Irakliთუ ხვდები მაინცაა რა თქვი?
ანუ არ არსებობს ფიზიკა ზოგადად? არა მატერია არა სიჩქარე არა... საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ მაშინ?
არსებობს მატერია, სივრცე რომელშიც ის არის განთავსებული და დრო, რომლის საშუალებითაც ვითვლით მატერიის გადაადგილებას და ურთიერთქმედებას... და სად გამოგივიდა სიტუაცია სადაც არაა დრო? შესაბამისად არც მატერია რადგან დროის გარეშე არ არსებობს სიჩქარე, სიჩქარის გარეშე კი მასა და ა შ
აი ზუსტად ესაა რაც შოკში მაგდებს... იმიტომ რომ ახსნა რაღაცა რაც მხოლოდ თავში გიტრიალებს იდეის სახით უარს იძახი რეალურ რეალობაზე რომელშიც ვცხოვრობთ და რომელშიც ერთმანეთზეა მიბმული დროც მატერიაც სივრცეც და ყველანაირ პროცესიც რისი მომსწრეებიც ვართ... მაგრამ დრო არ არსებობს
მაპატიე ,აგრამ ჩემთვის ეს უკვე კლინიკაა
იმედია პირადად შენს თავზე არ მიიღე პოზიციას ვგულისხმობ ზოგადად
სადაა აქ ლოგიკა?
* * *
კაი ჯანდაბას ჩემი თავი... ძალიან არ მიყვარს რასაც ვაკეთებ მაგრამ რადგან დავიწყე, შუა გზაზე მიტოვებაც არაა ლამაზი საქმე
მოკლედ რა ხდება
ფიზიკის ცოდნით დიდად არასდროს გამოვირჩეოდი... მხოლოდ იმდენი ვიცოდი, რომ 5 მყოლოდა და კითხვას რომ დამისვავდნენ ან გამომიძახებდნენ სკოლაში ეეეე... მმმმმ... ქაქ ინტერესნააა და არ დამიწერო ორიანი მასწავლებელო თავის ჟღვინტებით და მოთქმა გოდებით მაგრად არ მიყვარს და შეიძლება თამამად ვთქვა მეზიზღება.
შესაბამისად ჩემს თავს მცოდნეს ვერ და არ დავარქმევ წარმოსახვაშიც კი...
მაგრამ ამ დროს უცებ სად იყო და სად არა გამოჩნდება მავანი და ყირაზე მიყენებს ძლივს დავარცხნილ ქვეყანას... აი ზუსტად როგორც შენ ამ შემთხვევაში ფრაზით დრო არ არსებობს
დრო თუ არ არსებობს მაშინ არ არსებობს მასა - ის უბრალოდ წონით გამოიხატება და დროს ვამატებთ თუ არა ჩნდება მოძრაობა, სიჩქარე მასა და ა შ + მათ შორის დამოკიდებულება. მოგწონს ეს შენ თუ არა ფიზიკა ეგაა
რატომ არ შეიძლება რომ სიტყვაზე მავანმა(მით უმეტეს როდესაც პოპურარიზაციაზე გავს პრეტენზი) დაბნეული ბავშვივით დამსვას და ამიხსნას რა როგორ და რატომ და არა დამიწყოს ტყვინის ნაყვა... რომ როგორმე მეტად გამარკვიოს იმის ნაცვლად რომ ჩემს ხარჯზე თავი მეტად კიტრად წარმოაჩინოს და იწყებს ტერმინოლოგიის მანიპულირებას და ა შ
ეს ის ვარიანტია ვინმემ რომ მთხოვოს ცურვაში გამარკვიეო... დაბნევა რომ მინდოდეს იმისთანას ავუხსნი ცხოვრებაში ცურვის სურვილი მეორედ რომ არ გაუჩნდეს და რა მაგითი?
ეხლა აქ რა ხდება
ვნახე მომდევნო პოპულიზატორის ვიდეო... ავღშფოთდი, რადგან აშკარად სისულელეების ხასიათზეა ტიპი და შემოვდივარ არიქა ეგება ფიზიკის განყოფილებაში ვიღაცა მადლიანმა თავზე ხელი გადამისვას და დამამშვიდოს რომ ხო ლეღვია რა ტიპი ტერმინოლოგიით მანიპულირებსო, მე ვვარდები უსიამოვნო სიტუაციაში რადგან ჯერ ერთი მიწევს ჩემი უციდინარობის გამოვლენა და ამისთანა თამამი(მაგრამ ავღიარებ უტვინო) ნაბიჯის დაფასების ნაცვლად ვხედა თითქმის დაცინვას
ქვეყანა რომ დაიქცეს ცურვის არ მცოდნეს არასდროს დავცინებ მით უმეტეს თუ რამე ინტერესს ავლენს.... პრინციპში ამის გარდა...
https://www.youtube.com/watch?v=QtBMQmetIgEმაგრამ აქ სიტუაციას დავცინი და არა შემსრულებლებს
თუმცა ვისზეც ეს ყველაფერია დამოკიდებული დავცინიდი კი არა კაი გულიანად ვჟეჟავდი

სულ ვფიქრობდი ალეგორიულად როგორ ავხსნა მეთქი და ვიპოვე მაგალითი
ანუ დროის არსებობას იმიტომ აყენებთ ეჭვქვეშ რომ ხელს ვერ კიდებთ, თუმცა აფიქსირებთ ხო? გამოდის არც მარჯვნივ არსებობს მაგრამ ხომ რსებობს? თუნდაც ვექტორის, ფიქსაციის სახით? მერე რა რომ ხელს ვერ კიდებ?
* * *
ცოტა ხნის წინ რაღაცა კასტს ვუყურე აღარ მახსოვს ვინ ვისთან, მაგრამ ერთ ერთი ნობელის ლაურეატი ფიზიკოსი იყო... ოღონდ რაღაც ძალიან არასტანდარტულ რაღაცას აწვებოდა და ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა. ორი სიტყვით ესეთი რაღაც გამოუვიდა:
ფიზიკა არის ის რაც ჩვენი გამოცდილებაა, რომლის გარეთ გამოტანას რეასლობაზე მორგებას და სისტემატიზაციასაც ვცდილობთ სხვადასხვა საშუალებებით მათ შორის მათემატიკით... რაღაც მომენტამდე ეს ყველაფერი მუშაობს... და მთავრდება იქ სადაც რეალური რეალობა გადადის მავანის წარმოსახვით რეალობაში და იწყებს რეალური რეალობით მანიპულირებას, რომ ახსნას წარმოსახვითი რეალობა, რომელსაც რეალურ რეალობასთან არანაირი კავშირი აღარ აქვსდა იწყება პირიქით პროცესი რეალობას ამახინჯებენ სასურველის სასარგებლოდ
აი დახლოებით იგივე განცდა მეუფლება... ეხლაც და მანამდეც... ანუ ყოველთვის, როცა მანიპულაციის კვალს ვაწყდები... ვიცი მაგალითი არ გვაწყენდა და ჩამოვთვლი :
გრავიტაცია, რომელიც გეომეტრიად იქცა
სივრცე რომელიც უცებ სივრცე დროდ იქცა
დრო რომელიც თურმე არ არსებობს...
აღარ გავაგრძელებ იმედია საკმაოდ ნათლად გამოვხატე ჩემი პოზიცია
ერთსაც დავამატებ
როდის შეიცვალა რამე სასკოკლო სახელმძღვანელოებში გინდა ფიზიკაში გინდ ბუნებაში გინდაც ისტორიაში ბოლო ბოლო
ძალიან არასწორად მივიწევთ საითაც მივიწევთ ოღონდ არა მგონია ამას ერქვა წინ ... აი იმ ანეგდოტის გმირივით ვართ ელამი როა... კაი მოვყვები თუმცა საჩვენებელი ანეკდოტი უფროა ვიდრე მოსაყოლი
მოკლედ ელამ ბავშვებს მოუწყვეს კონკურს: ორივე ხელის საჩვენებელი თითები დაატრიალეთ წრიულად და ერთმანეთს დაადეთო... მიდის ტოტალური აცდენა და ბოლოს ერთი ბავშვი შვრავს როგორც იქნა და მიადებს
ტაში ქება ერთი ამბავი და მისცემენ კამფეტს... გაფცქვნის პირს გააღებს და... ააცილებს
გაიხარეთ
* * *
წინა სესიაზე რომ შემოვედი თემაში... 1 წლის წინ ფეხი მქონდა მოტეხილი
ეხლაა და სიგარეტს ვანებებ თავს... დღეში 2 ღერამდე ჩამოვედი 3 კოლოფიდან და თუ ძალიან ტვინს ვბურღავ არ მიწყინოთ
* * *
აი ზუსტად ამაზე მაქვს ლაპარაკი დღეს დილას გადავაწყდი შემთხვევით
https://www.youtube.com/shorts/MtDGf43sm84გაგებაში არ ვართო რას წარმოადგენს სივრცე, მასა, მატერია და ა შ.
ეხლა გასაგებია რატომაც იწვევენ ჩემს გაბრაზებას - გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ... არავინ!!! მათ შორის აქაური დაბეჯითებით მცოდნეები და შიგა და შიგ ავიწყდებათ წინა ჯერზე რა თქვეს
This post has been edited by mazila on 26 Jun 2025, 18:33