ონლაინს რამდენი პროცენტი თამაშობს მერე?
თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ოფლაინში ვთამაშობთ, ან მეგობართან ჯოისტიკებით, ან მასტერ ლიგას, ან ბიქამ ე ლეჯენდს და ონლაინის მინუსები ამაზე ნაღდად არ გადმოდის

საკმაოდ დიდი ხანია რაც პეს-ს ვთამაშობ (ნუ კონამის ფეხბურთს სონი 1-იდან მოვყვები), მაგრამ PC-ზე პეს 2006-იდან ვარ. თავის დროსთან შედარებით ყველაზე რევოლუციური პეს 2008 იყო, ეგ იყო გარღვევა და მერე მომდევნო წლები მაგის გაუმჯობესების მცდელობები იყო. პეს 2009-საც და პეს 2010-საც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი.
ფიფას არასდროს არ მქონდა ნათამაშები (2003-ს თუ არ ჩავთვლით, მგონი ეგ იყო, გიგზი, დავიდსი და კიდევ ვიღაც იყო ქავერზე, კარგად არ მახსოვს)
2010 წლის ბოლოს გამოვიდა პეს 2011, რომელიც ყველაზე საშინელი პესი იყო, რაც მანამდე (და მერე) მითამაშია, ამიტომ მოვსინჯე FIFA 11 და რამდენიმე თავით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე პეს 2011. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი მოედნის ცენტრში თანაგუნდელისთვის პასის გაგორებაც კი სასიამოვნო იყო, იმდენად რეალური იყო ბურთის მოძრაობა დაბალი პასის დროს და მაგ თამაშზე ვიყავი შემჯდარი, მომდევნო წლებში ორივეს ვთამაშობდი, ფიფასაც და პესსაც, გეიმფლეი შედარებით რეალური ფიფას ჰქონდა მაინც, ბოლო-ბოლო ფეხბურთელით ერთი მიმართულებით რომ გარბოდი, ფიფაში ხან ოდნავ მარცხნივ გაიგდებდა ბურთს, ხან ოდნავ მარჯვნივ, როგორც რეალურ ფეხბურთშია, პესში გეომეტრიული სიზუსტით დარბოდნენ ფეხბურთელები, რაც ჩემი აზრით, მინუსი იყო.
ფიფამ ტაქტიკური დაცვა დაამატა მერე, რაც ასევე სერიოზული პლიუსი იყო და არ ვიცი ახალ პესს ეგ აქვს თუ არა და წესით უნდა ჰქონდეს, თუმცა მე არ მინახავს. კონტრაზე როცა მოდიან, რეალურ ფეხბურთში ეგრევე არ მივარდებიან ხოლმე, თვითონაც ჩამორბიან უკან ნელ-ნელა, ოდნავ ზურგშექცევით. პესში ან უნდა გადაცვალო კაცზე და ანალოგით, ანუ შენით უნდა არბენინო ფეხბურთელს უკან, რაც ძალიან რთულია და ეგრე არ უნდა იყოს, ან უნდა მივარდე, ასეთ დროს უადვილესია მცველის მოტყუება და მერე რჩება უდიდესი სივრცე.
მაგრამ ბოლო პესი, ანუ პეს 2016 ძალიან კარგი სათამაშოა, უბურთო ფეხბურთელების ინტელექტი ძალიან გაზრდილია, რაც იძლევა საშუალებას, შენზე მორგებული ტაქტიკისა და სტრატეგიის შემთხვევაში, თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღო და ითამაშო ისე, როგორც შენ გინდა.
მასტერ ლიგა ძველებურად მოსაწყენი აღარ არის, მე პირადად ყოველთვის მაკლდა პესის მასტერ ლიგაში ის, რომ ფიფასგან განსხვავებით თამაში ნაკლებად გვესაუბრებოდა, ფიფაში ეგ ძალიან მაღალ დონეზეა, ტრანსფერის შეთავაზების დროს ყველანაირ ინფორმაციას გაწვდიან, თუ რატომ არ გადმოდის, იქ პლიუს დაპირებებია, რომ ძირითადში ათამაშებ და ა.შ.

პესში ან სთავაზობ გადმოდიო, ან არა

მეტი არაფერი, პრინციპში, ვისაც ეზარება ეგეთები, მაგისთვის უკეთესიცაა, მაგრამ მე პირადად მიყვარს დამატებით დიალოგები თამაშსა და მოთამაშეს შორის, რაღაცნაირი რეალურობის შეგრძნებას ტოვებს.
თუმცა, მიუხედავად ამ დანაკლისისა ახალი პესის მასტერ ლიგას დაემატა თითქმის ყველანაირი სტატისტიკა, რაც სტატისტიკის ჩემნაირი მანიაკებისთვის არის მისწრება. ამ მხრივ პეს 2016 -ის მასტერ ლიგა ძალიან გამდიდრდა. გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლება იმაზე, თუ როგორ თამაშობ, საიდან უტევ უფრო ხშირად, ართმევებში ვის აქვს ყველაზე კარგი მაჩვენებელი, პასებში ვის და ა.შ.
ერთადერთი, რაც ზემოთ დავწერე, ის მაკლია პესის მასტერ ლიგაში, დიალოგი თამაშსა და ჩემს შორის.
ახლა გეიმფლეის რაც შეეხება, ჩემი აზრით, სერიოზულად არის დახვეწილი პასიც, დრიბლინგიც, ჩაწოდებაც (ან ბურთის დაბალი შეყოლება, წინა პესებში ასეთი არ იყო, ვგულისხმობ ბურთის ამდენად რეალურ ტრაექტორიას) და დარტყმაც.
დაცვაში მაღალ დონეზე თამაში ხანდახან შეუძლებელიც კია, თუ კარგად შეგიტევენ და ეს სერიოზული პრობლემაა და პლიუს ის 2 პრობლემა, რაც წინა გვერდებზე დავწერე.
თამაშგარის არასწორად დაფიქსირება და ის, რომ მსაჯი ყვითელს და წითელს თითქმის არ იძლევა ხოლმე.
თუმცა კიდევ ეგ სჯობს, წინა პესში ყველაფერზე რომ ჯარიმას დებდა იმას. ყველანაირ მუღამს მიკარგავდა თამაშის.
მოკლედ, ორივეს ექნება ალბათ თავისი პლიუსები, ადრე ყოველთვის ვამბობდი, გრაფიკულად პესი უკეთესია, მაგრამ გეიმფლეით ფიფა სჯობს-მეთქი, მაგრამ უკვე აღარ ვარ დარწმუნებული ამ უკანასკნელში.
ამ პესში მარტო სწრაფი პასების გადაბმა არის ორგაზმი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებო.
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".