გამომდინარე იქიდან რომ არ შემოვიდა იმდენი განაცხადი, რომ რამოდენიმე ჯგუფი გაგვეკეთებინა, განთესვა აღარ დაგვჭირდება და მხოლოდ ერთ ჯგუდს გავაკეთებთ. ასე რომ ჩემპიონატს დავიწყებთ დადგენილი კალენდრის მიხედვით,
სამწუხაროდ F1 2011 გამოირიცხა (ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ თამაშის გაშვება Hamachi-თ)
თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ აქვს გადმოწერილი თამამაში, საჭირო ფაილებთან ერთად, კიდევ ერთხელ ვდებ ლინკებს:
1. ინსტრუქცია:აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ყველა წესი, სტანდარტი და ნორმები, რაც გათვალისწინებული იქნება ფორმულა ერთს საქართველოს ჩემპიონატზე. ყველა მონაწილე ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს ამ წესებს, და მხოლოდ თანხმობის შემდეგ მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში. ეს წესები დაარეგულირებს ყველა საკამათო სიტუაციას, ყველა ინციდენტი განხილული იქნება ამ წესების შესაბამისი პინქტის მიხედვით.
2. დრო და ფორმატი:საქართველოს ჩემპიონატი სტარტს აიღებს 2012 წლის 5თებერვალს. თითოეული რბოლის წინ იქნება საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც გაანაწილებს მრბოლელებს სტარტზე. ხოლო ბოლოს კი იქნება რბოლა. ყველა რბოლაში ამინდი იქნება დინამიკური, ე.წ.”რენდომი”.
*ყველა პილოტი ვალდებულია, რბოლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შემოვიდეს სერვერზე.
*ყველა სიმ მრბოლელი უნდა შეეგუოს რბოლის დრო არის საბოლოო (დრო გადაიწევს მხოლოდ მაშინ თუ F1 ის რეალურ რბოლას დაემთხვა)
*რესტარტი არ არსებობს, მერე რომ არ იყოს "აუ იმან მომაცურა, ან გამიპინგა რა პონტია, შუქნიშანი არ აინთო ჩემი დედას ვფიცავარ და ა.შ..."
3. ქულების განაწილებაყველა მონაწილე ვალდებულია რბოლის კვალიფიკაციისა და რბოლის დასრულების შემდეგ სქრინშოტი გადაუღოს თავის დროს და გამოაგზავნოს ორგანიზატორების მეილზე, ან დადოს სქრინი ფორუმზე, რათა მოხდეს დროებისა და შედეგების შეჯამება და ქულების განაწილება.
ყველა მონაწილეს ქულები დაეწერება რეალური ფ1-ის ფორმატის მიხედვით:
1 ადგილი – 25 ქულა
2 ადგილი – 18 ქულა
3 ადგილი – 15 ქულა
4 ადგილი – 12 ქულა
5 ადგილი – 10 ქულა
6 ადგილი – 8 ქულა
7 ადგილი – 6 ქულა
8 ადგილი – 4 ქულა
9 ადგილი – 2 ქულა
10 ადგილი – 1 ქულა
ქულები დაეწერება ყველა მოთამაშეს, ვინც მოხვდება 10-ეულში, მიუხედავად იმისა დაასრულებს, თუ არა რბოლას, გადაკვეთავს, თუ არა ფინიშის ხაზს.
4. გასწრება და პოზიციის დაცვასიმრეისინგი (ავტოსიმულატორი) არის რთული სპორტი, რომელიც საჭიროებს ხშირ ვარჯიშს და მუდმივ ფორმაში ყოფნას. რაც შეეხება ფ1-ს, ეს სპორტი არის ძალიან სწრაფი და უზუსტესი სპორტი, სადაც პილოტებს მოეთხოვებათ მაქსიმალური კონცენტრაცია, სიზუსტე და სწრაფი რეაქცია. პილოტევი ვალდებულნი არიან ირბოლონ სუფთად, ყველანაირი კონტაქტისა და ინციდენტების გარეშე.
4.1. გასწრება უნდა მოხდეს მოწინააღმდეგის გვერდის ავლით, ყველანაირი კონტაქტის გარეშე, ისე რომ პილოტმა არ მოუჭრას გზა ოპონენტს და გასწრების მერე მოხვდეს აპექსზე.
4.2. პილოტს შეუძლია თავის პოზიცია დაიცვას ტრაექტორიის შეცვლის მხოლოდ ერთი მცდელობით სწორ მონაკვეთზე, მაგრამ უნდა დატოვოს საკმარისი ადგილი, სადაც გაივლის მინიმუმ ერთი ბოლიდი მაინც.
4.3. თუ პილოტი ბრუნდება ტრეკზე ან გზის გარედან, ან პიტლეინიდან, ან იწყებს სიჩქარის აკრეფას, იგი ვალდებულია დარჩეს ტრაექტორიაზე და მოძრაობს შეუცვლელად გააგრძელოს სიჩქარის აკრეფა და არ დაიცვას თავი ტრაექტორიის შეცვლით.
4.4. გასწრების მომენტში პილოტი რომელიც იცავს თავს, ვალდებულია არ დაამუხრუჭოს უეცრად, მოსახვევამდე, მოწინააღმდეგის დაზიანების მიზნით.
4.5. თუ გადასწრება მოხდა წესების დარღვევით, მაშინ პილოტი ვალდებულია შეანელოს სიჩქარე და დაუბრუნოს პოზიცია, ასევე თუ პოზიციის დაცვა მოხდა წესების დარღვევით, პილოტი ვალდებულია შეანელის სიჩქარე და გაატაროს მის უკან მყოფი პილოტი.
4.6. თუ დარღვევის შემდეგ თამაშმა გამოიტანა გადაწყვეტილება ჯარიმის სახით (პიტლეინზე გავლა, ან დროის დამატება), მაშინ პილოტი აღარ არის ვალდებული, რომ დათმოს პოზიცია, მას შეუძლია იმოქმედოს თავის შეხედულებისამებრ, ან დააბრუნოს პოზიცია, ან გააგრძელოს რბოლა თავის პოზიციით და მოიხადოს აღნიშნული სასჯელი.
4.7. თუ პილოტი მოძრაობს ტრეკის ნებისმიერ მონაკვეთზე და ხედავს, რომ გზიდან არის გადასული სხვა ბოლიდი, ან დაზიანებულია და ნარჩენები ყრია ტრეკზე, მოძრავი პილოტი ვალდებულია შეანელოს სიჩქარე და განსაკუთრებული სიფრთხილით გაიაროს აღნიშნული მონაკვეთი.
4.8. თუ ორი პილოტი მოძრაობს გვერდიგვერდ და უახლოვდებიან მოსახვევს, მაშინ ისინი ვალდებულნი არიან მოსახვევში შევიდნენ თავიანთი ტრაექტორიით, ისე რომ არ დაუკეტონ ერთმანეთს გზა, დატოვონ იმდენი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება მინიმუმ ერთი ბოლიდის გავლა.
5. წესები და მითითებებიყველა პილოტი ვალდებულია დაემორჩილოს რბოლის წესებსა და მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას მისცენ დისკვალიფიკაცია, ან მოხსნან ურიჩი პილოტი საქართველოს ჩემპიონატიდან.
დროშები, უსაფრთხოების მანქანა და მათი მნიშვნელობა. ეს წესები დაბალანსებულია რეალური ფ1-ის წესების პარალელურად:
ყვითელი დროშა - ნიშნავს ტრეკის მონაკვეთის სახიფათო ზონას. იგი შესაძლებელია ნაჩვენები იქნას სხვადასხვა ინციდენტის დროს. მისი მოქმედების ფარგლებში პილოტი ვალდებულია შეანელოს სიჩქარე, არ განახორციელოს გადასწრება და მოძრაობა გააგრძელოს განსაკუთრებული სიფრთხილით.
ლურჯი დროშა – ნიშნავს რომ გიახლოვდებათ სწრაფი ბოლიდი, რომელსაც ჩამორჩებით მინიმუმ ერთი წრით. ლურჯი დროში ჩვენების შემდეგ პილოტი ვალდებულია სამი მოსახვევის განმავლობაში, გაატაროს მის უკან მყოფი სწრაფი პილოტი. ასევე ლურჯი ფერის დროშა შესაძლებელია ნაჩვენები იქნას პიტლეინიდან გამოსვლის დროსაც, სადაც პილოტი ვალდებულია დაუთმოს გზა ტრეკზე მოძრავ სხვა პილოტებს.
წითელი დროშა - ნიშნავს რომ რბოლა შეწყვეტილია. წითელი დროშა შესაძლებელია ნაჩვენები იქნას ცუდ ამინდში, სადაც რბოლა ფაქტიურად შეუძლებელია, ასევე სახიფათო ინციდენტების დროს. წითელი დროშის ჩვენების მერე რბოლა წყდება და მხოლოდ გარკვეული დროის მერე იქნება ცნობილი, გაგრძელდება თუ არა რბოლა.
მწვანე დროშა – ნიშნავს, რომ რბოლა განახლებულია, სახიფათოადგილი გასუფთავებულია და აღარ კრძალავს გადასწრებას, იგი შესაძლებელია ნაჩვენები იქნას ნებისმიერი სხვა ფერის დროშის შემდეგ.
შავი დროშა - არის მანიშნებელი იმისა რომ პილოტმა მიიღო ჯარიმა, ან პიტლეინზე გავლა, ან დროის დამატება, ან საერთოდ დისკვალიფიცირებულია რბოლიდან.
შავთეთრი კუბიკებიანი დროშა - მანიშნებელია იმისა, რომ გადაკვეთეთ ფინიშის ხაზი და რბოლა დასრულებულია.
უსაფრთხოების მანქანა “SC” – გამოდის ამინდის გაუარესების შემთხვევაში, როდესაც ხილვადობა ცუდია და რბოლა გართულებულია, ასევე ძლიერი დაზიანების ინციდენტის დროს, როდესაც მწყობრიდან არის გამოსული ერთი ან რამოდენიმე ბოლიდი და ნარჩენები ყრია ტრეკზე. იგი სათავეში ჩაუდგება ბოლიდებს და იმოძრავებს შედარებით დაბალი სიჩქარით, აიკრძალება გადასწრება. ამ დროს უსაფრთხოების მანქანას ჩართული აქვს ყვითელი მოციმციმე შუქურა და ნაჩვენებია ნიშანი SC, ამის გარდა შესაძლებელია ნაჩვენები იქნას, როგორც ყვითელი, ასევე წითელი დროშაც. უსაფრთხოების მანქანა მანმადე დაერჩება ტრეკზე, სანამ ამინდი და ხილვადობა არ გაუმჯობესდება, ასევე სანამ ტრეკი არ გასუფთავდება ნარჩენებისაგან. როდესაც უსაფრთხოების მანქანა ჩააქრობს ყვითელ მოციმციმე შუქურას, ეს იმის მანიშნებელია, რომ იგი ამ წრეზე შედის პიტლეინზე და ნაჩვენები იქნება მწვანე დროშა, რის შემდეგაც რბოლა განახლდება და შესაძლებელი იქნება გასწრების განხორციელება
6. ინციდენტები და მათი განხილვაარის სიტუაციები, როდესაც თამაშის დროს ირღვევა წსები, თუმცა ეს დარღვევა ეპარება თამაშს და დამრღვევი არ იღებს არანაირ ჯარიმას. ასევე არის სიტუაციებიც, როდესაც ასეთი შემთხვევის დროს ზარალდება სხვა მონაწილე. ამიტომ მაქსიმალურად რომ დავაბალანსოთ ყველა სიტუაცია თუ ინციდენტი, საჭიროა მისი განხილვა.
ყველა პილოტის მიმართ იქნება თხოვნა – რომ ჩაწერილი იქნას ყველა რბოლა, და თუ რაიმე საკამათო ინციდენტი მოხდება, შემდგომში მოხდეს მათი განხილვა და გატარებული იქნას შესაბამისი ზომები.
ამისათვის საჭიროა ორგანიზატორებს გამოეგზავნოს მეილი უახლოეს 24 საათის განმავლობაში, სადაც ნაჩვენები იქნება ინციდენტის მიმთითებელი ლინკი და მოკლე აღწერა.