უწონადობა დედამიწაზეუწონადობა ზოგადად მიჩნეულია ადამიანის მიერ განცდილ შეგრძნებებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ რომელიც კოსმოსური გაფრენების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. თუმცაღა უწონადობის გრძნობის განსაცდელად სულაც არაა აუცილებელი მაინცდამაინც კოსმოსში გაფრენა რადგან ეს საკმაოდ ძვირი ღირს. შესაბამისად საჭიროა ამ სასიამოვნო გრძნობის-უწონადობის განსაცდელად სხვა გზების მოძებნა დედამიწაზე. ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ დიდი ხანია რაც ცნობილია და მას ჯერ კიდევ კოსმოსური ერის დასაწყისადმე იყენებდნენ მომავალი კოსმონავტების საწვრთნელად-ესაა სპეციალიზირებული თვითმფრინავი რომელიც აღწევს რამდენიმე კილომეტერს სიმაღლეს ზღვის დონიდან და ძირს ეშვება ეგრეთ წოდებული “კეპლერის პარაბოლის” ტრაექტორიით და ამ დროს ამ თვითმფრინავის მგზავრები მცირე ხნით უწონადობას განიცდიან. თუმცა ესეც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ამიტომ სხვა გზების მოძებნაა საჭირო.
საერთოდ უწონადობა შედეგია
თავისუფალი ვარდნისა როდესაც მხოლოდ გრავიტაცია მოქმედებს რომელიმე სხეულზე და ვარდნისა დროს არ არსებობს რომელიმე ფიზიკური დაბრკოლება. კერძოდ, როდესაც ჩვენ დედამიწაზე ვდგავართ გრავიტაცია ჩვენზე მოქმედებს მაგრამ დედამიწის ზედაპირის არსებობის გამო ჩვენ მასზე მყარად ვდგავართ და ამის გამო არ წარმოიშვება
თავისუფალი ვარდნა და შესაბამისად არც უწონადობა. სწორედ ვარდნის პირობებში წარმოიქმნება უწონადობა, კერძოდ კი იმ თვითმფრინავებში რომლებიც ზემოთხსენებული ტრაექტორიით ვარდებიან. ჩვენც სწორედ
თავისუფალი ვარდნა უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ არა თვითმფრინავებში, არამედ მიწისქვეშ. შესაძლებელია ბევრი ადამიანისათვის ნაცნობია უწონადობასთან მიახლოებული ის წამიერი შეგრძნება რომელიც წარმოიშვება ჩქაროსნული ლიფტით ქვემოთ დაშვების დასაწყისის დროს. ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს რომ ავაგოთ არა თვითონ ჩქაროსნული ლიფტი, არამედ თავისუფალ ვარდნაში მყოფი ლიფტი რომელიც განსხვავებით ჩვეულებრივი ლიფტებისგან ქვემოთ იმოძრავებს არა რაიმე სიჩქართ, არამედ სრულიად განსაზღვრული აჩქარებით-9.8 მ/წმ². ვფიქრობ რომ ამის მისაღწევად საჭირო იქნება რომ ლიფტი მის შახტაში ვარდნისას არც ისე მჭიდროდ შეეხოს შახტის კედლებს რომ ყოველგვარი ხახუნი გამოირიცხოს. საამისოდ ვფიქრობ რომ შახტის კედლები შიგნიდან მოპირკეთებული უნდა იყოს
ტეფლონით (სხვა სახელწოდებები-ფთოროპლასტი; პოლიტეტრაფთორეთილენი) რომელიც ქიმიის სამყაროში არსებულ ნივთიერებათაგან ყველაზე სრიალაა. ასე რომ, ლიფტი სწორედ რომ უნდა ჩავარდეს შახტაში ისე რომ თითქოს არც კი ეხება შახტის კედლებს. ასე უნდა იქნეს მიღწეული ნამდვილი ვარდნის სრული იმიტაცია რაც ასევე შექმნის უწონადობის სრულ იმიტაციასაც. რაც შეეხება ვარდნის დამთავრების შემდეგ ამოსვლას, ეს უნდა განხორციელდეს ისე როგორც ჩვეულებრივი ლიფტის შემთხვევაში. სხვათაშორის ასვლის შემთხვევაში პრინციპში შესაძლებელია უწონადობის საწინააღმდეგო მოვლენის-გადატვირთვის განცდა კლიენტებისათვის თუკი ასვლის სიჩქარე საკმაოდ მაღალი იქნება. საფიქრებელია რომ ორი საწინააღმდეგო მოვლენის ერთმანეთის მიყოლებით განცდა სასიამოვნო იქნება კლიენტებისათვის.
შესაძლებელია გაჩნდეს შეკითხვა: რა საჭიროა ასეთი ლიფტების აგება თუკი უკვე დიდი ხანია არსებობს სპეციალიზირებული თვითმფრინავები რომელთა გამოყენება შეიძლება იგივე მიზნით? მით უმეტეს აშკარაა რომ ასეთი ლიფტის და შახტის აგება საკმაოდ ძვირი საქმე იქნება. ამაზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ასე: ცხადია თავად შახტის და ლიფტის აგება ძვირი დაჯდება, მაგრამ იგი აიგება მხოლოდ ერთხელ და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მრავალჯერ. მისი ექსოლუატაცია იქნება გაცილებით მარტივი ვიდრე თვითმფრინავისა და არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება წელიწადის ნებისნიერ დროს, ნებისნიერ ამინდში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს და რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია-მასობრივად.
ახლა რაც შეეხება თვითონ უწონადობის ხანგრძლივობას, იგი არსებითად მხოლოდ შახტის სიღრმეზეა დამოკიდებული. დედამიწის მიზიდულობის ძალის გამო ყველა საგანი ერთნაირი აჩქარებით-9.8 მ/წმ² ვარდება დედამიწაზე და შემდეგი ფორმულით იოლი გამოსათვლელია შახტის რა სიღრმის შემთხვევაში რამდენი ხანი გრძელდება თავისუფალი ვარდნა და უწონადობა:

სადაც
T ესაა დრო წამებში
S ვარდნის სიგრძე სანტიმეტრებში
ამ ფორმულიდან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ თუ მაგალითად რაიმე საგანი ვარდება 1 კილომეტრი სიმაღლიდან იგი უწონადობაში 14.2 წამს დაჰყოფს. უკეთესი იქნება თუკი შემდეგ ცხრილს შევადგენთ თვალსაჩინოებისათვის:

როგორც ვხედავთ დედამიწაზე უწონადობის განცდა საკმაოდ ხანმოკლე სიამოვნებაა (ზემოთხსენებულ სპეციალიზირებულ თვითმფრინავებსაც იგივე ეხებათ), სამაგიეროდ მისი ხშირად გამეორება იქნება შესაძლებელი საკმაოდ იაფად. უნდა ითქვას ისიც რომ კლიენტების მოსაზიდად მაინც უკანასკნელი ვარიანტი (შახტის სიღრმე 5 კილომეტრი, უწონადობის ხანგრძლივობა-31,9 წამი) იქნება საჭირო თუმცა რაკი 5 კილომეტრი სიგრძის ცათამჯენის (და შესაბამისად მასში ლიფტის) აგება დღეს შეუძლებელია, ასეთი კონსტრუქცია უნდა აიგოს მიწისქვეშ, კერძოდ მეტად ღრმა შახტა გამოდგებოდა ამ მიზნისათვის.
როგორც ვთქვით უწონადობის მისაღწევად ლიფტი უნდა ვარდებოდეს ტეფლონით მოპირკეთებულ შახტაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შახტის ბოლოში ლიფტმა უნდა დაამუხრუჭოს თორემ დიდი სისწრაფის გამო ლიფტი შახტის ფსკერზე დაცემისას დაიმსხვრევა. დასამუხრუჭებლად პრინციპში ბევრი საშუალების გამოყენება შეიძლება თუმცა ყველაზე მარტივი იქნება ის რომ ამ შახტის ბოლოში მისი ტეფლონით დაფარული ზედაპირი შეიცვალოს რაიმე გაცილებით ნაკლებად სრიალა ნივთიერების გრძივი ზოლებით რომელთანაც შეხება გამოიწვევს ხახუნს და ლიფტის დამუხრუჭებას. შახტის სულ ბოლოში კი მთელი მისი შიგნითა ზედაპირი უნდა იყოს დაფარული არასრიალა ზედაპირით. ასეთ შემთხვევაში ლიფტი ავტომატურად დაამუხრუჭებს. ეს მდგომარეობა ნაჩვენებია ამ სურათზე:

სხვათაშორის აქ ალბათ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ მიუხედავად იმისა რომ შახტის შიგნითა ზედაპირის მოსაპირკეთებლად გამოყენებულ იქნება ყზელაზე სრიალა ნივთიერება ტეფლონი, სრული უწონადობა სავარაუდოდ ვერ შეიქმნება ლიფტის შიგნით მაგრამ უნდა ითქვას რომ სრული უწონადობა არც კოსმოსშია რადგან კოსმონავტების სხელს ცხადია თვითონ კოსმოსური ხომალდი/სადგურიც იზიდავს. ამ მდგომარეობას და 100 %-იან უწონადობას შორის იმდენად უმნიშვნელო განსხვავება იქნება რომ ამას არ ექნება არავითარი არსებითი მნიშვნელობა.
რაც შეეხება ასვლას, ამ დროს მგზავრი გადატვირთვას განიცდის რომელიც ასვლის სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. ასვლა ტექნიკური მხრივ უნდა განხორციელდეს ისე როგორც ჩვეულებრივი ლიფტის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში შესაძლოა აგებულ იქნეს ისეთი ლიფტი რომლის შიგნითა ზედაპირი დაფარული იქნება შედარებით ნაკლებად სრიალა ნივთიერებით ვიდრე ტეფლონია და ამ შემთხვევაში ვარდნის აჩქარებიდან გამომდინარე ლიფტის კაბინის შიგნით შეიძლება მოვახდინოთ მთვარის დამ მარსის მიზიდულობის ძალის იმიტაცია. ესეც შეიძლება საინტერესო გამოდგეს კლიენტებისათვის.
სასურველი იქნება აგრევე თუკი ლიფტი შახტის შიგნით დაეცემა სრულიად უხმაუროდ იმისათვის რომ შეიქმნას რაც შეიძლება სრული შთაბეჭდილება იმისა რომ მგზავრი იმყოფება არა დედამიწაზე, არამედ სრულიად სხვა, ფანტასტიკურ და მიმზიდველ გარემოში.
This post has been edited by არწივი9 on 11 Dec 2009, 13:16