QUOTE (Proteos @ 15 Jul 2009, 17:49 ) |
მომწამლავი ნივთიერებები უამრავია და განსხვავდებიან თავისი მოქმედების სისწრაფით და საჭირო რაოდენობით. ძლიერი შხამები კლავენ სწრაფად და მათი მცირე მომწამლავი დოზა ძალიან მცირეა. როგორც ვხვდები, ავტორს აინტერესებს ძლიერი შხამები, არა? მაშინ ალბათ უნდა ვისაუბროთ "სამხედრო" შხამებზე (ქიმიურ იარაღზე) და შევეშვათ სხვებს, თორემ ქიმიურ ლაბორატორიაში (მაგ. ჩემთან) ნახევარ ნივთიერებებს თავის ქალა ახატია  მასეთი მიდგომით წყალიც შხამია - ბევრს თუ დალევ, გასკდები  კი, ამიაკი შხამია, მაგრამ ისეთი მყრალია, რომ ვინმეს მოსაკლავად მაგას არავინ იყენებს არც გოგირდმჟავაა ეგეთი აქროლადი, რომ ერთი ჩაისუნთქო და გაგაგოროს. გოგირდმჟავას შხამად იდეაში არც განიხილავენ, ის თავისი კოროზიულობით უფროა საშიში. ასევე, თითქმის ნებისმიერი დამამშვიდებელი და ანესთეზიის საშუალება მაღალი დოზებით სასიკვდილოა.
ყველაზე ძლიერი შხამები, როგორც წესი ნერვული შხამებია. ისინი ნერვულ მოქმედებას აზიანებენ და ორგანიზმი ძალიან სწრაფად კვდება უკონტროლობის, დამბლის, მოხრჩობისა და ა.შ. გამო.
ზარინი, ზომანი და ტაბუნი სამივე G-ჯგუფის აირებია, გერმანელებმა გამოიგონეს მეორე მსოფლიო ომამდე და ეგენი აღარაა ყველაზე ძლიერები დიდი ხანია. მაგათ შემდეგ გააკეთეს იგივე კლასის V-ჯგუფის ნივთიერებები. მაგალითად VX ზარინზე დაახ. 10-ჯერ ძლიერია, თან ზეთოვანია, ძნელად იშლება და გარემოში დიდხანს რჩება. რუსებმა გააკეთეს "ნოვიჩოკ"; მიზანი იყო, რომ შეექმნათ ისეთი შხამი, რომელსაც ნატო-ს აპარატურა ვერ დააფიქსირებდა და აირწინაღი ვერ დააკავებდა. ამბობენ, რომ ის VX-ზე 5-8-ჯერ ძლიერია და დღეისათვის ყველაზე ძლიერ ნერვულ შხამად ითვლება. ესენი ყველა ქიმიურ იარაღად ითვლება და აკრძალულია. მათ საწყობებს ანადგურებენ, ისინი კლავენ ძალიან სწრაფად (1-5წთ) და დოზა მცირეა. ამათი ყველას ანტიდოტია ატროპინი და მსგავსი ანტიქოლინერგული საშუალებები, თუ რა თქმა უნდა მოასწარი გაკეთება 
ცოცხალი ორგანიზმების მიერ გამომუშავებული შხამებიდან ყველაზე ძლიერად ითვლება ბოტულინი - ნივთიერება (ცილა), რომელიც იწვევს ბოტულიზმს. ბოტულინის 0.1 მიკროგრამი ნებისმიერ ადამიანს გააგორებს, თუმცა ბოტულინი არ არის ისეთი სწრაფი, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ქიმიური შხამები. |
Am postis avtori wasula forumidan magram vindzlo vinmem mipasuxos...
Ratom ar/ver iyeneben teroristebi qimiur iarags? Ai magalitad, iq sadac Isis amden xalxs xocavs da genocids awyobs, ufro martivi araa 1-2 kargi qimikosi da qimiuri terori? Amas xo pa balshomu vercerti saxelmwifo ver gaakontrolebs da prevencia umravles shemtxvevashi gamoricxulia? Mit ufro, rom rogorc temidan chans internetitac ki Sheidzleba ,,receptebis" mopoveba.
Da ra sashualebebs unda mimartos chveulebrivma mokvdavma qimiuri iaragis gamoyenebis dros?
P.s. magari ganyofilebaa, ori dgea vuzivar

temac dzaan sainteresoa, gansakutrebit pirveli nawili.