დარვინი ამბობდა რომ მისი ნაშრომი უბრალო ჰიპოთეზა იყო რომელიც მან ურწმუნოების დროს დაუშვა და არაფერი ჰქონდა მას საერთო ჭეშმარიტებასთან. როცა მასთან სტუმრები მიდიოდნან ლოდინი უწევდათ იმის გამო რომ იგი ლოცულობდა, იყო საოცრად ღვთის მოშიში ადამიანი და ამბობდა რომ მე მაშინაც არ უარვყოფდი ღმერთს როცა ევოლუციურ თეორიას ვაყალიბებდიო, რადგან საწყისი უჯრედი ხომ უნდა შექმნილიყო და მის შექმნას ღმერთს მივაწერდიო.
რაც შეეხება ზოგადად მეცნიერებას, ყველაზე დიდი მეცნიერები ვინც ვიცით, მაგალითად ნიუტონი, არქიმედე, ლომონოსოვი, მენდელეევი, აინშტაინი და ა.შ. ყველა იყვნენ მორწმუნეები და არცერთი არ უშვებდა მაიმუნებიდან წარმოშობას და მსგავს სისულელეებს. ნიუტონს და არქიმედეს უამრავი თეოლოგიური ნაშრომი აქვთ დაწერილი. ასევე უნდა აღინიშნოს საოცრად დიდი მეცნიერის და ფილოსოფოსის პასკალის დამოკიდებულება რწმანისადმი. ნამდვილად შესაშური რწმენა და სასოება ჰქონდა. კიდე ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.
რა თქმა უნდა არიან მეცნიერები რომლებიც იკვლევენ ევოლუციურ საკითხებს, მაგრამ არანაირი ხელშესაჭიდი ფაქტი, მაგალითად ჩონჩხი ისეთი არსებისა რომელიც გარდამავალ სტადიაში იყო ერთი არსებიდან მეორეში, ნაპოვნი არ არის. ყოფილა შემთხვევა როცა რაღაც გაურკვეველი ჩონჩხი უპოვნიათ მაგრამ ყვალა უკვე კარგად შესწავლილი ცხოველის გამოდგა.
და ყველაზე მთავარი - ცოდნას მივყავართ ღმერთთან, ხოლო ნახევრად ცოდნას ბაბუინებთან

წიგნი გადაშალეთ ახალგაზრდებო ვიდრე ენებს და თითებს აამოძვებდეთ!
This post has been edited by oceola on 23 Sep 2009, 16:08