმჯობესება. ახალი საბურავების ფიზიკის მოდელი, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ასე რომ ეს ვერსია ისე, როგორც მისი ყველა წინამორბედი, იყენებს ძველ საბურავების ფიზიკას. თუმცა სხვა ვერსიებისგან განსხვავებით თქვენ აქ ნახავთ, multiplayer - ის სრულიად ახალ სისტემას. დეველოპერების თქმით თამაშის წინა ვერსიებში ხშირად იყო შეფერხებები და ბაგები დაკავებულ სერვერებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისტემა მუშაობს სრულიად განსხვავებული გზით. Live For Speed-ი უზრუნველყოფს მოთამაშეებს რამოდენიმე საინტერესო ფუნქციით, ხოლო მწარმოებლები კი ამ ვერსიაზე არ გაჩერდებიან და კვლავ გააგრძელებენ თამაშზე მუშაობას.
დამატებითი ინფორმაცია :არქივში თამაშთან ერთად მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი. მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა ტრასას და მანქანას. გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში. ამოაარქივეთ ( unlocker და Ip Patch ) და შემდეგ ყველა ფაილი ( unlocker.### და unlocker.dll, Ip Patch.### ) გადაიტანეთ Live For Speed - ის მთავარ ფოლდერში. ჩართეთ unlocker.###, ჩაირთვება თამაში. შევდივართ სულ ქვემოთ Unlock Live For Speed და Username - ში და Password - ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია ( პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს ). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock", შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live For Speed S2" ( თუ არ ამოაგდო პროცედურას თავიდან იწყებთ ). როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.### და შემდეგ "Starts". რამოდენიმე წამის შემდეგ დაიწერება "Patching Done", როდესაც ეს წარწერა გამოჩნდება, დახურეთ პროგრამა Exit - ის საშუალებით.
თამაშის ზოგიერთი ახალი განახლება- ახალი პაკეტი, რომელიც ამცირებს სერვერზე დატვირთვას
- ახალი დაცვა ჰაკერებისგან და cheat - ების აღმოჩენის ფუნქცია
- marshall - ების მქასიმუმი რაოდენობა გაიზარდა 96 - დან 120 - მდე
- autocross ობიექტების რაოდენობა გაიზარდა 800 - დან 900 - მდე
- SHIFT + N : sound on / off ეხლა უკვე მუშაობს multiplayer - შიც
- კიდევ ბევრი სხვა ტიპის ფიქსაცია და გაუმჯობესება
თამაშის გადმოსაწერი ლინკი : Live For Speed 0.6E Original (Full Version)როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ : Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройкеთამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ლიკები :
LFS Manual WikiLive for Speed S2 Russian FAQხშირად დასმული შეკითხვები :როგორ ჩავრთოთ Live For Speed 64 bit Windows - ზე ?ip patch - ით რომელი სერვერებია ამჟამად ჩართული ?terraracingpro ServerIp: 94.245.155.26
Port: 63392
ვერსია: 0.6E
»R21« ServerIp: 95.174.214.74
Port: 63395
ვერსია: 0.6B
როგორ ვითამაშო Live For Speed 0.6E Pereulok - ის სერვერებზე ?ზუსტად ისე როგორც 0.6B ვერსიას თამაშობდით :
LFS 0.6B Pereulokსაიდან გადმოვწერო სეთაფები ?Setup FieldsetupgridCar Setupsსაიდან გადმოვწერო ძრავის ხმები ?Live For Speed Engine SoundsEngine Sound Sharingსაიდან გადმოვწერო მანქანის სკინები ( Skins ) ?bean0life4pixelLFS Car Skinsსაიდან გადმოვწერო ტრასის სქემბი ( Layouts ) ?layouts.500servers.netAutocross Layoutsსაიდან გადმოვწერო მანქანები ( Mods ) ?lfsmodsdriftmods - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !
"Lucas-modsdownloadgamemodsმოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში : C:\LFS\data\dds და C:\LFS\data\veh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ იმასაც.
სკინები უნდა გადაიტანოთ : C:\LFS\data\skins
სეთაფები უნდა გადაიტანოთ : C:\LFS\data\setups
ძრავის ხმები : C:\LFS\data\engine
სქემები : C:\LFS\data\layout
Tweak - ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან :
lfs-tweakუშუალოდ თამაშთან დაკავშირებული კითხვებიძალიან გთხოვთ შეხვიდეთ თამაშის მთავარ ფოლდერში : C:\LFS 0.6E\docs და გახსნათ ფაილი Keys.pdf !
ასევე მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ ეს ლინკები :
Keyboard commands and shortcutskjsკამერას ვერ შევცვლი ? სიტყვაზე გარეთა ხედიდან რომ ვუყურებ და მივდივარ კამერას არ ატრიალებს. როგორ შევცვალო, ისე რომ კამერამ იბრუნოს ?
მძღოლის ხელები როგორ გამოვაჩინო ?
მაუსის ისარი ჩანს თამაშის დროს და ვერაფრით ვაქრობ. რა ვუყო ?Shift + Z თამაშის დროს
სერცერზე შესვლის დროს მიწერს Host is a different version. რა ვქნა ?ამ შემთხვევაში სერვერი დაჰოსტილია თამაშის სხვა ვერსიაზე. თქვენ ვერ შეძლებთ შესვლას LFS Z28 ვერსიით 0.6B და 0.6E - ს სერვერებზე და პირიქით ! ამისათვის საჭიროა დააყენოთ თამაშის ის ვერსია, რომლითაც სერვერია ჩართული !
ძრავის ხმის შეცვლა ( ან გაკეთება ) მინდა რა გავაკეთო ?თამაშის დროს კლავიატურაზე დააჭირეთ კომბინაციას Shift + A და შეცვალეთ მანქანის ხმა სურვილისამებრ.
სერვერზე შესვლისას ( 10 - 15 წამის შემდეგ ) joos errors მიწერს და სერვერიდან მაგდებს. რატომ ?ეს იმიტომ, რომ თქვენ საერგებლობთ თამაშის 0.6B ან 0.6E ვერსიით და გიყენიათ მანქანები ( Mods ), რომლებიც არ მუშაობს თამაშის ამ ვერსიებზე. გაითვალისწინეთ, რომ მოდები, რომლებიც მუშაობს 0.6B ვერსიაზე ონლაინში, ასევე უპრობლემოდ მუშაობს 0.6E - ზეც !
შეიძლება კიდევ ბევრი ინფორმაციის დაწერა, თამაშზე, მაგრამ არ გავაგრძელებ. ეს სავსებით საკმარისია. სხვა დანარჩენისთვის
Google This post has been edited by sti228 on 7 Feb 2013, 12:32