არავინ თამაშობთ ?

მე ლივერპულით დავიწყე ახალი თამაში და სულ სხვა ფსიქოლოგიით მივყვები
ტრანსფერებით დავიწყებ:
ინ

დიეგო - ეს კაცი სულ მინდოდა მომეყვანა მაგრამ წინ ორი ფორვარდით თამაშისას არ რჩებოდა მაგისი ადგილი.. წელს კიდე სულ სხვა ტაქტიკით ვთამაშობ.. ნუ მართალია ეს პირველი თამაშებია ვერ მოერგო გუნდს მაგრამ მე მაინც დიდ იმედებს ვამყარებ

ნუ კავანის მოყვანის მიზეზი ნათელია, 1 ფორვარდი იყო გუნდში - ბორინი !
ხო კიდე, მინდოდა ვინმე საშუალო დონის ლეფთ ბექი, ენრიკეს რო ტრამვა მიეღო ან დისკვალიფიკაცია, მაგრამ წესიერი ვერავინ ვნახე.. აბიდალს ყიდდა ბარსელონა 3 ლიმონად მაგრამ ეს უკანასკნელი ლიონმა ამახია

აუთ

ენდი ქეროლი ზედმეტი ტვირთი იყო გუნდისთვის, და ტრანსფერზე როცა დავაყენე ძალიან გამიკვირდა, ერთადერთი შეთავაზება ჩელსისგან იყო მოსული

ასეა თუ ისეა ტრანსფერები ამართლებს, ამართლებს ტაქტიკაც, ფეხბურთელებიც.. და საბოლოოდ სექტემბრის ბოლოსკენ ასეთი შედეგი მივიღე :

ეუროპა ლიგაზე სუ პატარებს ვათამაშებ, ერთადერთი კარაგერი და დაუნინგი თამაშობენ დიდებიდან .. დანარჩენები აკადემიის ხალხია: სუსო, კოუდი, ვილსონი, სტერლინგი და ა.შ

მოკლედ ჯერჯერობით მეტი არაფერი არ ხდება.. ხო მიზანი თავისთავად ჩლ-ზე გასვლა და რომელიმე თასის მოგებაა

))
თქვენც დაწერეთ რა თქვენი შედეგები თუ ვინმე თამაშობთ