ერთი პრობლემა მაქვს, რაც არ მქონია აქამდე
FIFA-ს სონი 4-ზე ვთამაშობ 2017-იდან მოყოლებული
2017-ითაც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, 2018-ითაც, და 2019-ითაც ამ მომენტამდე,
მოკლედ რა ხდება,
ტოტენჰემს,
მანჩესტერს,
იუვენტუსს,
ბაიერნს,
არსენალს,
ჩემ ძმას რომ ვეთამაშები ამ გუნდების წინააღმდეგ, აბსოლუტურად ყველა კუთხური გოლით მთავრდება... აქამდე ყოველთვის მაგრად ვერთობოდით და წლების განმავლობაში ყოველთვის თანაბრად ვთამაშობდით და ეს მუღამი გვქონდა ხოლმე... ახლა კიდევ მუღამი ბოლომდე დამეკარგა რადგან თუ წინ გავდივარ, საკმარისია შემიტიოს და კუთხური მოიპოვოს და წინასწარ ვიცი რომ გოლია...

კეინს, ლუკაკუს, რონალდოს, მანჯუკიჩს, ლევანდოვსკის და ობამეიანგს ვერცერთი მცველით ვერ ვიყვან ვერასდროს... ჩაწოდება, დარტყმა და გოლი...
ბოლოს უკვე თამაში შევწყვიტე და სურვილი აღარ მქონდა, მორჩა... ატლეტიკო მქონდა არჩეული, ტოტენჰემი ჰქონდა არჩეული და 3:0 წავიყვანე პირველი ტაიმი, მეთქი მორჩა, რაღა უნდა მოხდეს რომ დამიტრიალოს უკან თამაში თქო და, მეორე ტაიმში 46 წუთიდან 55 წუთამდე 3:3 გამიხადა უსწრაფესად, ისე მიეწყო რომ სამი კუთხური აიკიდა ამ პერიოდში, და სამი იდენტური გოლი გამიტანა კეინით, სამი ცდიდან ერთხელაც ვერ ავიყვანე... აყვანას კიდევ ვინ ჩივის, დარტყმითაც ისე მოჭრილად ურტყამს თავით, მეკარე ვერ იღებს, არადა მეკარისკენ მიდის ბურთი

ეგ თამაში 6:3 მომიგო, ბოლო გოლიც კუთხურით ზუსტად იმ სამი გოლისნაირი გამიტანა კეინით...
ხოდა პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ თავდამსხმელის აყვანის მექანიზმი არ არსებობს, დამუღამებული აქვს რა მიმართულებით ჩააწოდოს, ვნიშნავ კონკრეტულ მცველს და ვუყენებ კეინს, მაგრამ მაინც ახერხებს საჰაერო ბრძოლაში გამარჯვებას და იტანს გოლს... თან იმაზე ცალკე მეშლება ნერვები, მეკარე რომ 10 ცდიდან ვერცერთხელ ვერ იღებს დარტყმულს
რა ვქნა მირჩიეთ რაა, ბოლომდე დამეკარგა მუღამი არადა წლებია ასე ვერთობით ხოლმე საღამოობით... აბა თამაშს და გოლის გატანას ხომ ვერ ავუკრძალავ? და 'უდრებს არ ვართ' და ეგეთ სირობებს ხომ არ დავიწყებ?

იქნებ იცოდეთ გამოსავალი
Legacy-ს არ ვთამაშობთ, ჩვეულებრივ ამხანაგურებს ვთამაშობთ და საერთო ანგარიშს ვითვლით, სადღაც 115 - 100 არის უკვე ჩემი ძმის სასარგებლოდ, არადა პერიოდულად ხან მე ვუსწრებდი 3-4 ხელით, ხან თვითონ მისწრებდა ხოლმე, ახლა მე ვუსწრებდი 7 ხელით, ხოდა ზედიზედ 22 ხელი მომიგო

ოდნავ წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევ იმიტომ რომ კუთხური უდრის გოლს