მაშ ასე, ავხსნი და მისმინეთ:
დედამიწასა და მთვარეს შორის დიდი სხვაობაა. მთვარის მიზიდულობის ძალა ექვსჯერ ნაკლებია დედამიწისაზე. ეს ნიშნავს რომ ე.წ. პირველი კოსმოსური სიჩქარის (უმცირესი სიჩქარე რომელიც უნდა განავითაროს რაკეტამ (ან ნებისმიერმა მფრინავმა ობიექტმა) რომ ამა თუ იმ ციური სხეულის ირგვლის წრიულ ორბიტაზე გავიდეს) მნიშვნელობაც მთვარეზე ექვსჯერ ნაკლები იქნება. დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე რამოდენიმე ასეულ კილომეტრ სიმაღლეზე მისი სიდიდეა დაახლოებით 28 000 კმ/სთ და მთვარის მახლობლად 6070 კმ/სთ. მცირე სიჩქარის განვითარება კი გაცილებით იოლია ვიდრე დიდისა. ეს პირველი მიზეზი.
მეორე მიზეზი. როცა რაკეტა მაღლა მიფრინავს მან უნდა გადალახოს იმ ციური სხეულის გრავიტაცია (მიზიდულობა) რომლიდანაც აფრინდა. მთვარის გრავიტაცია რაკი ექვსჯერ სუსტია დედამიწისაზე შესაბამისად "აპოლოს" ექვსჯერ უფრო გაუადვილდებოდა აფრენა ვიდრე "სატურნ V-ს".............
მესამე მიზეზი. დედამიწას აქვს ატმოსფერო, მთვარეს კი არა. როცა რაკეტა ან თვითმფრინავი მიფრინავს მას უხდება ჰაერის საკმაოდ მკვირივ ფენების გაკვეთა რაშიც საწვავის ნაწილი იხარჯება. თუ ვინმეს გაქვთ კომპიუტერში რაკეტების გაფრენის ვიდეოფაილები (მე ბლომად მაქვს

) დააკვირდით: აფრენისთანავე რაკეტის ირგვლივ შეამჩნევთ ძლიერად შეკუმშული ჰაერის ნაკადს. ეს იწვევს არა მარტო საწვავის ხარჯვას არამედ რაკეტის კორპუსი დამზადებული უნდა იქნეს მტკიცე მასალისგან, ამიტომ რაკეტაც მძიმდება.
მეოთხე მიზეზი: რაკეტა-მატარებელ "სატურნ V"-ს ორბიტაზე დაახლოებით 140 ტონა სასარგებლო ტვირთი გაჰქონდა. ხოლო რამდენს იწონიდა "აპოლოს" მთვარის მოდულის ზედა ნაწილი (რითაც ამერიკელი ასტრონავტები აფრინდნენ მთვარის ზედაპირიდან)? სულ 4 547 კილოგრამს..........
თუ შეკითხვები გაქვთ, გისმენთ..............
This post has been edited by arcivi9 on 25 Sep 2006, 14:31