Alfistoრამაზ რფაქტორის თამაში რაც დავიწყე 1 წელიც არაა. მანამდე სხვა დაბალი დონის თამაშებით "ვერთობოდი": Test Drive, F1 2010, F1 2011 და ა.შ. იქ არაფერ დახმარებას არ ვიყენებდი, მაგრამ rF-ზე რო გადავედი მაგრა გამიჭირდა. მერე იკამ ჩამიტარა 1-2 გაკვეთილი და რჩევები მომცა. ხოდა მეც ავდექი და ჯერ შტაბილითი გაუთიშე, დაახლოებით 3-4 დღეში ტრექშენი გაუთიშე, ხოლო კიდე 3-4 დღეშI კოკპიტზე გადავრთე. კი გამიჭირდა მაგრამ გადავედი და იმის მერე არაფერს აღარ ვიყენებ. (მხოლოე 1-2 ტრასაზე ჩავრთე ტრექშენი). დახმარებების გარეშე საბურავები რათქმაუნდა აბსოლიტურად სხვანაირად რეაგირებს, მაგრამ როგორც რეაგირებს ეგ არის რეალური. დამუღამება უნდა ყველაფერს და ვარჯიში. ვარჯიშის მერე მონცაზე პირველ მოსახვევში ისე დაატორმუზებ რომ პრაბუქსოვკასაც არ გააკეთებ... ყველაფერს ვარჯიში უნდა და შედეგს მიიღებ ძალიან მალე. თავიდან ეგრევე რო გავთიშე ყველაფერი
ვიფიქრე რომ არაფერი გამომივათქო, მაგრამ ყველაფერიც რომ გამომივიდა, საქმეც მაგაშია

ამ ჩემპიონატის დასრულების მერე დაგეგმილი გვქონდა ახალი ჩემპის დაწყება, მაგრამ წელს F1-ის ახალი ჩემპის მოწყობას აღარ ვაპირებ, რამოდენიმე მიზეზის გამო: ერთი ის რომ - რფაქტორი მოძველდა, მეორე ის რომ - ერთ წელს ორი ჩემპის ჩატარება არ არის რეკომენდირებული და მესამე - სხვა კლასში ვფიქრობ ჩემპიონატის მოწყობას (GT ან რალი).
რაც შეეხება უცხოურ ჩემპიონატს: ჩვენმა მეგობარმა Scott Wilde-მა (ბრიტანეთი) გადაწყვიტა გააკეთოს სერიოზული ჩემპიონატი F1-ში, არ ვიცი რატომ მაგრამ გადაწყვიტეს აერჩიათ MMG 2007 მოდი (ალბათ იმიტომ რომ ამ მოდის ფიზიკა დღესდღეობითაც ნომერ პირველად ითვლება). ჩემპიონატი იქნება ფასიანი, ლიცენზიებით და ათასი რამეებით, მაგრამ ჩვენ, კონკრეტულად კი ჩვენი ჩემპის მონაწილეებს არ გვექნება არაფერი გადასახდელი

ჩემპიონატის სტატუსი იქნება World Championship. სკოტი ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი მოთამაშე შეკრიბოს მთელი ევროპის მაშტაბით და არა მარტო ევროპის. ძალიან საინტერესო იქნება 24 მოთამაშის ხილვა გრიდზე. მე, იკა და რასტრელი ვაპირებთ გასვლას, თქვენც თუ გექნებათ სურვილი მაგაზე კარგი არაფერი იქნება. რბოლები დაიწყება 11-ის ნახევარზე, მაგრამ შესაძლოა ნახევარი საათით ადრე გადმოიტანონ (11 საათზე).
ერთი ის არის რომ, ჩვენი ორი რბოლის დღეს ემთხვევა იმათი ორი რბოლა:
ანუ ჩვენ 20 მაისს გვაქვს ჩინეთის გპ, იმ ჩემპზე მალაიზიის გპ
და
3 მაისს ჩვენ გვაქვს ბოლო რბოლა, ბრაზილიის გპ, ხოლო იმათ ჩინეთის გპ.
თუმცა ჩვენი რბოლა იწყება 9-ზე, იმ ჩემპის 11:30-ზე, ასე რომ ერთმანეთს არ დაემთხვევა. თუ სურვილი გექნებათ, და იმედია გექნებათ

ჩვენი ჩემპიონატი ჩავამთავროთ გემრიელად და მერე გადავერთოთ იმ ჩემპზე...
პ.ს. იკა შექმენი რა სერვერი, ცოტა ვიკატაოთ ჩინეთში
This post has been edited by MuFaS on 17 May 2012, 22:11