რამდენიმე კითხვა ფიზიკოსებს...-შიც დავწერა და აქაც დავწერ

მაგარია!!!!!!!!!
თავიდან ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ტიტანზე შეიძლება ყოფილიყო. წყალი - ოღონდ თხევად მდგომარეობაში. კვლევების და დაკვირვებების შემდეგ დამტკიცდა, რომ ტიტანზე მართლაც იყო წყალი თხევად მდგომარეობაში. როგოც იქნა!!!!! ეს ვარაუდი, გამოკვლევების შედეგი ერთი სურათით დამტკიცდა.

ამ სურათზე ხედავთ სატურნის თანამგვზავრ ტიტანს (სხავთაშორის ტიტანი ერთია მზის სისტემაში შემავალი თანამგვავრებიდან, რომლსაც ატმოსფერო აქვს), რომლის ჩრდილოეთ პოლუსი განათებულია. აქვე ხედავთ თქვენ მზის ანარეკლს, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთი ტიპის კაშკაშა არეკვლას, სარკეული არეკვლასაც უწოდებენ. ეს არეკვლა დააფიქსირეს 8 ივლისს 2009 წელს ვიზუალური და ინფრაწითელი ასახვის სპექტრომეტრით, რომელიც კასინის მიაქვს თან. ამ სურათმა დაამტკიცა, რომ ტიტანის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თხევადი წყალი არსებობს და ისიც, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უფრო ჭარბობს თხევადი წყალი, ვიდრე სამხრეთ ნახევარსფეროში. VIMS-ის დახმარებით მეცნიერებმა დაამტკიცეს თხევადი წყლის არსებობა ტიტანის სამხრეთ ნახევარსფეროში უდიდეს ტბაში Ontario Lacus-ში - 2008 წელს. ჩრდილოეთ ნახევარსფერო 15 წლის მანძილე სიბნელეში იყო დამწყვდეული, მაგრამ მზემ ისიც გაანათა, როდესაც დაიწყო გაზაფხულის ბუნიობა - 2009 წლის აგვისტოში. VIMS შესაძლებლობა ჰქონდა ამ არეკვლის დანახვა. ტიტანის ღრუბლიანმა ატმოსფერომ სხივების დიდი ნაწილი შთანთქა, ასევე დიდი ნაწილი ხილვადი სპექტრისა. მაგრამ VIMS-ის ინსტრუმენტებმა მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა ანარეკლი ინფრაწითელ სხივებში ენახათ, რომელსაც შეეძლო ტანამგვზავრის ატმოსფეროში შეღწევა. სურათის გადასაღებად გამოიყენეს სინათლის 5 მიკრონის სიგრძის ტალღა. ეს სურათი კასინიმ ტიტანთან 59-ე ჩაფრენისას - 8 ივლისს 2009 წელს გადაიღო, 200.000 კილომეტრით დაშორებულმა.
ახალი და 2006-2008 წლებში რადიოლოკაციური, ასევე თითქმის ინფრაწითელ სპექტრში გზით მიღებული გამოსახულებების შედარებამ "კასინის" მეცნიერებს მისცა შესაძლებლობა შეეჯერებინათ ტიტანზე კრაკენის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე დამზერილი ანარეკლი. კრაკენის ზღვა გადაჭიმულია 400,000 კმ^2-ზე (150,000 მლ^2-ზე); ხოლო ანარეკლი სავარაუდოდ მომდინარეობს ტბის იმ ნაწილისგან, რომელიც მოქცეულია ჩრდილო განედის 71 გრადუსსა და დასავლეთ განედის 337 გრადუსის მიდამოებში
სურათის ხარისხი დაახლოებით 100 კმ იყო ერთ პიქსელში. ეს სურათი დაამუშავეს გერმანიის კოსმოსურ ცენტრში - ბერლინში და არიზონას უნივერსიტეტში - ტუსონში.