_DelgadA_უფასო რჩევას მოგცემ
1. იმის იმედი ნუ გექნება რომ "ბიუჯეტურ" ტელესკოპში რამეს ნორმალურად დაინახავ
2. დიდი ტელესკოპი 10-12" ძააან ძვირი ღირს და რომც იყიდო ქალაქიდან ვერაფერს დაინახავ
3. სერიოზულ ტელესკოპს ქალაქ გარეთ გატანა უნდა რომ ნათურების განათებამ ხელი არ შეგიშალოს
4. ქალაქიდან დაკვირვებაში ყველაზე კარგი პატარა ზომის ტელესკოპებია, რომლებიც იაფია და შესაბამისად არაფერი არ სჩანს ნორმალურად
მაგალიტისთვის მე მაქვს 135 მმ იაანი რეფლექტორი. დიდი გადიდებების დროს სერიოზულ პრობლემას მიქმნის ატმოსფერო, ქალაქიდან არ სჩანს გალაქტიკები და ნისლეულები.
5. ასევე უნდა იცოდე რომ იაფიან ტელესკოპებს მოყვება იაფიანი ოკულარები, რომლებიც საერთოდ არაფერში არ ვარგა და სხვა უკეთესი გექნება საყიდელი. შესაბამისად კაი ოპულარი არ ღირს იაფი
6. უბრალოდ გასართობად გამოგადგენა 60-70 მმ რეფრაქტორი, რომლითაც 100-150 გადიდებას მიიღებ. უბრალოდ უნდა გახსოვდეს რომ ჰა ჰა რამოდენიმე პლანეტა დაინახო

ყველაზე კაი სანახავი სატურნია და იუპიტერი თავისი თანამგზავრებით - მარსი ძაან პატარაა და არ ჩანს ხოლმე ნორმალურად. ვენერაც ბევრი არაფერი სანახავია. ასე რომ ორი პლანეტის სანსახავად ტელესკოპის ყიდვა ღირს თუ არა შენ გადაწყვიტე