დაახლოებით სწორია, მაგრამ დაახლოებით... მეტრიკის გაფართებაში, მოცემულ მომენტში ალბათ მასშტაბის ფაქტორის ზრდას გულისხმობ..
ამ მასშტაბის ფაქტორის წარმოებული კი განმარტავს ჰაბლის კონსტანტს...
ჰაბლის კონსტანტი კი ცვალებადი სიდიდეა, დროის მიხედვით ცვალებადი... ის გაფართებასთან ერთად მცირდება....
საერთოდ შენი ნათქვამი სწორია პატარა ზეტებისთვია, ანუ მცირე წითელი გაფართოებისთვის..
როცა ის ერთზე პატარაა... მაშინ დაცილების მანძილი უდრის სინათლის სიჩქარის და წითელი წანაცვლების ნამრავლს....
საერთოდ კი დაცილების სიჩქარეს რაიმე გამოხატული პირდაპირი კავშირი არ აქვს წითელ წანაცვლებასთან(როცა წითელი წანაცვლება დიდია, ანუ ერთზე მეტი)...
ანუ უნდა გვახსოვდეს...
კოსმოლოგიურ წითელ წანაცვლებას იწვევს სინათლის გავრცელება გაფართოებად სამყაროში, მისი მეტრიკის ცვლილება...
სინათლე დიდი ხანია დასცილდა წყაროს და ის იცვლის ტალღის სიგრძეს მეტრიკის გაფართოების გამო....
ამდენად პირდაპირი კავშირი არ არის. ის უნდა გამოვთვალოთ და გამოთვლა დამოკიდებულია სამყაროს მოდელზე, ანუ
მის სიმკვრივეზე, სიმრუდეზე, მატერიის სხვადასხვა ფორმის დომინირებაზე...
მოდელით უნდა გამოვთვალოთ დრო გავრცელების და მერე სიჩქარე.....
ქვევით ვიკიპედიაადან სურათს დავდებ სიჩქარის და ზეტის
დამოკიდებულების, საიდანაც ჩანს ერთზე ნაკლებობის შემთხვევაში წრფივობა....
This post has been edited by vasovasia on 2 Nov 2013, 17:35
მიმაგრებული სურათი