კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება აღმოვაჩინე:
სანამ ჩამოვთვლიდე ერთ რამეს გეტყვით. ამ თამაშს არანაირი აზრი არ აქვს თუ ჯოისტიკით არ თამშობთ, თანაც ისეთი ჯოისტიკით, რომესაც ორივე ანალოგი უმუშავებს. ვინც კლავიატურით ხართ, ჩათვალეთ ძალიან ბევრს კარგავთ და მხოლოდ ნახევარ სიამოვნებას იღებთ თამაშიდან! მოკლედ ანალოგებიანი ჯოისტიკები გინდათ. საუკეთესო ვარიანტია სონი 3-ის ჯოისტიკი, ან xbox 360-ის ჯოისტიკი.
ახლა რაც შეეხება ცვლილებებს
*დაბრუნებული არის ფინტების გაკეთების ძველი, მაგრამ გაუმჯობესებული სისტმა. (ერთ ღილაკზე რომ აყენებდი ნებისმიერ ფინტს და მარტივად აკეთებდი ბოლო სერიებში, ეს უაზრობა ამოღებულია).
*ახლა უკვე შესაძლებელია ბურთის მოჭრა შენთვის სასურველი ტრაექტორიით, იმ მოთამაშით, რომელსაც ბურთის მოჭრის მაჩვენებელი მაღალი აქვს. პირლოთი ჩავახვიე კუთხურიდან
*დამატებული არი ისეტი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიც მაგალითად ტანის ჩადგმაა, მაგალითად გარბიხარ ბურთით და მოწინააღმდეგე უკნიდან გეწევა, ანალოგის ერთი მარტივი მოძრაობით, კორპუსს უდგავ და მოთამაშე ბურთს ვეღარ გართმევს, ასევეა უბურთოთ ყოფნის შემთხვევაშიც. უპირატესობა აქვს იმ მოტამაშეს რომელსაც Body Balance- მაღალი აქვს
*გაუმჯბესებულია მეკარის სისტემაც, ახლა უკვე შენ შეგიძლია მეკარე გადაახტუნო სასურველი მიმართულებით, ან არ გადაახტუნო და ჩაუვარდეს ფეხებში შემტევს. მოკლედ წინა სერიებში, ზოგიერთ შემთხვევაში ავტომატურად რო გამოდიოდა, ან თავისით რომ ხტებოდა, ასე აღარააა...
*გაუმჯობესებულია კომბინაციების სისტემა. თავიდან ირჩევ რამოდენიმე კომბინციას, და შემდეგ თამაშში ღილაკზე მარტივი დაჭერით უთითებ რომელი კომბინაცია გინდათ რომ მთამაშებმა გაათამაშონ
*ასევე დამატებულია დარტყმის მიმართულებს სისტემაც. მაგალითად 1-1ზე გახვედი მეკარესთან, დარტყმის მომენტში აწვები სპეციალურ ღილაკს და ანალოგის მოძრაობით უთითებ, რომელ კუთხეში, ზემოთ ან ქვემოთ გსურს ბურტის გაგზავნა. (ამ მომენტში კარებში ჩნდება ე.წ. მიზანი) უპირატესობა ენიჭებათ მოთამაშეებს რომლებსაც დარტყმის სიზუსტის მაჩვენებელი მაღალი აქვტ.
*ასევე დამატებულია ე.წ. ორთა შუა ბურთის გაგდების სისტემის ახალი მეთოდი. სრულიად მექანიზირებულია ბურთის გაგდების პრინციპი, ასეთ შემთხვევაში მოედანზე ჩნება "მიზანი", რომელსაც ანალოგით ამოძრავე სასურველი მიმართულებით და ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია ბურთს გაგდება, ან გადაკიდება.
შეაძლოა ეს ოპციები არ გაგეჩითოთ თავიდან ტამაშში, მაგრამ არ დაიბნეთ აუცილებელია მისი ჩართვა, გააქტურება მენიუდან... ან თუ მაგალითად ეს ყველაფერი უკვე ჩართულია მაგრამ ალღო ვერ აუღეთ, არ დაიბნეთ, შესაძლებელია კლასიკურ მოუდზე გადართვა, მენიუდან...
Ronnieno