ა კაცი! ჯიგარი ხარ მუფას!!!
შესვენებაზე ვარ .. მივალ სამასხურში და დეტალურად მოგწერ..
შეიძლება ჯომარდიც გამოჩნდეს და ისიც მოგწერს..
მოკლედ ჯერ არაფერი შეიძინო..
აგიხსნით ყველაფერს და მერე იმოქმედე
* * *
MuFaS დავიწყოთ პუნქტების მიხედვით :
1)პირველ რიგში როგორ ვიყიდო? პლასტიკური ბარათი მაქვს, ლიბერთის კლასიკი, მაგით ვყიდულობ ყველაფერ. კიდე რა დამჭირდება?
ყიდვის პროცედურა ძალიან მარტივია.. როგორც ხდება ხოლმე.. მაგ პლასტიკურით პრობლემები არ შეგექმნება.. მე ასე ვფიქრობ.. თიბისის ელექტრონით ვყიდულობ ხოლმე.. აი პროკრედიტისათი ვერა.. მეტი არაფერია საჭირო.. ინგლისური კი იცი და კი მიყვები ბილინგებს და რაღაცეებს.. რაც სტანდარტულია ამ საიტზეც.
2)როგორც ვიცი კარიერას როკიში დავიწყებ, მირჩიეთ რა მაქნანები დავითრიო, ძაან ბანძები არ მინდა (მულთფილმებში როა).
რუკიში დაიწყებ როგორც ყველა ჩვენ..
როცა იყიდი შემოსასვლელ ლიცენზიას.. ავტომატურად ამას მოყვება რამოდენიმე ტრასა და მანქანა.. ჯომარდის და გიოს დროს რაღაცეები დამატებული იყო.. ერთი თვის წინ კი ისევე იყო.. როგორც ეხლა არის..
მანქანებში შედის ორი განშტოება..
არის ოვალი და როადი
როგორც წესი.. ქართველები ოვალს იშვიათად ვთამაშობთ და არ მოგვწონს.. ასე რო მიაწვე ნდა როადს.. უფრო მრავალფეროვანია მანქანებიც და ტრასებიც

ანუ დეფულტად გყავს რამოდენიმე ოვალის და როადის მანქანა.. რომელიც რუკისთვის საკმარისია რო დაიწყო და ზედა კლასში გადახვიდე.. ყველაზე მარტივი არა და ნორმალურად საგონკაო არის მაზდა..
3)კარიერის გარდა ლანში თუა შესაძლებელი თამაში, მაგალითად რეიტინგზე რომ არ იმოქმედოს და ჩვენ ერთმანეთში რო წავიგონკაოთ ხოლმე.
რა თქმა უნდა.. ლანში რა მოგახსენო.. მაგრამ დაჰოსტვა შეგიძლია რომელიმე ტრასის და გონკის და იგონკავე რამდენიც გინდა ახლობლებტან ერთად.. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს..
4) თქვენ რომელ კლასებში ხართ? და მე თუ მომეცემა საშუალება დაგეწიოთ.
ჯომარდი არის ც კლასში
გიო D კლასში
მე თითქმის D .. მაგრამ ჯერ კიდევ რუკიში ვარ.. თუმცა ამ კვირაში მეც D ში ვიქნები და წავალ ზემოთ..
ეხლა რა ხდება
არის რუკი, D , C , B, A .. Pro.. და ზემოთ.. როგორც ჩამოვთვალე მაგ თანმიმდევრობით..
თითო სეზონი გრძელდება ერთი თვე.. ანუ თუ დააგროვებ შესაბამის რეიტინგს.. ავტომატურად თვის ბოლოს არის პრომოუშენები.. და ადიხარ ზემოთ.. შეგიძლია არც ამას დაელოდო.. და უფრო კარგი შედეგი დადო.. ეგრევე გადახვალ ზედა კლასში.,,
აი რუკიში მაგალითად.. იწყებ 2.50 იდან.. 3 ზე რო ახვალ.. თვის ბოლოს გადახვალ D კლასში.. მაგრამ თუ 4 ზე ახვალ .. ეგრევე გადახვალ D ში.. მარტივია ყველაფერი ძალიან..
ასევე მიდის რეიტინგები და სხვა რეიტინგები ზედა კლასებში.. ბევრნაირი რეიტინგია.. და კი გაარკვევ მაგას დრო და დრო..
5)კარიერაში რბოლები რა დროს არის, ანუ ჩვენი დროით რომელ დღეებში და საათებში?
მთელი ეს თამაში კარიერააა.. ოღონდ რომელი ტრასაც და მანქანა გყავს.. იქ ტესტე რაც გინდა.. როცა გინდა და როგორც გინდა..
რუკიში რბოლები არის ყველა ერთ საატში.. შესაბამისად ამ ერთ საათში არის ჩათეული.. პრაქტიკაც.. თაიმ ტრაილიც.. კვალიც და გონკაც.. ზუსთად საათზე არის გონკა.. ანუ 1.00, 2.00 და ასე შემდეგ მთელი 24 საათი.. ყოველ კვირა არის ახალი ტრასა.. ტრასა იცვლება სამშაბათს .. ანუ სამშაბათიდან შემდეგ სამშაბათამდე მხოლოდ ერთ ტრასაზე დადიხარ.. შემდეგ იცვლება და იწყებ სხვა ტრასაზე იგივეს პონტს.. საჭიროა ჯჰერ დამაუღამო ტრასა.. შესაბამისი მანქანით.. შემდეგ კვალიზე რაც შეიძლება მაღალი შედეგი აჩვენო.. რომ შემდეგ გონკის დროს სპლიტების მიხედვით საუკეთესოში ჩაგსვას.. კარგი დროის გამო.. და მოგების შემთხვევაში ბევრად დიდი ქულები აიღო.. ვიდრე მაგალითად.. ცუდი კვალის დროით მოხვედრილ სლაბ სასტავში გონკაზე..
ვინაიდან აქ თამაშის მსურველი ათიათასობით არის.. იყოფა გონკებ სპლიტებად.. სადაც ნაწილდებიან კლასის, კვალის დროის მიხედვით.. რაც უფრო მაღალია მოთამაშეების დონე და შედეგი.. მით უფრო მაღალია მოგების და მაღალი ადგილის შემთხვევაში შედეგები.. ნუ მაგასაც მიხვდები როგორც გააკეთო.. ივარჯოშო უნდა ბლომად..
რუკიში ქულებს იძლევა.. გონკების დროს მაღალი ადგილები და თაიმ თრაილაებში გამოსვლა.. რაც უფრო მეტ წრეს გაივლი დროის განსაზღვრულ მომენტში.. გეწერება ქულები.. ხო აუცილებელია უშეცდომო 8 წრე.. რომ დაგერიცხოს ქულები..
ეხლა მთავარი რაც შეეხება ამ რეიტინგებს და ასე შემდეგ..
ყველაზე დიდი ყურადღება ამ თამაშში ექცევა.. უსაფრთხო სიარულს.. შეცდომების გარეშე და ასე შემდეგ.. ყველა შეცდომას გითვლის.. და მაგალითად რომც მოიგო გონკა.. და ინციდენტები დაგიგროვდეს ბევრი.. ქულებში შეიძლება მინუსში წახვიდე..
ანუ მაქსიმალურად ტრეკზე უნდა იყო ყოველთვის.. არავის დაარტყა და დაჯე არც დაარტყმევინო არავის.. თორე შენც გაკლდება რეიტინგი.. ეს გაითვალისწინე და ჩემსავით არ დაგემართოს.. პირველი კვირის შემდეგ 2 ზე რო დამივარდა რეიტინგი და ეხლა რო ვქაჩავ რო რამენაირად ავიდე ზემოთ.. დროის ამბავია.. თორე ეხლა ინციდენტების გარეშე დავდივარ უკვე.. სტაბილურად და ასე შემდეგ.. ნუ ჩEმთვის ნაცნობ ტრასაზე და მანქანაზე.. აი გონკაზე გასვლას არანაირი მუღამი არა აქვს.. თუ არ ხარ ტრასაზე მიჩვეული.. დაგაკლდება ქულები უეჭველი.. ხან იქ გადახვალ გაზონზე.. ხან აქ და ასე რა.. სხვა სიმულატორებიდან გადმოსულ ხალხს ეგრე ემართებათ.. მეც არ ვიყავი გამონაკლისი..
6) ინტერნეტის სიჩქარე რამდენი მჭირდება (ეხლა 320 კბ/ს მაქვს, სილქნეტი)
გაგიქაჩავს ეგ უპრობლემოდ..
ხო რაც შეეხება რანაირად დარეგისტრირდე და რა იყიდო თავიდან
ანუ არის ბევრი ვარიანტი
იყიდი ერთ თვიანს.. 11 დოლარად არის მგონი პაკეტი.. არის 3 თვიანი 30 დოლარად.. არის ერთ წლიანი.. 99 დოლარია.. მაგრამ ეხლა აქციაა და მგონი 70 დოლარად იყიდი.. ნუ პირველივე გვერდზე არის სპეშალ ოფერები და მაგის მიხედვით..
მე პირადად.. ვიყიდე ჯერ ერთ თვიანი
შემდეგ 3 თვიანი მივაყოლე.. აი ამის შემდეგ უკვე წლიანს ვიყიდი და ეგ იქნება..
ანუ როგორც გაწყობს რა..
სპეშელ ოფერები არიას ზოგჯერ გაიაფებეი და ასე შემდეგ და ადევნე თვალყური
რაც შეეხება რა მანქანები იყოდო
მე დავხამდი და უილიამსი ვიყიდე ეგრევე
შევცდი
ამ გადასახედიდან ჯერ არ ვარ ფორმულასთვის მზად.. ჩამითრია სხვა კლასებმა.. ნუ ოვალის გარდა ყველამ ერთად..
ასე რო მყავს ეგ.. და ისეთ ტრასებზე როგორიც არის სპა, სუზუკა ვგაზაობ როცა მომინდება ხოლმე ფორმულათი გაზავი..
ტრასების და მანქანების წესიც არის ამ თამაშში..
თუ იყიდი 3 კომპონენტს.. ანუ ტრასა და მანქანა.. მოქმედებს 10 პროცენტიანი ფასდაკლება.. თუ 6 კომპონენტს.. მაშინ 20 პრიცენტიანი და ასე რა..
მაგასაც იქვე ნახავ.. ახსნილია დეტალებში ყვეალფერი
არ დახამდე და არ იყოდ ეგრევე რაღაცეები
ლოტუსი არ გამოგადგება.. ვერ იგონკავებ მაგაზე კიდევ კაი ხანს.. და ეხლა ტესტებისთვის მაგის ყოლას სჯობს ისეთი რამ იყიდო რასაც გამოიყენებ რა..
ეგ არის და ეგ..
თუ რამე კიდევ არის ისეთი რაც ვერ გაიგე მითხარი და დავწერთ.. მეც და ბიჭებიც..
ძირითადი კი ეს არის რაც დავწერე
აბა წარმატებები!