შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ დავწერო ყველაფერი, მაგრამ არამგონია ძალიან მოკლედ გამომივიდეს

სულ არის 7 კომპონენტი, აქედან თითოეული იყოფა კიდევ რამოდენიმე საფეხურად:
Aerodynamics - აეროდინამიკაFront Wing Angle: წინა ფრთის დახრის კუთხე
Rear Wing Angle: უკანა ფრთის დახრის კუთხე
Braking - მუხრუჭიBalance: - მუხრუჭის ბალანსი
Pressure: - მუხრუჭის წნევა
Brake Size: - მუხრუჭის დისკის ზომა
Balance - ბოლიდის შასის ბალანსი (წინა და უკანა წონას შორის)Front Anti-Roll Bar: - წინა ანტო-როლ ბარი (სტაბილიზატორი)
Rear Anti-Roll Bar: - უკანა ანტო-როლ ბარი (სტაბილიზატორი)
Suspension - კლირენსი, ე.წ. "პადვესკა"Front Ride Height: - წინა პადვესკის სიმაღლე
Rear Ride Height: - უკანა პადვესკის სიმაღლე
Front Spring Stiffness: - წინა პრუჟინის სიმკვრივე
Rear Spring Stiffness: - უკანა პრუჟინის სიმკვრივე
Gearbox - სიჩქარეების კოლოფიGear 1: - 1 სიჩქარე
Gear 2: - 2 სიჩქარე
Gear 3: - 3 სიჩქარე
Gear 4: - 4 სიჩქარე
Gear 5: - 5 სიჩქარე
Gear 6: - 6 სიჩქარე
Gear 7: - 7 სიჩქარე
Engine - ძრავიFuel Map: - საწვავის მიწოდების სიხშირე
Fuel: - საწვავის რაოდენობა წრეების მიხედვით
Alignment - საბურავების "რაზვალის" გადახრის კუთხეCamber Front: - წინა საბურავების ვერტიკალურად დახრის კუთხე
Camber Rear: - უკანა საბურავების ვერტიკალურად დახრის კუთხე
Toe Front: - წინა საბურავების ჰორიზონტალურად დახრის კუთხე
Toe Rear: - უკანა საბურავების ჰორიზონტალურად დახრის კუთხე
ამის გარდა ყურადღება უნდა მიწქცეს საბურავების კომპლექტს.სულ გვაქვს 6 კომპლექტი, აქედან 4 მშრალი ამინდის არის ხოლო 2 წვიმის
მშრალი ამინდის:SuperSoft - წითელი
Soft - ყვითელი
Medium - თეთრი
Hard - ნაცრისფერი
წვიმისIntremediate - ლურჯი
Wet - სტაფილოსფერი
ყველა რბოლისთვის ამ 6 კომპლექტიდან ირჩევა 4 საბურავი (ორი წვიმის და ორიც მშრალის)
მშრალი ამინდის საბურავები დაყოფილია ორ ტიპად: რბილი და მკვრივი
წვიმის საბურავებიც იყოფა ორ ტიპად: ძლიერი წვიმის და მსუბუქი წვიმის საბურავებად
საბურავებზე დამოკიდებულია რბოლის ტაქტიკის შერჩევა: მაგალითად რბილი საბურავები უფრო სწრაფია, მაგრამ ადრე იცვითება, ხოლო მკვრივი საბურავები შედარებით ნელია (დაახლოებით 1.5 წამით) და გაცილებით გვიან იცვითება. ამიტომ ყველა პილოტს ეძლევა საშუალება აირჩიოს თავის ტაქტიკა. გამოვიდეს რბილი საბურავებით, რომლებითაც სწრაფად ივლის მაგრამ უფრო მეტი პიტსტოპი დაჭირდება, ან გამოვიდეს მკვრივი საბურავებით, რომლითაც ნელა ივლის მაგრამ ნაკლები პიტსტოპი დაჭირდება.
აუცილებელი ფაქტორი არის ის რომ რბოლაში აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მინიმუმ 1 მკვრივი და 1 რბილი საბურავი. დაუშვათ 3 პიტსტოპიანი სტრატეგია გაქ: არ შეიძლება სულ სოფთებით იარო, ან სულ მედიუმებით. უნდა დააბალანსო დაახლოებით ასე (სოფთ-სოფთ-სოფთ-მედიუმ, ან ასე სოფთ-მედიუმ-მედიუმ-მედიუმ) და ა.შ.
რაც შეეხება ეხლა სეთაფის აწყობას, ქვემოთ დაწერ მნიშვნელოვან დეტალებს:სეთაფის აწყობაში პირველ რიგში ვაყენებთ
ფრთებს (ფრთების დახრის კუთხეს), რაზეც დამიკიდებულია მაქსიმალური სიჩქარე და "პრიჟიმი" (ასვალტთან მოჭიდება).
თუ ფრთების დახრის კუთხე მაღალია - მაშინ მოჭიდება უკეთესია და ბოლიდი ადვილად შედის მოსახვევებში, ხოლო სწორ მონაკვეთებზე კი მაქსიმალური სიჩქარე დაბალია.
თუ ფრთების დახრის კუთხე დაბალია - მაშინ მოჭიდება ნაკლებია და ბოლიდს უჭირს მოსახვევებში შესვლა ოპტიმალური სიჩქარით, თუმცა სწორ მონაკვეთებზე ანვითარებს მაქსიმალურ სიჩქარეს.
ფრთების დანასტროკიება ხდება ტრასის მიხედვით, თუ ტრასაზე ბევრია სწორი და გრძელი მონაკვეთები, მაშინ აქცენტს ვაკეთებთ მაქსიმალური სიჩქარის გაზრდაზე და ფრთების დახრის კუთხეს ვამცირებთ, ხოლო თუ ტრასაზე მოსახვევები და ნელი მონაკვეთები უფრო მეტია, მაშინ აქცენტს ვაკეთებთ მოჭიდებაზე და ფრთების დახრის კუთხეს ვზრდით.
ფრთების შემდეგ აუცილებლად ვანასტროიკებთ სიჩქარეების კოლოფს:
ვირჩევთ ტრასაზე ყველაზე გრძელ სწორ მონაკვეთს და მე-7 სიჩქარეს ისე ვაყენებთ, რომ ამ სწორი მონაკვეთის ბოლოში ძრავის აბაროტებმა მიაღწიოს მაქსიმუმს. თუ სწორი მონაკვეთის შუაში აბაროტებმა მიაღწია მაქსიმუმს, მაშინ მონაკვეთის დასრულებამდე ძრავი იმუშავებს ზედმეტი დატვირთვით და რბოლაზე ვეღარ გაუძლებს და დაიწვება. ხოლო თუ მე-7 სიჩქარეს ისე დავაყენებთ რომ აბაროტები მაქსმუმს საერთოდ ვერ მიაღწევს, მაშინ ძრავი ვერ შეძლებს საკმარისი სიმძლავრის გამომუშავებს და ოპტიმალურ დროსაც ვერ აჩვენებთ, რათქმაუნდა.
ეს რაც შეეხებოდა მე-7 სიჩქარეს. ხოლო დანარჩენ პირველ ექვს სიჩქარეს ვანასტროიკებთ ტრასის მიხედვით. თუ ტრასაზე სწორი მონაკვეთები უფრო მეტია, მაშინ ვაკეთებთ
გრძელ გადაცემებს, ხოლო ტრასაზე თუ მოსახვევები და ნელი მონაკვეთები უფრო მეტია, ვაკეთებთ
მოკლე გადაცემებს.
მუხრუჭის ბალანსი უმჯობესია დადგეს შემდეგნაირად. წინა მუხრუჭი იყოს ოდნავ უფრო ძლიერი ვიდრე უკანა (დამოკიდებულია ტარების სტილზეც)
მუხრუჭის ზომა და წნევა კი დამოკიდებულია ტრასაზე ძლიერი დამუხრუჭების ადგილების სიმრავლეზე. მაგალითად მონცაზე არის ერთერთი ყველაზე გრძელი სწორი მონაკვეთი, რის ბოლოშიც არის ნელი მოსახვევი, ამიტომ მრბოლელს უწევს ძალიან ძლიერად დამუხრუჭება. აქ უმჯობესია დავაყენოთ მაღალი წნევა და დიდი ზომის მუხრუჭის დისკი. ხოლო ისეთ ტრასებზე სადაც არ არის საჭირო ძლიერად დამუხრუჭება, შესაბამისად დისკის ზომას და წნევას შევამცირებთ. (რაც უფრო დიდია მუხრუჭის დისკი, მით უფრო მძიმეა ბოლიდი და უჭირს სიჩქარის აკრეფა, თუმცა უფრო ეფექტურად ატორმუზებს, ხოლო რაც უფრო მცირეა დისკი, მაშინ პირიქიტ, ადვილად კრიფავს სიჩქარეს, მაგრამ ცუდად ატორმუზებს).
ბალანსის მეშვეობით რეგულირდება, ბოლიდის სტაბილურობა და მისი ეფექტურობა მოსახვევებში.
პადვესკა და პრუჟინები. თუ ტრასაზე არის მაღალი ბარდიურები, და რბოლის დროს გიწევთ ბარდიურებზე გადასვლა, უმჯობესია პადვესკა ოდნავ მაღლა ავწიოთ და პრუჟინები დავარბილოთ, ამის შემდეგ ბოლიდი უფრო პლავნად გადავა ბარდიურებზე, ხოლო დანარჩენ შემთხვევში უმჯობესია დაბალი პასატკით და მკვრივი პრუჟინებით სიარული.
ძრავი. არსებობს საწვავის მიწოდების 3 ტიპის (ძლიერი 3X, სტანდარტული 2X, სუსტი 1X). რბოლის დროს უნდა ვიაროთ სტანდარტული მიწოდების ტიპით (2X), ხოლო გასწრების მომენტში გამოვიყენოთ ძლიერი (3X) მიწოდება, ხოლო პიტლეინში შესვლის დროს და Safety Car-ის დროს გამოვიყენოთ სუსტი (1X) მიწოდება. თუ მთელ რბოლაზე ვივლით 3X-ით, რბოლის ბოლოს საწვავი გაგვითავდება, ხოლო თუ ვივლით 1X-ით რბოლის ბოლოს საწვავი დაგვჩება. კვალიფიკაციაზე კი შესაძლებელია ბოლიდში 2-3 წრის საწვავის ჩასხმა და 3X-ით სიარუილი. ანუ 1 ან 2 კონკრეტული წრისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ძლიერი მიწოდება, მაგრამ მთელი რბოლისთვის არა.
საბურავების გადახრის კუთხეზე დამიკიდებულია ბოლიდის მოხვევადობა და სტაბილურობა სწორ მონაკვეთებზე
This post has been edited by MuFaS on 20 May 2012, 14:23