რეფრაქტორი ვს რეფლექტორი
ე.ი. მაქვს ორი ტელესკოპი
1. 70 მმ რეფრაქტორი მეიდის ფორმის - 125X გადიდებით
2. 135 მმ რეფლექტორი გალილეოს სარკეებით - 115X გადიდებით
დღეს დავტესტე მეიდი.
ტესტირება თანაბარ პირობებში არ მიმდინარეობდა რადგან, რეფლექტორი დაიტესტა პლატოდან, ხოლო რეფრაქტორი ვაკიდან.
შესაძლოა ატმოსფერული პირობები სხვა იყო.
პლანეტა იუპიტერზე რეფრაქტორმა უარესი შედეგი აჩვენა.
1. ჩანდა უმნიშვნელო რეფრაქცია. (რეფლექტორზე არ შეიმჩნევა საერთოდ)
2. დეტალები პრაქტიკუად ვერ გავარჩიე. (ცუდ პირობებში არ რეფლექტორზე გაირჩევა ხოლმე დეტალები მაგრამ ხშირად ღრუბლები კარგად გაირჩევა)
3. იუპიტერის თანამგზავრების გარშემო რაღაც მოციმციმე აურა შეიმჩნეოდა. რაც რეფლექტორზე არ დამიფიქსირებია.
ძალიან კარგად ჩანდა ორიონის ნისლეული. (რეფლექტორზე ჯერ არ დალიტესტია)
ეს პატარა რეფრაქტორი იმიტომ ვიყიდე რომ ქალაქ გარეთ ადვილად შეიძლება მისი ტრანსპორტირება და კარგი დაკვირვების პირობებში იმედი მაქვს რომ უზარმაზარ რეფპექტორზე კარგ შედეგებს აჩვენებს

რეფლექტორი იმხელაა რომ იმის თრევის სურვილი სრულიად დაკარგული მაქვს
სამაგიეროდ რეფლექტორის შტატივი ბევრად მძიმე და ბევრად სტაბილურია
ყველაზე ძაან საქმეს ართუელბს 125X გადიდებაზე ობიექტის პოვნა ფაინდერის გარეშე და მერე მსუბუქი შტატივის კანკალი.
მემგონი ამ პატარა ტელესკოპსაც დიდ შტატივზე გადავიტან

უახლოეს ხანებში მინდა რეფლექტორიდან დავტესტო ორიონის ნისლეული
ასევე მინდა ვთქვა რომ ახლო ობიექტებზე ქალაქში რეფრაქტორი ბევრად უკეთესად მუშაობს