როდესაც მთვარის მისია დაიგეგმა რადიაციული სარტყელის გავლის ტრაექტორია შეირჩა ისეთი რომ მინიმუმამდე დაეყვანათ მიღებული დოზა.
ქვედა სარტყელი უფრო საშიშია მაგრამ არაეთგვაროვანი ამიტომ არსებობს შესაძლებლობა "გაძვრე" მინიმალური დოზით.
თვითონ ნასა ამტკიცებს რომ აპოლო 14 მისიის დროს 9 დღის მანძილზე რადიაცისს დოზა იყო 11.4 mSv, რუსები იძახიან რომ 4680 mSv იყოო.
სერიოზული სხვაობაა მე პირადად უფრო ნასასი მჯერა. მაგალითად მარსზე გაფრენისას გზაში 1200 mSv მივიღებთ.
ნასას აზრით ასტრონავტებისთვი ზოგადად "დასაშვებად" ითვლება 4000 mSv.
The Radiation Challenge სულ სამი ტიპი ვიცი: ალფა, ბეტა და გამა.
ალფა ნაწილაკი დიდი სიჩქარით მოძრავი ჰელიუმის ბირთვია. ნორმალურ ალფა გამოსხივებას ქაღალდის ფურცელიც კი იჭერს.
ბეტა ნაწილაკი დიდი სიჩქარით მოძრავი ელექტრონია. არც ამის შეჩერებას ჭირდება სასწაული მასალა.
გამა კი ფოტონია (რადიოტალღა, სინათლე და რენდგენის გამოსხივებაც ფოტონია) . გამას დიდი ენერგია და შეღწევის უნარი აქვს. რამოდენიმე სანტიმეტრის ტყვიის ფირფიტაა საჭირო რომ შეაჩერო. (რამოდენიმე ათეული სანტიმეტრიც ... გამას გააჩნია).
რადიაციის სუსტ წყაროებთან შეხება მქონია. ამიტომ ზღაპრებს არ ვყვები როდესაც ვწერ რომ ქაღალდს შეუძლია შეასუსტოს ალფა და ბეტა გამოსხივება.
რადიაციის ორგანიზმზე მოქმედება რთული საკითხია და მარტო დნმ ის ცვლილებით არ შემოიფარგლება.
ზოგადად ყველაზე საშიში არის როდესაც რადიაციის წყარო ორგანიზმის შიგნით ხვდება, დაბინძურებული საკვებით ან წყლით.
”საშიშ” გამას რაც შეეხება - დღის მანძილზე ჩვენი სხეული რამდენ გამა ნაწილაკს იჭერს ვინ დათვლის..... ფონი არსებობს და მას ვერსად გაექცევი.
საერთოდ ითვლება რომ ფონური რადიაცია სასარგებლოა, მცირე მუტაციაც სასარგებოლოა ზოგადად სიციცხლის განვითარება/გადარჩენის კუთხით.
რადიაციის და კიბოს კავშირი მე პირადად მეეჭვება თუ რაიმე სასწაულ დოზებზე არაა საუბარი.
მაგალითად პილოტები საკმაოდ დიდ დოზებს იღებენ, მაგრამ არ გამიგია რომ მასიურად კიბოთი იღუპებოდნენ.
This post has been edited by ბერმუხა on 27 Feb 2018, 16:53