პირველი 5-6 ფურცელი წავიკითხე და ძაან საინტერესო იყო......
ჩემი მოსაზრებებიც მონდა გაგაცნოთ..... უფრო სწორად, თუ თავს არ შეგაწყენთ, რამოდენიმე ლოგიკური კითხვით მინდა გაგაცნოთ ჩემი "ფილოსოფიური ნააზრებები":
1) სინათლის სიჩქარეზე იყო საუბარი...... რა არის სინათლე? გამოსხივება? - მაშინ რა არის გამოსხივება?
2) გასაგებია, რომ სინათლეს აქვს სიჩქარე..... მაგრამ აქვს თუ არა სინათლეს მანძილი...... თუ მე დიდ პროჟექტორს მივანათებ ცას..... ამ პროჟექტორის მიერ ნაწარმოები სინათლე რა მანძილს გაივლის?
თუ ვამბობთ, რომ სინათლე მოძრაობს, შეუძლებელია, რომ რამე მოძრაობდეს უსასრულოთ.... ყველაფერი რაც მოძრაობს ადრე თუ გვიან ჩერდება ვინაიდან მას უმთავრდება მამოძრავებელი ძალა..... ფიზიკის კანონი არსებობს რამდენადაც მე ვიცი, რომ ყველა ძალა ცლადია.... ანუ იცლება ან მთავრდება.....
3) შესაბამისად საინტერესოა, თუ რა არის სინათლის მამოძრავებელი ძალა...... რა ახდენს მის მოძრაობაზე ზემოქმედებას და რა ძალით?
4) თუ რაღაცა ჩერდება ესე იგი გადადის დინამიკურიდან სტატიკურ მდგომარეობაში....... როგორ გამოიყურება გაჩერებული სინათლე იქ სადაც იგი ჩერდება......
5) თუ ვიტყვით, რომ სინათლე კი არ ჩერდება არამედ იცლება..... მაშინ ბუნებრივია გაჩნდება კითხვა რა არის მისი ხარჯვითი ნაწილი, რაზე იხარჯება იგი ანუ რა ხარჯავს მას?
შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს რომ ოფფტოპიკური კითხვებია..... მაგრამ გარწმუნებთ.... უფრო სწორად მე მგონია ასე

...... რომ ეს კითხვები პირდაპირპროპორციულია დროის ფაქტორთან ....... და აი რატომ:
ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს თუ დავდგებით და ღამით მოწმენდილ ცას დავაკვირდებით დავინახავთ ანდრომედას გალაქტიკას, რომელიც დედამიწისაგან დაახლოვებით 2,5-2,7 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.....
6) დაუშვად 2 მილიონი წლის წინ ანდრომედა ჩაქრა, განადგურდა, აფეთქდა, ჩვენ დღეს, ეხლა, აწმყოში
ვხედავთ იმას, რაც 2 მილიონი წლის წინ განადგურდა და 2 მილიონი წელია არ არსებობს.......?
7) თუ ჩვენ ვხედავთ არა ანდრომედას არამედ მის მიერ ნაწარმოებ და გამოყოფილ პროდუქტს - სინათლეს რომელიც მისი წყაროს გარეშე არსებობს სივრცეში?
თუ ვიტყვით, რომ სინათლე არის პროდუქტი .......
8) ჩვენ მზეს ვხედავთ თუ მზის პროდუქტს?
9) თუ ჩვენ ვხედავთ მზეს (ხატიასავით არა

), და არა მის პროდუქტს, ესეიგი ჩვენ ვხედავთ ანდრომედასაც, რომელიც 2 მლნ წელია არ არსებობს?
10) ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება დროის ერთ მონაკვეთში - აწმყოში დაინახო ვიზუალურად წარსული.....
11)ანუ დროის ერთ მონაკვეთში არსებობს ერთდროულად წარსული და აწმყო?
ცოტა პარადოქსულია არა?
მაგრამ არანაკლებ პარადოქსულია თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ვხედავთ ანდრომედას პროდუქტს სინათლის სახით რომელმაც 2,5 მლნ წლის წინ დაიწყო მოძრაობა და ეხლა მოვიდა ჩვენამდე..... მაშინ ჩვენ ვერ ვხედავთ მზეს, ხატიასი არ იყოს, და ვხედავთ მის პროდუქტს სინათლის სახით......
12) ანუ ნათურა რომ ავანთო მე გაღვივებულ ვოლფრამს ვერ დავინახავ არამედ დავინახავ გაღვივებული ვოლფრამის პროდუქტს?
13) მაშინ რაღა ვთქვათ ნივთებზე, რომლებიც არ გამოყოფენ სინათლეს? მე მათ ვერ ვხედავ? თუ მათ ვხედავ სხვა ნივთის მიერ გამოყოფილი პროდუქტის ხარჯზე?
14) თუ ასეა, მაშინ სინათლე არის ინფორმაციის მატარებელი.... იგი მიდის კონკრეტულ მატერიასთან, იღებს მის შესახებ ვიზუალურ ინფორმაციას და მერე (არეკლვით) მოდის ჩვენი თვალის მეშვეობით ტვინში და იქ ჩვენი ტვინი აკეთებს ამ ინფორმაციის ანალიზს და ახდენს წარმოსახვას?
ესეც აშკარად პარადოქსულია.... თუმცა უფრო მეტად ლოგიკური ვიდრემ მაწარმოებელი მატერიის პირდაპირი ვიზუალური აღქმა მისი პროდუქტის მეშვეობის გარეშე