#62604709 · 28 May 2026, 08:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტიკტოკის და იუთუბის გადამკიდე, საშინელებაა თანამედროვე გეიმინგი. "გააკეთე ეს რომ მიიღო დოხუია wheelspin 5 წუთში' "გააკეთე ეს რომ გქონდეს დოხუიამილიონი 5 წუთში" "გააკეთე ეს რომ ლეველები გადაჯმამდე მოიმატო 5 წუთში"
არა ვისაც როგორ უნდა ისე ითამაშებს თამაშებს, მარა ამდენ მილიონს რომ წამებში აგროვებ, მერე ყიდულობ meta მანქანებს და ონლაინში ნორმალურად მოთამაშე ხალხსაც უფუჭებ გამოცდილებას. შენც მალე იბეზრებ თამაშს და სხვასაჯ უჯვამ სიამოვნებაში.
მოკლედ ვერ ვიგებ რა სიამოვნებას იღებენ, როცა თამაშის გამოსვლიდან 1-2 კვირაში აკეთებენ იმ ყველაფერს, რასაც რამდენიმე თვე უნდა დასჭირვებოდა. ყველა თამაშში მასე იქცევიან და მერე ზუსტად მასეთი ხალხი წუწუნებს ხოლმე რომ მოსაბეზრებელიაო, ბევრი კონტენტი არ არისო და ა.შ.
მემგონი თანამედროვე თაობამ საერთოდ არ იცის ის სიამოვნება, რასაც თამაშში შენით რაღაცის აღმოჩენა ჰქვია. ცხოვრებაში ai-ს გარეშე ვეღარ აკეთებენ ვერაფერს და თამაშებში ვიდეო გაიდების გარეშე
This post has been edited by KickOff on 28 May 2026, 08:39
|