დიდ (ჰ)ადრონულ კოლაიდერზე უცნობი მოვლრნა აღმოაჩინეს
პროტონების შეჯახება დეტექტორ CMS-ში, რომელსაც თან სდევს ასეულობით დამუხტული ნაწილაკის გაჩენა(CERN-ის ილუსტრაცია).
დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა(LHC) ისევ გააკვირვა მეცნიერები: ამჯერად ექსპერიმენტების დროს გამოვლინდა ფენომენი, რომელსაც მკვლევარები ვერ ხსნიან.
ევროპის ატომური კვლევების ცენტრის(CERN) სპეციალისტებმა მოვლენა ჯერ კიდევ ივლისში შეამჩნიეს, თუმცა სტატია მასზე ახლახანს გამოვიდა.
ფიზიკოსების ყურადღება მიიქცია პროტონ-პროტონულმა შეჯახებებმა და იმან თუ როგორ აისახა იგი დეტექტორ CMS-ში. შესაჯახებელი პროტონების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იმ ნიშნულზე, როცა წარმოქმნილი დამუხტული ნაწილაკების რაოდენობა 100-ზე მეტია, დაფიქსირდა, რომ ზოგიერთი ნაწილაკები „კორელირებენ“, იქცევიან როგორც დაკავშირებულები.
გრაფიკებზე კარგად მოჩანს უცნაური „ამოზნექილობა“(ნაჩვენებია ისრით). ამ დროს Δη იცვლება, ხოლო Δφ=0. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთი დამუხტული ნაწილაკები Δη-ეს დიდი მნიშვნელობის დროს, ერთმანეთს თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით შორდებიან, მაგრამ რჩებიან ორიენტირებულნი ერთი და იგივე φ კუთხით. ანუ ეს ნაწილაკები რაღაცნაირად დაკავშირებულნი ხდებიან, გამოსხივდებიან რა შეჯახების წერტილში. რაღაც ამდაგვარი ადრეც იქნა დაფიქსირებული, ოღონდ პროტონ-პროტონული შეჯახებებისას არა. ფიზიკოსებმა ჯერჯერობით არ იციან, როგორ მოახდინონ მისი ინტერპრეტირება.
http://astronomia.ucoz.org/colider/axali_efeqti_CMS-shi.mhtდიდი ვერაფერი გავიგე მაგრამ მაინც ჯიგრები არიან