The Leyton Orient F.C. Challenge
მოკლედ აქაა ჩვენი ჩელენჯი როგორც იქნა.
ესეიგი ლეიტონ ორიენტი, გუნდი იმყოფება ინგლისის მესამე დივიზიონში.. ძალიან მოკლე შემადგენლობით, თუმცა ექსპერტები მე–7 ადგილს უწინასწარმეტყველებენ..
საბედნიეროდ და მოულოდნელად კლუბისა, 2013 წლის სეზონის დასაწყისში გუნდში სერიოზული ცვლილებები ხდება, ლეიტონს ყიდულობს ერთ–ერთი უმდიდრესი შეიხი
ტალალ ალ-ფაჰადი რომელიც მზადაა აქციოს ეს გუნდი პრემიერ ლიგის სტაბილურ მოთამაშედ
ვიკიპედია:
http://en.wikipedia.org/wiki/Leyton_Orient_F.C.
ეხლა რაც შეეხება თვითონ ჩელენჯს და მასში მონაწილეობის წესებსა და მიზნებს.
პირველ რიგში აუცილებლად გვჭირდება ზამთრის ტრანსფერები განახლება LFC_Marshall, რომელში ცვლილებები შევიტანე და უნდა გადმოწეროთ ეს ფაილი..
http://bin.ge/dl/104273/transfer-update.rar.html(არქივში რა ფაილებსაც ნახავთ ვაგდებთ აქ : C:\Users\username\Documents\Sports Interactive\Football Manager 2014\editor data)
1. თამაშის დაწყებისას ვირჩევთ მხოლოდ ინგლისის ლიგებს Blue Square Bet Premier და ზემოთ.
2. ბაზის მოცულობა უნდა იყოს საშუალო (Medium).
3. უნდა გავაკეთოთ ყველა საჭირო ინფორმაციის სქრინშოტი და დავდოთ ფორუმზე (აუცილებლად სპოილერში), რის მიხედვითაც დაგვეწერება ქულები. ფოტოების ატვირთვა შეგვიძლია აქ:
http://imgur.com/საჭირო ინფორმაციაში შედის: ნებისმიერი ტრანსფერი, იქნება ეს სტაფი თუ ფეხბურთელი. ნებისმიერი გაუქმებული თანამშრომლობა სტაფთან ან ფეხბურთელთან. ასევე, უნდა ვიცოდეთ რა შემადგენლობით ვიწყებთ ცალკეულ სეზონებს და ა.შ ერთი სიტყვით მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა დავპოსტოთ ასე უფრო საინტერესო იქნება.
თვითონ ჩელენჯის აზრი არის იმაში, რომ ყველას გვაქვს თანაბარი პირობები და ჩვენეული ხედვა გუნდის განვითარების და მიზნების მიღწევის. ასე რომ ამ ჩელენჯში არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზანი, თამაშების და სატურნირო მდგომარეობების ქულებს შევაჯამებთ სეზონების ბოლოს. ხოლო სხვა მონაცემებს შეძლებისდაგვარად განვახლეებთ ხოლმე თემაში

რა თქმა უნდა, ლეიტონის ჩელენჯის მთავარი ხიბლი არის იმაში, რომ ეს გუნდი გავხადოთ საშუალო დონის ინგლისური გუნდი, რომელიც სტაბილურად ითამაშებს პრემიერ ლიგაში და დანარჩენი უკვე დროის ამბავია. მოკლედ, არ მოვიწყენთ

ასევე ჩელენჯს არ აქვს ფიქსირებული სტარტის ან ფინიშის დრო, გამომდინარე თვითონ თამაშის ხასიათისგან. ყველა ითამაშებს მაშინ, როცა მოუნდება და რამდენიც მოუნდება რა თქმა უნდა.
ქულების გამოთვლის ფორმულას დავწერ ქვემოთ გრაფებს ვაკეთებ.
===============================================================
ჩელენჯის რეგლამენტი და ქულებით შეფასების სისტემა
თამაშში მოქმედებს ქულები, რის მიხედვითაც სეზონების ბოლოს შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთის ქულებს და იქნებიან სეზონის გამარჯვებულები.
სატურნირო მდგომარეობა.
100 ქულა - ლიგის მოგების შემთხვევაში გვეწერება .
60 ქულა - პირდაპირი პრომოუშენი (მაღალ დივიზიონში ასვლა)
35 ქულა - პლეიოფში გასვლა (+20 ქულა თუ პლეიოფს მოვიგებთ). +ასევე აღირიცხება პლეიფობის თამაშები ჩვეულებრივ ქულებად ფრე-1 და ა.შ)
15 ქულა - პირველ 12 გუნდში გასვლა.
სხვა პოზიციებში ქულა არ გვეწერება.
ასევე ორმაგდება ეს ქულებიც, მაგალითად პრემიერ ლიგის მოგება იქნება 300 ქულა, ჩემპიონშიპი 200, ხოლო მეორე ლიგაში გადასვლის შემთხვევაში იქნება 50 ქულა.
ლიგიდან გავარდნა არის - მინუს 50 ქულა.
პრემიერ ლიგაში სხვა ბონუსები იარსებებს როგორც კლუბის ისტორიის შექმნა და ამაზე ცოტა ქვემოთ.
ინგლისის სათასო სისტემა.
ასოციაციის თასი
5 ქულა - FA-ს თასზე ნებისმიერი მოგება (იგივე ან უფრო დაბალი რეპუტაციის გუნდთან).
8 ქულა - FA-ს თასზე ერთი ლიგით მაღალი რეპუტაციის გუნდის გამოგდება.
25 ქულა - FA-ს თასზე ორი ლიგით მაღალი რეპუტაციის გუნდის გამოგდება.
თითო რაუნდში გასვლა მოგვიტანს +5 ქულას, ფინალშჳ გასვლა კი 30.
გამარჯვება - 100 ქულას.
ლიგის თასი
3 ქულა - მოგება.
5 ქულა - ერთით ლიგით მაღალი რეპუტაციის გუნდთან.
15 ქულა - ორი ლიგით მაღალი რეპუტაციის გუნდთან.
30 ქულა - ფინალში გასვლა (დამარცხება).
60 ქულა - ფინალში გამარჯვება.
ევროპის თასები :
ჩემპიონთა ლიგა
ჯგუფურ ეტაპში მოხვედრა + 30 ქულა
ფლეიოფში მოხვედრა +20 ქულა
ჯგუფიდან გასვლა +50 ქულა
ხოლო ყოველ შემდეგ ეტაპზე გასვლა (მერვედფინალები და ა.შ.) +10 ქულა
ფინალში გასვლა (ანუ მეორე ადგილიც იგულისხმება ამაში თუ ვერ მოიგებთ ) +50 ქულა
ჩლ-ზე გამარჯვება +100 ქულა.
ევროპის ლიგა
ჯგუფურ ეტაპში მოხვედრა + 20 ქულა
ფლეიოფში მოხვედრა +10 ქულა
ჯგუფიდან გასვლა +20 ქულა
ხოლო ყოველ შემდეგ ეტაპზე გასვლა (მერვედფინალები და ა.შ.) +5 ქულა
ფინალში გასვლა (ანუ მეორე ადგილიც იგულისხმება ამაში თუ ვერ მოიგებთ ) +30 ქულა
ევროპის ლიგაზე გამარჯვება +70 ქულა.=================================================
That's all

მსურველები ვინც იქნები თ ხვალიდან დავიწყოთ, და თუ ვინმეს რამე ცვლილები შეტანა გინდათ წესებში თქვენს აზრსაც მოვისმენ