მოგესალმებით მრბოლელებო.
ჩემპიონატის კალენდარში შევიდა ცვლილებები, სეზონი აღარ ჩატარდება F1-ის პარალელურად, არამედ 2012 წლის განმავლობაში ჩატარდება ორი სეზონი, ერთი წლის I ნახევარში და მეორე წლის II ნახევარში. გათვალისწინებულია ზაფხულის ფაქტორიც, როცა მრბოლელების უმრავლესობა დასასვენებლად იქნება და ვერ შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. ასევე კალენდარში გათვალისწინებულია დღესასწაულებიც (ამ დღეებში არ გვექნება რბოლები, აღდგომას, გიორგობას, ახალ წელს და ა.შ.). მოკლედ გვექნება სრული 2 სეზონი

რბოლები იქნება კვირაში ერთხელ, კვირია დღეს (მრბოლელების მოლაპარაკება დღის გადაწევასთან დაკავშირებით ძალაში რჩება).
ტრეკების რაოდენობა შემცირებულია 17-მდე, თუმცა I და II სეზონებში სრულად იქნება ტრეკები ჩასმული, ისე რომ არ დარჩება არცერთი მონაწილე უკმაყოფილო.
2012 წლის კალენდარი:
I სეზონი.
1) თებერვალი 5 - საჰირი (ბაჰრეინი)
2) თებერვალი 12 - შანხაი (ჩინეთი)
3) თებერვალი 19 - სამბული (თურქეთი)
4) თებერვალი 26 - კატალონია (ესპანეთი)
5) მარტი 4 - მონტე კარლო (მონაკო)
6) მარტი 11 - მონრეალი (კანადა)
7) მარტი 18 - მელბურნი (ავსტრალია)
8) მარტი 25 - სილვერსტოუნი (დიდი ბრიტანეთი)
9) აპრილი 1 - ჰოკენჰეიმი (გერმანია)
10) აპრილი 8 - ჰუნგარიორინგი (უნგრეთი)
11) აპრილი 22 - მონცა (იტალია)
12) აპრილი 29 - მარინა ბეი (სინგაპური)
13) მაისი 6 - სუზუკა (იაპონია)
14) მაისი 13 - სპა (ბელგია)
15) მაისი 20 - დელი (ინდოეთი)
16) მაისი 27 - იას მარინა (აბუ დაბი)
17) ივნისი 3 - ინტერლაგოს (ბრაზილია)
II სეზონი.
1) სექტემბერი 2 - მელბურნი (ავსტრალია)
2) სექტემბერი 9 - საჰირი (ბაჰრეინი)
3) სექტემბერი 16 - შანხაი (ჩინეთი)
4) სექტემბერი 23 - ვალენსია (ესპანეთი)
5) სექტემბერი 30 - მონრეალი (კანადა)
6) ოქტომბერი 7 - მონტე კარლო (მონაკო)
7) ოქტომბერი 14 - საფრანგეთი
8) ოქტომბერი 21 - სილვერსტოუნი (დიდი ბრიტანეთი)
9) ოქტომბერი 28 - ნურბურგრინგი (გერმანია)
10) ნოემბერი 4 - ოსტინი (ამერიკა)
11) ნოემბერი 11 - სპა (ბელგია)
12) ნოემბერი 18 - მონცა (იტალია)
13) ნოემბერი 25 - მარინა ბეი (სინგაპური)
14) დეკემბერი 2 - სუზუკა (იაპონია)
15) დეკემბერი 9 - იონგემი (კორეა)
16) დეკემბერი 16 - იას მარინა (აბუ დაბი)
17) დეკემბერი 23 - ინტერლაგოს (ბრაზილია)
ამის გარდა პირველი სეზონის დაწყებემდე (იანვრის თვეში) ჩატარდება წინასასეზონო კვალიფიკაცია, რის მიხედვითაც მოხდება მრბოლელელბის განაწილება, ბოლიდების შერჩევა და ა.შ.
წესები და სტანდარტები: გთხოვთ ყველამ გადაიკითხოთ და თუ რამე არის შესასწორებელი დააფიქსიროთ თქვენი აზრი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს არ არის საბოლოო ვერსია, იგი შესაძლოა დაკორექტირდეს, ან შეიცვალოს მომავალში
1. ინსტრუქცია:
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ყველა წესი, სტანდარტი და ნორმები, რაც გათვალისწინებული იქნება ფორმულა ერთს საქართველოს ჩემპიონატზე. ყველა მონაწილე ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს ამ წესებს, და მხოლოდ თანხმობის შემდეგ მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში. ეს წესები დაარეგულირებს ყველა საკამათო სიტუაციას, ყველა ინციდენტი განხილული იქნება ამ წესების შესაბამისი პინქტის მიხედვით.
2. დრო და ფორმატი:
საქართველოს ჩემპიონატი სტარტს აიღებს 2012 წლის იანვარში. ჩემპი ჩატარდება შემდეგი ფორმატით: ჯერ ჩატარდება წინასასეზონო კვალიფიკაცია, რომლის მიხედვითაც მოხდება განთესვა, ხოლო ამის მერე დაიწყება სეზონი. თითოეული რბოლის წინ იქნება საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც გაანაწილებს მრბოლელებს სტარტზე. ხოლო ბოლოს კი იქნება რბოლა.
წინა სასეზონო კვალიფიკაცია: 6 ტრეკი.
იტალია (მონცა) - მშრალი, ცხელი ამინდი
მონაკო (მონტე კარლო) - მშრალი, ცხელი ამინდი
დიდი ბრიტანეთი (სილვერსტოუნი) - მშრალი, ცივი ამინდი
იაპონია (სუზუკა) – მშრალი ცივი ამინდი
ბელგია (სპა) – მსუბუქი წვიმიან ამინდი
კანადა (მონრეალი) – ძლიერი წვიმიანი ამინდი
(ამინდი იქნება დინამიკური, ე.წ.”რენდომი”)
რბოლები გაიმართება თვეში 4-ჯერ, ყოველ კვირა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე
შენიშვნა: რბოლის დღემ და საათმა შესაძლებელია გადაიწიოს ან შეიცვალოს:
ა. მრბოლელებთან შეთანხმების მიხედვით;
ბ. თუ დაემთხვევა რეალურ ფ1-ს რბოლის დროს.
* ყველა პილოტი ვალდებულია, რბოლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შემოვიდეს სერვერზე;
* თუ ვერ არხერხებს დანიშნულ დროს შემოსვლას, მაშინ იგი ვალდებულია წინასწარ (რამოდენიმე დღით ადრე, ან რამოდენიმე საათით ადრე) შეატყობინოს ჩემპიონატების ორგანიზატორებს ამის შესახებ, რათა მოხდეს დროის გადაბალანსება, რომ მაქსიმალურად ყველა პილოტმა მიიღოს მონაწილეობა რბოლაში.
* თუ რომელიმე პილოტი ვერ ახერხებს სერვერთან დაკავშირებას ტექნიკური მიზეზების გამო, დანარჩენ პილოტებთან შეთანხმებით შესაძლებელია დაცდა, სანამ იგი არ გადაჭრის თავის პრობლემას.
* თუ თამაშში შემოსული მონაწილე გამოეთიშა სერვერს ნებისმიერი მიზეზის გამო, და თამაშში დრო არ აქვს არცერთ მონაწილეს ნაჩვენები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია დარესტარტება, ხოლო თუ დრო უკვე ნაჩვენებია, ამ შემთხვევაში თამაში არ დარესტარტდება. გამონაკლისი შესაძლებელია დაიშვას დანარჩენ მონაწილეებთან შეთანხმებით.
პ.ს.საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება დაგეგმილი იყო რეალური ფ1-ს ჩემპიონატის კალენდრის პარალელურად, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა უფრო მოქნილი გრაფიკით
3. ქულების განაწილება
ყველა მონაწილე ვალდებულია რბოლის კვალიფიკაციისა და რბოლის დასრულების შემდეგ სქრინშოტი გადაუღოს თავის დროს და გამოაგზავნოს ორგანიზატორების მეილზე, ან დადოს სქრინი ფორუმზე, რათა მოხდეს დროებისა და შედეგების შეჯამება და ქულების განაწილება.
ყველა მონაწილეს ქულები დაეწერება რეალური ფ1-ის ფორმატის მიხედვით:
1 ადგილი – 25 ქულა
2 ადგილი – 18 ქულა
3 ადგილი – 15 ქულა
4 ადგილი – 12 ქულა
5 ადგილი – 10 ქულა
6 ადგილი – 8 ქულა
7 ადგილი – 6 ქულა
8 ადგილი – 4 ქულა
9 ადგილი – 2 ქულა
10 ადგილი – 1 ქულა
ქულები დაეწერება ყველა მოთამაშეს, ვინც მოხვდება 10-ეულში, მიუხედავად იმისა დაასრულებს, თუ არა რბოლას, გადაკვეთავს, თუ არა ფინიშის ხაზს.
4. გასწრება და პოზიციის დაცვა
სიმრეისინგი (ავტოსიმულატორი) არის რთული სპორტი, რომელიც საჭიროებს ხშირ ვარჯიშს და მუდმივ ფორმაში ყოფნას. რაც შეეხება ფ1-ს, ეს სპორტი არის ძალიან სწრაფი და უზუსტესი სპორტი, სადაც პილოტებს მოეთხოვებათ მაქსიმალური კონცენტრაცია, სიზუსტე და სწრაფი რეაქცია. პილოტევი ვალდებულნი არიან ირბოლონ სუფთად, ყველანაირი კონტაქტისა და ინციდენტების გარეშე.
4.1. გასწრება უნდა მოხდეს მოწინააღმდეგის გვერდის ავლით, ყველანაირი კონტაქტის გარეშე, ისე რომ პილოტმა არ მოუჭრას გზა ოპონენტს და გასწრების მერე მოხვდეს აპექსზე.
4.2. პილოტს შეუძლია თავის პოზიცია დაიცვას ტრაექტორიის შეცვლის მხოლოდ ერთი მცდელობით სწორ მონაკვეთზე, მაგრამ უნდა დატოვოს საკმარისი ადგილი, სადაც გაივლის მინიმუმ ერთი ბოლიდი მაინც.
4.3. თუ პილოტი ბრუნდება ტრეკზე ან გზის გარედან, ან პიტლეინიდან, ან იწყებს სიჩქარის აკრეფას, იგი ვალდებულია დარჩეს ტრაექტორიაზე და მოძრაობს შეუცვლელად გააგრძელოს სიჩქარის აკრეფა და არ დაიცვას თავი ტრაექტორიის შეცვლით.
4.4. გასწრების მომენტში პილოტი რომელიც იცავს თავს, ვალდებულია არ დაამუხრუჭოს უეცრად, მოსახვევამდე, მოწინააღმდეგის დაზიანების მიზნით.
4.5. თუ გადასწრება მოხდა წესების დარღვევით, მაშინ პილოტი ვალდებულია შეანელოს სიჩქარე და დაუბრუნოს პოზიცია, ასევე თუ პოზიციის დაცვა მოხდა წესების დარღვევით, პილოტი ვალდებულია შეანელის სიჩქარე და გაატაროს მის უკან მყოფი პილოტი.
4.6. თუ დარღვევის შემდეგ თამაშმა გამოიტანა გადაწყვეტილება ჯარიმის სახით (პიტლეინზე გავლა, ან დროის დამატება), მაშინ პილოტი აღარ არის ვალდებული, რომ დათმოს პოზიცია, მას შეუძლია იმოქმედოს თავის შეხედულებისამებრ, ან დააბრუნოს პოზიცია, ან გააგრძელოს რბოლა თავის პოზიციით და მოიხადოს აღნიშნული სასჯელი.
4.7. თუ პილოტი მოძრაობს ტრეკის ნებისმიერ მონაკვეთზე და ხედავს, რომ გზიდან არის გადასული სხვა ბოლიდი, ან დაზიანებულია და ნარჩენები ყრია ტრეკზე, მოძრავი პილოტი ვალდებულია შეანელოს სიჩქარე და განსაკუთრებული სიფრთხილით გაიაროს აღნიშნული მონაკვეთი.
4.8. თუ ორი პილოტი მოძრაობს გვერდიგვერდ და უახლოვდებიან მოსახვევს, მაშინ ისინი ვალდებულნი არიან მოსახვევში შევიდნენ თავიანთი ტრაექტორიით, ისე რომ არ დაუკეტონ ერთმანეთს გზა, დატოვონ იმდენი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება მინიმუმ ერთი ბოლიდის გავლა.
5. წესები და მითითებები
ყველა პილოტი ვალდებულია დაემორჩილოს რბოლის წესებსა და მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას მისცენ დისკვალიფიკაცია, ან მოხსნან ურიჩი პილოტი საქართველოს ჩემპიონატიდან.
დროშები, უსაფრთხოების მანქანა და მათი მნიშვნელობა. ეს წესები დაბალანსებულია რეალური ფ1-ის წესების პარალელურად:
ყვითელი დროშა - ნიშნავს ტრეკის მონაკვეთის სახიფათო ზონას. იგი შესაძლებელია ნაჩვენები იქნას სხვადასხვა ინციდენტის დროს. მისი მოქმედების ფარგლებში პილოტი ვალდებულია შეანელოს სიჩქარე, არ განახორციელოს გადასწრება და მოძრაობა გააგრძელოს განსაკუთრებული სიფრთხილით.
ლურჯი დროშა – ნიშნავს რომ გიახლოვდებათ სწრაფი ბოლიდი, რომელსაც ჩამორჩებით მინიმუმ ერთი წრით. ლურჯი დროში ჩვენების შემდეგ პილოტი ვალდებულია სამი მოსახვევის განმავლობაში, გაატაროს მის უკან მყოფი სწრაფი პილოტი. ასევე ლურჯი ფერის დროშა შესაძლებელია ნაჩვენები იქნას პიტლეინიდან გამოსვლის დროსაც, სადაც პილოტი ვალდებულია დაუთმოს გზა ტრეკზე მოძრავ სხვა პილოტებს.
წითელი დროშა - ნიშნავს რომ რბოლა შეწყვეტილია. წითელი დროშა შესაძლებელია ნაჩვენები იქნას ცუდ ამინდში, სადაც რბოლა ფაქტიურად შეუძლებელია, ასევე სახიფათო ინციდენტების დროს. წითელი დროშის ჩვენების მერე რბოლა წყდება და მხოლოდ გარკვეული დროის მერე იქნება ცნობილი, გაგრძელდება თუ არა რბოლა.
მწვანე დროშა – ნიშნავს, რომ რბოლა განახლებულია, სახიფათოადგილი გასუფთავებულია და აღარ კრძალავს გადასწრებას, იგი შესაძლებელია ნაჩვენები იქნას ნებისმიერი სხვა ფერის დროშის შემდეგ.
შავი დროშა - არის მანიშნებელი იმისა რომ პილოტმა მიიღო ჯარიმა, ან პიტლეინზე გავლა, ან დროის დამატება, ან საერთოდ დისკვალიფიცირებულია რბოლიდან.
შავთეთრი კუბიკებიანი დროშა - მანიშნებელია იმისა, რომ გადაკვეთეთ ფინიშის ხაზი და რბოლა დასრულებულია.
უსაფრთხოების მანქანა “SC” – გამოდის ამინდის გაუარესების შემთხვევაში, როდესაც ხილვადობა ცუდია და რბოლა გართულებულია, ასევე ძლიერი დაზიანების ინციდენტის დროს, როდესაც მწყობრიდან არის გამოსული ერთი ან რამოდენიმე ბოლიდი და ნარჩენები ყრია ტრეკზე. იგი სათავეში ჩაუდგება ბოლიდებს და იმოძრავებს შედარებით დაბალი სიჩქარით, აიკრძალება გადასწრება. ამ დროს უსაფრთხოების მანქანას ჩართული აქვს ყვითელი მოციმციმე შუქურა და ნაჩვენებია ნიშანი SC, ამის გარდა შესაძლებელია ნაჩვენები იქნას, როგორც ყვითელი, ასევე წითელი დროშაც. უსაფრთხოების მანქანა მანმადე დაერჩება ტრეკზე, სანამ ამინდი და ხილვადობა არ გაუმჯობესდება, ასევე სანამ ტრეკი არ გასუფთავდება ნარჩენებისაგან. როდესაც უსაფრთხოების მანქანა ჩააქრობს ყვითელ მოციმციმე შუქურას, ეს იმის მანიშნებელია, რომ იგი ამ წრეზე შედის პიტლეინზე და ნაჩვენები იქნება მწვანე დროშა, რის შემდეგაც რბოლა განახლდება და შესაძლებელი იქნება გასწრების განხორციელება
5. ინციდენტები და მათი განხილვა
არის სიტუაციები, როდესაც თამაშის დროს ირღვევა წსები, თუმცა ეს დარღვევა ეპარება თამაშს და დამრღვევი არ იღებს არანაირ ჯარიმას. ასევე არის სიტუაციებიც, როდესაც ასეთი შემთხვევის დროს ზარალდება სხვა მონაწილე. ამიტომ მაქსიმალურად რომ დავაბალანსოთ ყველა სიტუაცია თუ ინციდენტი, საჭიროა მისი განხილვა.
ყველა პილოტის მიმართ იქნება თხოვნა – რომ ჩაწერილი იქნას ყველა რბოლა, და თუ რაიმე საკამათო ინციდენტი მოხდება, შემდგომში მოხდეს მათი განხილვა და გატარებული იქნას შესაბამისი ზომები.
ამისათვის საჭიროა ორგანიზატორებს გამოეგზავნოს მეილი უახლოეს 24 საათის განმავლობაში, სადაც ნაჩვენები იქნება ინციდენტის მიმთითებელი ლინკი და მოკლე აღწერა.
This post has been edited by MuFaS on 5 Dec 2011, 14:15