GemBlerგადიდება საკმაოდ საორჭოფო სიტყვაა
1. თეორიული გადიდება იზომება: ტელესკოპის სარკის დიამეტრი მილიმეტრებში გამრავლებული 2-ზე. მაგ: 100 მმ -იანის მაქს გადიდება იქნება 200X. მაგრამ მაგ გადიდებაზე გამოსახულება საკმაოდ დამახინჯდება. უნდა იანგერიშო 150-170X.
2. 130-150 მმ-ზე დიდი სარკე ქალაქის პირობებში არ იმუშავებს. დიდ სარკეებზე გინდა კარგი ცა, რომელიც გადანათებული არაა ქალაქის ნათებით და სუფთა ჰაერი.
ქალაქის პირობებში ცა გადანათებულია და ჰაერი საკმაოდ ჭუჭყიანი. ასევე ძაან ძლიერია ჰაერის ტურბოლენცია რომელიც ძაან საგრძნობია დიდი ზომის ტელესკოპებისთვის
ტელესკოპის გადიდება ანგარიშდება შემდეგი ფორმულით:
სარკის ან ლინზის ფოკუსური მანძილი გაყოფილი ოკულარის ფოკუსურ მანძილზე
მაგ: თუ სარკის ფოკუსური მანძილი არის 1000მმ-ი და გინდა მიიღო 150X გადიდება 1000/150 = 6.6 - ანუ გჭირდება 6 - 7 მმ-იანი ოკულარი.
ნაწილები შეგიზლია შეიძლინო იბეიზე.
ხან არის ხოლმე ხან არა გასაყიდად გამოყანილი. მოძებნა უნდა
უნდა იყიდო ძირითადი სარკე, მეორადი სარკე და ოკულარი.
ოკულარი ჯობია იყოს meade super possl (მემგონი ასე ქვია)
დანარჩენი ოპტიკური სქემის აფება და გამოთვლები თუ არ იცი ჯობია არ იწვალო