#12706128 · 23 Feb 2009, 03:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
misheil17
| QUOTE | | არც გორგასალი არ ითვლებოდა თავის დროზე ძალიან იშვიათ გამონაკლისად ; ) |
ცდები, ითვლებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა მილიონჯერ მისი სიდიდე დაფიქსირებული.
| QUOTE | | ეხლა რომ იღუპება გულის ავადმყოფობებით და კიბოთი და მსგავსი დაავადებებით..რამდენი ბავშვი იბადება თანდაყოლოლი ანომალიებით და ფიზიკური ნაკლებით....///პარალელები გაავლე შენ მამაშენის და პაპაშენის თაობებს შორის და მიხვდები რაზეც ვლაპარაკობ |
ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციო, რომ ყოველ საუკუნეს, თუ საუკუნეებს, თავისი ავადმყოფობა მოაქვს. რამოდენიმე საუკუნუს წინ თუ ჭლექით იხოცებოდა ადამიანების დიდი რაოდენობა, ახლა ჭლექის განკურნება შეიძლება. რამდენი ხალხი დახოცა გრიპმა? კიბოც განკურნებადი გახდება ოდესღაც და ანომალიით დაბადებული ბავშვები, გარკვეული ვირუსების ბრალიცაა, რაც ნაყოფის განვითარებას აფერხებს.
| QUOTE | | თანაც მაშინ ბუნებრივი სიკვდილით და ავამყოფობით იშვიათად ვინმე კვდებოდა... |
 იმედი მაქვს არასწორად გავიგე ეს წინადადება. | QUOTE | | ზანგები რატომ არიან გაცილებით ძლიერი აგებულების და ორგანიზმის პატრონები ვიდრე თეთრკანიანები ? |
მათი აგებულება დაკავშირებულია, მათ კლიმატურ პირობებთან, ისევე, როგორც მათი ფერი. იტალიელები და ესპანელები და თუნდაც ქართველები უფრო პატარები და მუქი ფერისანი არიან, ვიდრე ჩრდილოეთში მცხოვრები სკანდინავიელები. რაც შეეხება ორგანიზმს, ამაზე ალბათ არ გინახავს შენ აფრიკელი მილიონობით ავადმყოფი ბავშვი და ზრდასრული, რომლებიც ძალიან ადრეულ ასაკში იღუპებიან.
LRuby
| QUOTE | | წინათ მეფეებისთვის (და არა მარტო) იმუნიტეტის გამოსამუშავებლად მორიელის შხამს იყენებდნენ და ახლა ვინ გაუძლებს ამას |
რამოდენიმე კვირის წინაც იყო გადაცემა ერთ ქალზე, რომლებიც მორიელებთან ერთად ერთ ოთახში ჩაკეტილი რამოდენიმე დღე რჩებოდა... 3 თუ 4 მგონი, იმის გამო, რომ გაეუმჯობესებინა რეკორდი. მან აღნიშნა, რომ ბევრჟერ უკბენია მორიელს, მაგრამ დღემდე ცოცხალია. ვიცი, რომ შხამის პატარა დოზით მიღება აუმჯობესებს იმუნიტეტს ამ შხამის მიმართ. სწორედ ამიტომ აჩვევდნენ მათ ორგანიზმს შხამს და სწორი დოზით არავისთვის არ იქნება სასიკვდილო.
| QUOTE | | ახლანდელი აგვისტოს ომის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი ფსიქიურად შეიშალა (მე ვიცნობ ასეთებს). მაშინ როდესაც ცივსისხლიანი ომის დროს ასეთი რამ არ ხდებოდა ადრე. (ყოველ შემთხვევაში მე არ წამიკითხავს არსად). |
შეჩეული იყო ხალხი ომს და იმიტომ, ახლა, ჩვენი საზოგადოებისთვის ომი უკანასკნელია. ადრე დედას 8-9 შვილს უკლავდნენ და მაინც მეფეს ადიდებდა. დღეს ასეა? ადრინდელ ხალხსაც რომ ენახა დღევანდელი ტრანსსექსუალი კაცი ხელოვნური მკერდით და ქალის გარეგნობით, დამიჯერე უარესი ფსიქოლოგიური პრობლემები ექნებოდათ. დრო იცვლება და ხალხიც გარკვეულწილად, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი ისეთ ცვლილებას არ განიცდის, როგორც გარემო პირობები.
This post has been edited by @LILI@ on 23 Feb 2009, 03:44
|