the undertakerეგ არის ეკვატორული სადგამი, რომელსაც აქვს სამი მოძრავი ღერძი.
ძირს გაასწორებ ჩრდილო პოლარულ ვარსკვლავზე და დააფიქსირებ (ხელს აღარ ახლებ).
მეორე და და მესამე ღერძი გახსნილი გაქვს ვიდრე არ იპოვი საჭირო ობიექტს და როდესაც დააფისქირებ, ორივეს გადაუჭერ დამჭერებით (ჩანს კიდეც სათითეები ფოტოში).
შემდეგ, ერთ-ერთს გახსნი - უფრო ქვემოთ რომელიც არის და სატრიალებელი ღერძით, ხელის ტრიალით მიაყოლებ დედამიწის ბრუნვას.
ეს იმისათვის, რომ დედამიწის ბრუნვის გამო ობიექტი არ დაკარგო თვალთახედვიდან.
ამიტომ ქვია მას ეკვატორული სადგამი. შეგიძლია ელ. ძრავიც შეიძინო:
http://www.amazon.com/Celestron-Motor-Astr...escope+EQ+motorმიაყენო ზემოთ ხსენებულ ღერძზე და როდესაც გაააქტიურებ, თვითონ გაყვება ობიექტს ხელის დახმარების გარეშე.
ეს უფრო აქტუალურია ასტროფოტოგრაფიისთვის, რადგან მოძრავ ობიექტზე ფოტოაპარატი ხარისხიან გამოსახულებას ვერ აფიქსირებს.
* * *
პ.ს. წინა, 67-ზე გვერდზე რო ვიდეო დავდე, თუ უყურეთ, იქ 4:00-დან არის ინფრო მაგის შესახებ

რა სხვაობაა ალტაზიმუტურ და ეკვატორულ სადგამებს შორის და რა უპირატესობები გააჩნია თითოეულს...
This post has been edited by Hushta on 12 Mar 2013, 21:42