წინა წლის პეს-ების გამო, გული მქონდა აცრუებული და ჯერ ხო კარგა ხანს არ ვიწერდი პეს 2016-ს და ჩაწერის მერე კარგა ხანს არც ვაყენებდი.
ბოლო-ბოლო დავაყენე, პატჩიც ჩავწერე North London-ებით რომ არ მეთამაშა

და მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი სათამაშოა, ადრე თითქმის ყველას ერთნაირი დრიბლინგი ჰქონდა, ახლა ნაჩო მონრეალსაც კი გამოარჩევ

პასებიც ძალიან კარგადაა გაკეთებული, ფლანგიდან შეტევაც უფრო გამრავალფეროვნებულია, სხვადასხვანაირი ჩაწოდებით ან დაბალი ბურთის შეგდებით.
უბურთო ფეხბურთელებიც ძალიან ჭკვიანურად იხსნებიან.
პასები, დრიბლინგი, ფეხბურთელების ინტელექტი, დარტყმა, ყველაფერი მომეწონა - ყოველ შემთხვევაში იმასთან შედარებით, რა მოლოდინიც მქონდა.
ხარვეზებიც არის, მაგალითად მსაჯი წითელს უხეშობის გამო თითქმის არ იძლევა ხოლმე (თუ ბოლო იმედის ჯარიმა არაა, ან რამე ეგეთი), მაგრამ რამდენადაც ვიცი, ვიღაც უცხოელი ტიპი, მარადონას ნიკით, გეიმფლეის ასწორებდა და ერთ-ერთი მსაჯიც იყო.
მაგრამ არ ვიცი, არ მიცდია, უნაკლოდ მუშაობს ჩემი პესი იმ პატჩით და აღარ ვეხები
* * *
და კიდევ ერთი ხარვეზი გამომრჩა, თამაშგარეს არასწორად ნიშნავს ხოლმე, გამეორებისას ჩანს ხოლმე, რომ ხაზის უკან მცველი დგას
This post has been edited by Manuelo Costa on 9 Feb 2016, 12:03
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".