--------- დეკემბრის განახლება -----------
2012 წლის მიწურულს, მორეკამბე ლიგაში 7-ე პოზიციაზეა და აგრძელებს ბრძოლას პლეიოფის ზონაში მოსახვედრად (3-7ადგილები).
FA თასზე დავამარცხეთ გრინ ფორესტ როვერსი და გავედით გათამაშების მესამე რაუნდში, სადაც nPower league 1-ის გუნდს, ტრანმარეს შევხვდებით.
ჩემპიონატის 7 შეხვედრაში ნორმალური შედეგი ვაჩვენეთ 3 გამარჯვებით და მხოლოდ 1 მარცხით. თუმცა, მინდა ვთქვა რომ ბევრად უფრო მეტი ქულის აღება შეგვეძლო. ბოლო 2 მატში უამრავი მომენტი გვქონდა და თავისუფლად შეგვეძლო მეტოქეების დამარცხება, თუმცა თითო ქულას დავჯერდით.

საპანიკო არაფერია, მაგრამ გუნდს აშკარად ბევრი სამუშაო აქვს ტაქტიკის და მენ მენეჯმენტის მხრივ. ბოლოს და ბოლოს მორეკამბეს ფეხბურთელებმა წერტილი უნდა დაუსვან მრავალწლიან საგას, სადაც გუნდი ვერ ვითარდებოდა. ამისთვის რა თქმა უნდა, გვჭირდება გამარჯვება ისეთ თამაშებშიც, სადაც საუკეთესო ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ. დაბალ ლიგებში ჩვენი მიზანი უნდა იყოს მხოლოდ ერთი -- შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი და რა თქმა უნდა, კარგი სანახაობაც. ეს არის უმნიშვნელოვანესი, მხოლოდ ესე თუ მოვახერხებთ უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლას.

კითხვა გააგრძელეთ აქ
http://morecambefm13.blogspot.com/