პითონიforum-geრატომ ასე კატეგორიულად ?
1 სიმულატორებში გრაფიკა გადამწყვეტი არაა. თუ გრაფიკის გამო თამაშობ ets ბევრ თამაშს აცდენილხარ ))
2 აქ არ ვიცი რა გიპასუხოთ

3 თუ შეგიძლიათ ამიხსენით, როგორ ახერხებთ, ფიზიკის შეფასებას ვიდეოთინ, შეხება-შეგრძნების გარეშე. ნუ ფიზიკაში თუ სხვა რამეს არ გულისხმობთ.
4 რა იგულისხმება გარემოში, ტრაფიკი, AI ასფალტი, ჟირაფები თუ რა?
5 თავად სიახლე, ზოგადად უკვე რაღაცის მომცემია, თუნდაც შეიტყე ინფო, რომ მსგავსი პროექტი არსებობს. კონკურენცია ყველას გვაწყობს.
მე-3 პუნკტს რაც შეეხება, ფიზიკა ets-ში შეიძლება ითქვას, რომ არცაა, ან თუ არის, ძალიან ზედაპირული. ვისაც მსგავსი პროექტები უთამაშია მიხვდება რაზევ ვამბობ. მაგ. omsi შესაბამისი დივაისით, ნორმალური საჭით (შესაბამისი ffb (force feedback) და არა კლავიატურით და ჯოიპედით. სამწუხაროდ, On The Road -ში ამ ეტაპზე საჭის მხარდაჭერა არ ააქვს და ვერ გავტესტე. და ბოლოს, თუნდაც კლავიატურით და ჯოიპედით თამაშობდეთ, ets-ში მუხრუჭი არ გეჩვენებათ ხალტურად? )) როგორ ამუხრუჭებს უმალვე, ინერციის გარეშე, უზარმაზარი ტვირთვის ამხელა მონსტრს. შეიძლება სხვა უამრავი ფაქტის მოყვანა, რომ სამწუხაროდ ფიზიკა ets-ის ძლიერი მხარე არ არის. საერთოდ ეჭვი მაქვს, რომ თავი არც შეუწუხებიათ. ffb მუშაობს, როგორც ჯოიპედის ვიბრაცია, არანაირი ინფრომაციის გადმოცემა, რასაც საჭის ffb უნდა გადმოსცემდეს სიმულატორიდან.