ბიბლია ამხობს მთელ მეცნიერებას მარტივი მაგალითებით:
ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო უფორმო მატერიისაგან შეიქმნა?დაახლოებით ორასი წლის წინ მეცნიერებმა გაიგეს, რომ თურმე სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისაგან შეიქმნა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ, რომ ღმერთის სრულყოფილმა ხელმა „უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა“ (თ. XI, 18). ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას - უსახოს ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული ანუ უფორმო მატერია.
ის, რომ დედამიწას საყრდენი არა აქვს, ყველაზე პირველად ბიბლიაში დაიწერა!ცნობილია, რომ დედამიწა არც სპილოზე დგას, არც ვეშაპზე და არც კუზე, როგორც ამას წარმართები თვლიდნენ. ბიბლიაში ამის შესახებ იობის წიგნშია ნათქვამი: ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (თ. XXVI, 7). იობი ქრისტეს შობამდე 1900-იან წლებში, ე.ი. 3900 წლის წინათ ცხოვრობდა. დაუკვირდით, ეს ნათქვამია მაშინ, როცა არც ასტრონომია არსეობობდა და არც დედამიწის გარშემო მოგზაურობანი!
ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწას უფსკრული აკრავს?ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას კოსმოსი აკრავს, უკეთ, კოსმოსური უფსკრული. თუმცა მუდამ ასე როდი ფიქრობდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ გარს გვატყია ეთერი და ბროლის გარსები, რომლებზეც მყარადაა მიმაგრებული ციური სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები.
კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმინდა მამები, როცა ისინი სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის პირველ მუხლებს განმარტავდნენ.
წმ. ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (IV ს.) წერს: „უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ („უქუსთა დღეთა“). გამოთქმა: „აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ მოწმობს, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია, სფეროსებრი. ამასვე ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი. წმ. კირილე იერუსალიმელი კი, რომელიც ასევე IV საუკუნეში ცხოვრობდა, ერთ-ერთ თავის ქადაგებაში - „სწავლანი კათაკმეველთათვის“ გვამცნობს: „დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცათა შორის ერთი წერტილივით ჰკიდია“. დაუკვირდით, რაოდენ ზუსტი ასტრონომიული ხედვაა, ხედვა, რომელიც მეცნიერებს ათასი წლის შემდეგ გაუჩნდათ, როცა მათ ტელესკოპი გამოიგონეს.
ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწა მრგვალია?ეს პირველად XVI ს-ის მეცნიერებსა და მოგზაურებს არ უთქვამთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს აზრი გამოთქვა, წმ. იოანე ოქროპირი იყო, როცა იგი ესაიას წინასწარმეტყველებას განმარტავდა (თ. LX, 22):
„ხედავ, რომ დედამიწა წრეა? წრე მიგვანიშნებს დედამიწის მრგვალ ფორმაზე. აუცილებელია ამის ცოდნა, რათა არ შეგვაცდინოს წარმართი ფილოსოფოსების არაკებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ღარტაფს, ლანგარს ან რაღაც ამდაგვარს ჰგავს“.
მაშ, ესაიას წინასწარმეტყველების განმარტებაში წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ დედამიწას მრგვალი ფორმა აქვს. ის კი, რომ იგი იდეალური სფერო არ გახლავთ, ყველასათვის ცხადზე ცხადია, ვისაც კი ოდესმე მიწაზე წაუბორძიკნია.
ჰაერის წონადობის შესახებ პირველად ბიბლიაში ითქვა!1643 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა ევანჯელისტა ტორიჩელიმ „აღმოაჩინა“ ატმოსფერული წნევა. მანამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ჰაერი უწონო იყო. მაგრამ იმის შესახებ, რომ ატმოსფეროს ნამდვილად გააჩნია წონა, ნათქვამი არის ბიბლიაში, კერძოდ, იობის წიგნში, იქ სადაც საუბარია სამყაროს შექმნის პირველ დღეებზე, „როდესაც იგი (ღმერთი) ქარს წონას უწესებდა“ (იობი, თ. XXVIII, 25).
დაუკვირდით, რომ ნათქვამია არა უბრალოდ „ჰაერი“, არამედ „ქარი“. მართლაც, მოძრავი ჰაერის (ქარის) მასებს აქვთ სხვადასხვა წონა იმისდა მიხედვით, თუ როგორია ჰაერი - ნოტიო თუ მშრალი, ცხელი თუ ცივი. არადა, ჰაერის მოჩვენებითი უწონადობა აღიარეს და „დაამტკიცეს“ იმდროინდელი მეცნიერების ისეთმა კორიფეებმა, როგორებიც იყვნენ გალილეი და კოპერნიკი და ისინი ამ ცდომილებაშივე აღესრულნენ. მხოლოდ შემდგომ თაობაში დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება.
გარდა ამისა,დამტკიცდა ბიბლიის ძალიან ბევრი ფაქტი (არამხოლოდ ნოეს კიდობნის ამბავი). ასე,რომ დავინიზმი უკვე სულს ღაფავს
* * *
არსებობდა თუ არა ნოეს კიდობანი?

ათეისტები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიო წარღვნა და ნოეს ისტორია მხოლოდ მითია, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არა აქვს. ცოტა ხნის წინ გაიხსნა სამხედრო დაზვერვის საიდუმლო მასალები, სადაც მითითებულია, რომ 40-იან წლებში არარატზე გადაფრენილი თვითმფრინავის მფრინავმა მაღალ მთაში შეამჩნია ტბაში გაყინული უზარმაზარი ხომალდის ნამსხვრევები.
რა ვიცით ნოეს კიდობანზე?
ადამისა და ევას შთამომავლობა სწრაფად გამრავლდა. სეითის შვილები ღვთისმოსავნი და კეთილნი იყვნენ. ბიბლია მათ ღმერთის შვილებს უწოდებს, კაენის შვილები კი უწმინდურნი და ბოროტნი - ბიბლიის მიხედვით „ძენი კაცისანი“. კაენისა და სეითის ერთამენთში აღრეული შთამომავლები გარყვნილნი და უწმინდურნი გახდნენ. მთელ კაცობრიობაში მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი იყო მართალი. ღმერთმა ინება, დედამიწა გაეწმინდა (განებანა) ბოროტებისაგან, ნოე კი გადაერჩინა კაცობრიობის გასამრავლებლად.
უფალი გამოეცხადა ნოეს, გააფრთხილა მოსალოდნელი წარღვნის შესახებ და უბრძანა აეშენებინა კიდობანი, სადაც თავს შეაფარებდა ოჯახთან და ცოცხალ არსებებთან ერთად. ღმერთმა ნოეს კიდობნის ზუსტი ზომებიც უკარნახა: სიგრძით 300 წყრთა და სიგანით 50 წყრთა, ხოლო სიმაღლით - 30 (150X25X15). იმ დროისთვის ეს უზარმაზარი ნაგებობა იყო.

რაციონალიზმის საუკუნეში ეჭვი შეიტანეს ბიბლიაში აღწერილი მოვლენების რეალობაში, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ნოეს ისტორია მხოლოდ მითია.
უცნაურია, მაგრამ ნოეს ისტორიის დასაბუთება მეცნიერებმა პირველად სწორედ მითოლოგიაში აღმოაჩინეს. სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ ეთნოსთა ცნობიერებაში დალექილი მოგონებები წარღვნასა და რჩეული ხალხის გადარჩენაზე.
მსოფლიო წარღვნის რეალობის მეორე დასაბუთება მოგვცა თანამედროვე არქეოლოგიამ, რომელმაც დედამიწის გაქვავებულ ქანებში აღმოაჩინა საყოველთაო კატასტროფის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი.

მსოფლიო წარღვნის და ნოეს ისტორიის ყველაზე ნათელი დადასტურება ნოეს კიდობნის აღმოჩენა იყო.
ბიბლიაში წერია, რომ კიდობანი არარატის მთაზე შეჩერდა. დიდი არარატი 5165 მეტრის სიმაღლის მთაა. 50-იანი წლების დასაწყისში ალპინისტები ორჯერ შეეცადნენ დაელაშქრათ არარატი ნოეს კიდობნის მოსაძებნად, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა - დიდთოვლობამ ალპინისტებს საშუალება არ მისცა მწვერვალზე ასულიყვნენ. ექსპედიციის მოწყობას ართულებდა ის გარემოებაც, რომ არარატის მთა სამი სახემლწიფოს საზღვარზე მდებარეობს. ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, არარატზე ასვლა აკრძალულია.
ნოეს კიდობანი ფრანგმა ალპინისტმა ფერნან ნავარამ აღმოაჩინა. 1955 წელს ამ აღმოჩენის აღიარება სენსაციად იქცა. ნავარამ 5 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე გაყინულ ტბაში აღმოაჩინა კიდობნის ნამსხვრევები და ფიცრის ნაწილი ჩამოიტანა. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა მედიოქანურმა ანალიზმა ერთნაირი შედეგი აჩვენა -
ფიცარი 5 ათასი წლის აღმოჩნდა. ნავარას ექსპედიცია უნებართვოდ იმყოფებოდა მთაზე. მესაზღვრეებმა ის დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით მშვიდობით გაუშვეს, ხელი არ უხლიათ მისი ფოტოსურათებისათვის და ფიცრის ნაჭრისათვის.

ნავარა პირველი მაძიებელი არ იყო.
ქრისტემდე მე-3 საუკუნეში ცნობილი ბაბილონელი და ბერძენი ისტორიკოსები წერდნენ, რომ სომხეთის მთებში მდებარეობს ძველისძველი კიდობანი. ახლომახლო მცხოვრებნი მას ფისს აძრობენ და ავგაროზებს აკეთებენო. იოსებ ფლავიუსი თავის წიგნში - „იუდეის სიძველეები“ (I ს.) - წერს, რომ ბევრს ჩამოჰქონდა არარატიდან კიდობნის ნაწილები. ამავეს წელს თეოფანე ანტიოქელი 180 წელს.
XIX საუკუნეში გაჩნდა ცნობები კიდობნის მნახველებზე, თურქები კი ამბობდნენ, რომ კიდობნის შიგნითაც შეაღწიეს. ხომალდი ნაკვეთურებად არის დაყოფილი, მათი უმეტესობა ყინულითაა ამოვსებული. 1916 წელს კიდობანი შეამჩნია რუსმა ავიატორმა როსტოვიცკიმ.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მხოლოდ ნავარამ მოახერხა, ფოტოსურათებით და სამეცნიერო გამოკვლევებით დაემტკიცებინა კიდობნის არსებობა. მას შემდეგ არარატზე რამდენიმე ექსპედიცია ავიდა, რომელთაც დაადასტურეს ნავარას აღმოჩენა. 70-იან წლებში თურქეთის მთავრობამ არარატზე ასვლა აკრძალა.
ბიბლია ამბობს, რომ ნოეს დღეებში, დედამიწაზე მოხდა წარღვნა და წყლით დაიფარა თვით უმაღლესი მთის მწვერვალებიც კი და განადგურდნენ ადამიანები რომლებიც ნოეს მიერ აშენებული ვეებერთელა კიდობნის გარეთ იყვნენ - (დაბადება 7:1-24).
სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი ბიბლიაში ჩაწერილ ამ ცნობს უარყოფს და დასცინის კიდეც. თუმცა საინტერესოა, რომ მაღალმთიან ადგილებში და მთათა მწვერვალებზე უამრავი ნიჟარები აღმოაჩინეს არქეოლოგებმა. ამის გარდა უამრავი სხვა მნიშვნელოვანი აღმოჩენები ადასტურებს წარღვნის რეალობას.The Saturday Evening Post არქეოლოგების მიერ მთის მწვერვალებზე ისეთი ცხოველების ნაპოვნ სხეულებზე საუბრობს რომლებიც ჩვეულებრივ მთის მწვერვალებზე და მყინვარ ადგილებში არ ცხოვრობენ."ასეთი ცხოველების მთლიანი, დაუზიანებლი სხეულები იქნა აღმოჩენილი მთის მაღლობებზე; არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყველა ცხოველთა სხეულები დაუზიანებელია. ზოგიერთი მათგანი ფეხზე დამდგარი ან დაჩოქილია.. რაც შოკის მომგვრელია.. უმრავლესობა ამ ცხოველებისა კარგად ნაკვებნი არიან და ზოგიერთი მათგანს ცოცხლად შემონახული მწვანე ბალახი აქვთ შერჩენილი პირში.. ამ ცხოველთა უმრავლესობა არ განეკუთვნება იმ ცხოველებს რომლებიც მყინვარ ადგილებში ცხოვრობენ. ეს სხეულები ქმნიან სურათს, რაც იმაზე მიუთითებს რომ ისინი ცხოვრობდნენ თბილ მზიან გარემოში და უეცრად გაიყინნენ და დაიხოცნენ, ისე რომ მათ სხეულებზე არანაირი ძალადობის ნიშნები არ შეიმჩნევა. ისეა რომ მათ თავიანთი ბოლო ლუკმა რომელიც უნდა გადაეყლაპათ, არ დასცალდათ და უეცრად გაიყინნენ და მათი სხეულების თითოეული უჯრედიც კი სრულყოფილად არის შემონახული". ნათქვამია - The Saturday Evening Post, “Riddle of the Frozen Giants,” by Ivan T. Sanderson, January 16, 1960.
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ერთერთი მამონთის სურათის ფოტოასლი , რომელიც "Smithsonian Institution, Washington"-ში იყო გამოქვეყნებული:

"The Saturday Evening Post"-იდან აქ ციტირებული სიტყვები არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი და წაროდგენილი ცნობები, აბსოლუტურ თანხმობაშია იმასთან რაც ბიბლიაშია მოთხრობილი. ამ ყოველივეს ბიბლია თავისი სიტყვებით აღწერს:
" ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები. აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. (დაბადება 1:6-8; 7:11,19)
გასაკვირი არაა რომ ასეთი რაოდენობის წყლის ჩამოქცევა მთელ დედამიწაზე, უეჭველად გამოიწვევდა ცივ ქარებს პულარულ რეგიონებში და სწრაფი გამყინვარებას.
40 დღე-ღამე ციდან ერთბაშად ჩამოსული წყალი პოლარულ რეგიონებში ცივ ქარებს გამოიწვევდა, და ტემპერატურის ასეთი სწრაფი ცვალებადობა ძლიერ და სწრაფად შეცვლიდა არსებულ ვითარებას დედამიწაზე. შედეგად მოხდა უეცარი გამყინვარება. მაღალ მთიან ადგილებში, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი გაყინული მამონტები რომლებსაც პირში და მუცელში ნაპოვნი მწვანე ბალახი ჰქონდათ და მათი გაყინული ხორცი იმდენად ცოცხლად შემოინახა ყინულმა რომ მათი ხორცი ჯერ კიდევ ვარგისიანი იყო საჭმელად. არქულოგიური ეს მონაპოვრები, ბიბლიური ცნობების მხოლოდ უტყუარობას ადასტურებს.
ბიბლიის საერთო ცნობები, მეცნიერული და ასტრონომიური მონაცემები რომლებიც ბიბლიაში მოიპოვება, კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორია იმისა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი თითოეული ცნობა სიმართლეა და არ წარმოადგენს ადამიანის მოგონილ მითების კრებულს,არამედ ღვთის კარნახით დაწერილი წიგნების კრებულს.