არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობ. მაგრამ ცერნთან ამას პირდაპირი შეხება არ აქვს...
თუმცა არსებობს დამატებითი განზომილებების მოდელები. მათ შორის მაკრო დამატებითი
გამრუდებული მოდელი, სანდრამ-რანდალ-ის, რომელიც მსგავსად ბრტყელი ADD მოდელისა გვთავაზობს
ამ გამრუდებული დამატებითი განზომილებებით გრავიტაციის ახსნას.... ამას არ შევეხები ....
მაგრამ atlas და cms ექსპერიმენტული შედეგები დღეს უარყობს მათ არსებობას...
რაც შეეხება კოსმოლოგიურ მოდელებს დიდი ხანია მიმდინარეობს სამყაროს გამრუდების გაზომვის მცდელობა
სამყაროში არსებული მატერიის კრიტიკული სიმკვრივის გაზომვით, მაგრამ ისაც დაახლოებით ერთის ტოლია, რაც
მიუთითებს სამყაროს ევკლიდობაზე...
* * *
ახალი დამატებითი ტაუ ნეიტრინო აღმოაჩინა OPERA ექსპერიმენტმა....
გახსოვთ ალბათ, ამ ექსპერიმენტმა თავი გაითქვა სინათლეზე მაღალი სიჩქარის ნეიტრინოს
დადასტურებით, რაც აბსოლუტურად არასწორი აღმოჩნდა...
ამ ექსპერიმენტის მთავარი მიზანი ნეიტრინოების ოსცილაციების დაკვირვებაა... კერძოდ
მიონური ნეიტრინოს გარდაქმნა ტაუ ნეიტრინოში... დიდი მასის გამო ეს ოსცილაცია ძნელად
დაკვირვებადია...
მაგრამ აი მათ მეორე ასეთი ტაუ ნეიტრინო დაინახეს. პირველი იყო 2010 წელში...
ინფორმაციისთვის: ითვლება, სტანდარტულ მოდელში ნეიტრინოები უმასო....
მაგრამ თუ ისინი ოსცილიცებს განიცდიან, ანუ ერთმანეთში გადადიან, მაშინ მათ მასა აქვთ..
და რეალური დაკვირვებადი ნეიტრინო ნარევია სხვადსხვა ნამდვილი ნეიტრინოების... როგორ
წარმოეშობათ მათ მასა საკითხავია, არსებობს მოდელები... ერთერთი არის see-saw მექანიზმი...
ძალიან მძიმე(170 GEV) და მსუბუქი ნეიტრინოს არსებობის შესახებ....
ქვემო ნახატზე სურათია დეტექტორში მათი დაბადების და მეორე სურათი მისი ახსნა...
This post has been edited by vasovasia on 26 Oct 2012, 17:37
მიმაგრებული სურათი